საქართველო სამხრეთ კორეიდან კორონავირუსის დამატებით 200 ათას ტესტს მიიღებს

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139490 საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის სწრაფი ტესტების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამხრეთ კორეასთან. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, სამხრეთ კორეისგან ელოდებიან 200 ათას ტესტს. „გუშინ, საღამოს შედგა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან. გაიწერა ზუსტად ის ალგორითმი, რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი. ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოყო საჩუქრად ათასი ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში და ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება იმ პიროვნებების ტესტირება, რომლებზეც გვექნება ეჭვი, კორონავირუსთან მიმართებაში. ასევე, წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ველოდებით დამატებით 200 ათას ტესტს. შესაბამისად, შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ ამ მიმართულებითაც მიიღონ მომსახურება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
0