9 votes
0 comments
1 shares
Save
ბაზარზე, შესაძლოა, ფეიკტესტები გაჩნდეს
3142 views
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

პაატა იმნაძის განცხადებით, ბაზარზე, შესაძლოა, კორონავირუსის ფეიკტესტები გაჩნდეს.

როგორც იმნაძე განმარტავს, მსოფლიოში რამდენიმე მწარმოებლის ტესტებს გაეცნო, რომლებიც ელემენტარულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.

„სამწუხაროდ, მე პირადად უკვე გავეცანი მსოფლიოდან 15 თუ 16 მწარმოებლის ტესტებს, რომელთა უმრავლესობაც არავითარ შემთხვევაში, იმ ელემენტარულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რასაც ტესტები უნდა აკმაყოფილებდეს. ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მოგახსენათ, რომ მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიდის. როცა ქვეყანა გაძლევს რაღაც ტესტს, ამას სხვა გარანტია აქვს, როცა ბაზარზე მოიპოვებ რაღაც ტესტს, მას ძალიან მაღალი რანგის შესწავლა სჭირდება. უკვე არის მსოფლიოში გამოცდილება, როცა ასეთი ფეიკტესტები ვრცელდება, აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა ამით გამოირჩევა, უცებ მოერგებიან ბაზრის საჭიროებებს. შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს ძალიან ბევრი უხარისხო ფეიკტესტი“, - განაცხადა იმნაძემ.

#პაატაიმნაძე #ფეიკტესტი #კორონავირუსი #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს უხარისხო ფეიქტესტები - პაატა იმნაძე
ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით ყველასი, ვინც კერძო სექტორში შეძლებს და შემოიტანს ტესტებს, რომელიც პირველ რიგში, ვალიდური იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. ამასთან, პაატა იმნაძის თქმით, ის გაეცნო მსოფლიოში სხვადასხვა მწარმოებლის რამდენიმე ტესტს და მათი უმრავლესობა არ აკმაყოფილებს შესაბამის ელემენტარულ სტანდარტებს. „მე პირადად უკვე გავეცანი მსოფლიოში სხვადასხვა მწარმოებლის 15 თუ 16 ტესტს, სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა არ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს, რომელსაც ტესტები უნდა აკმაყოფილებდეს, არ ჩავუღრმავდები დეტალებს, პროფესიული მგრძნობელობა იქნება, თუ რამდენ ნიმუშზეა გატესტილი წარმოებაში ჩაშვებამდე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. მისი თქმით, ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს. „ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მოგახსენათ, რომ მოლაპარაკებები მიდის სამთავრობო დონეზე, რაც გარანტიას იძლევა, რომ ქვეყანა როდესაც გაძლევს ტესტს, მას სხვა გარანტია აქვს, როდესაც ბაზარზე მოიპოვებ რაღაც ტესტს, ამას ძალიან მაღალი რანგის შესწავლა სჭირდება, რადგან უკვე არის მსოფლიოში გამოცდილება, რომ ე.წ ფეიქტესტები იწყებს, აღმოსავლეთ ქვეყნები გამოირჩევა ამით, რომ უცებ მოერგებიან ბაზრის საჭიროებებს და შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს უხარისხო ფეიქტესტები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ჩინეთის რესპუბლიკამ საჩუქრად გამოყო ათასი ტესტი, რომელიც საქართველოში შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ვინ უშლის ხელს პაატა იმნაძეს მუშაობაში?
ეპიდემიოლოგი და ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს რომ მას პანდემია COVID-19-თან ბრძოლაში კონკრეტული ბანაკის წევრი პირები ხელს უშლიან. ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ მისი გუნდის საქმიანობას არაკომპეტენტური პირები აფერხებენ, რაც დანაშაულია, რადგან ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, მესამე სექტორი კი ლუგარის კვლევითი ცენტრის თანამშრომელს სიღრმისეულ კითხვარს ავსებინებს და ამით დროის უდიდეს ნაწილს ართმევს. ბოლო პერიოდში, ქვეყანაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა დავა სწრაფი ტესტების ეფექტურობასთან დაკავშირებით, რაზეც პაატა იმნაძემ არააერთხელ გააკეთა კომენტარი: „თავი დაანებონ ტელევიზიებში კეკლუცობას. ტესტებს თავის აზრი, თავისი გამოყენების დრო აქვს, რომელი ტესტი, როდის უნდა გამოიყენო. ღია გაკვეთილების დრო კი დადგა საქართველოში, როცა ბავშვებს ტელევიზიით ასწავლიან, მაგრამ მე სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს იმის დრო, რომ ეპიდემიოლოგიის ლექციები ყველა მსურველისთვს ვატარო. სხვა დროს დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამას“, შეგახსენებთ, რომ პრესასთან ურთიერთობის დროს გუშინ პაატა იმნაძემ საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა, „თავი დამანებონ, ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო.“ ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პაატა იმნაძის თავისუფლების აღკვეთა სცადა. რატომ და რისთვის ცნობილი არ არის, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ეპიდემიოლოგმა 3 დღე გაატარა მოდულის შენობაში, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ პაატა იმნაძე არის ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ენდი ვებერის მეგობარი.#პაატაიმნაძე #ხელისშეშლა #სწრაფიტესტები #TBILISIDAILY
AstroGeorgia
Tbilisi, Georgia · 1 week ago
შავი იუმორი ზოდიაქოს ნიშნებზე
ვერძი ვერძებს აქვთ კარგად გამოკვეთილი წარბები და თავმომწონე გამომეტყველება,თუმცა ტყუილად გამოიყურებიან ასე თავმომწონედ რადგან გამუდმებით ურახუნებენ თავს სხვადასხვა პრობლემას და საგნებს.ცნობილი ხისთავიანები.ყოველთვის აკეთებენ იმას რასაც ამბობენ.სიჩქარეში ბევრშეცდომასაც უშვებენ,მაგრამ ამას არასოდეს აღიარებენ და ამ საკითხს არასოდეს განიხილავენ.თქვენც გირჩევთ მასთან საუბრისას ეს არ წამოგცდეთთორემ ნაწლავებს გამოგიღებენ.ვერძები კარგად გრძნობენ თავს თევზებთან,რადგან მათთან შედარებით მყარად დგანან მიწაზე და დასცინიანკირჩხიბებს მათი ზედმეტი მგრძნობელობის გამო. ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.არ აქვსმნიშვნელობა სად უწევთ ცხოვრება სასახლეში თუ კარდონის ყუთში,იფიცებიან და ამტკიცებენ რომ ზუსტად ეს სურდათ ცხოვრებაში.ბავშვობის ასაკშიუკვე მიღებული აქვთ ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება.ქორწინდებიან რამდენჯერმე,გართობისთვის,მაგრამ არასოდესშორდებიან,უბრალოდ მათი მეუღლეები უბედური შემთხვევებით იღუპებიან ან სახიჩრდებიან.ვერძები ყოველთვის მენეჯერებად ან მმართველებადან დირექტორებად მუშაობენ მაგრამ თუ მოხდა ისე რომ მუშაობენ მაგალითად დამლაგებლად,აუცილებლად ჩამოაყალიბებენ დამლაგებელთაკავშირს,თუნდაც ერთწევრიანს და იბრძოლებენ ამ კავშირის უფლებებისთვის.ვერძები უცოდველები არიან როგორც ღმერთი,ესეიგი ღმერთიზოდიაქოთი ვერძია,რაც იმას ნიშნავს რომ სატანა მერწყულია.ვერძები არასოდეს უსმენენ მორიელს, ამაყობენ იმით თვით მორიელზე უფროეგოცენტრულები არიან.ფაქტიურად მთელ ზოდიაქოს ნიშნებში ვერძი ყველაზე დიდი ნაძირალაა მორიელის შემდეგ. ვერძებო Your rams’ horns are in everyone else’s asses. კურო ხშირად ეცვლებათ განწყობა,ერთ წუთში რომ მხიარულობენ მეორე წუთში უცებ მოიწყენენ და მესამე წუთში შეიძლება ვიღაცას ფეხები მიუმტვრიონ რატომღაც.ძალიან მიწიერი არსებები არიან, რაც იმას ნიშნავს რომ ან სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით უფრო იშვიათად ბანაობენ ან თუკისადმე ყვავილი ან ბალახი ნახეს იმწუთში ცხვირთან მიაქვთ და საათობით ყნოსავენ.კუროებს უყვართ მხიარული ,გასართობი ფილმები სადაც ყველაბედნიერია ცხოვრება მხიარულია და სიკეთე იმარჯვებს.ცხოვრებაში ხშირად ეხვევიან აყალმაყალში. ჩხუბობენ მიმტანებთან,წესრიგის დამცველებთან ანბილბორდების გამო.უყვართ თავიანთ მეგობრებს ფსიქოანალიზი ჩაუტარონ,თუმცა თავად ზოგადად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არასოდესაქვთ.ფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან გაუგებარი ბუტბუტით.კურო უცნაური არსებაა რადგან წლების განმავლობაში შეუძლია გულში შეინახოსწყენა რაღაც მოვლენის გამო,რომელიც შეიძლება გაირკვეს,რომ სინამდვილეში არც მომხდარა.ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული რომ კუროხშირად არასწორად იგებს მოვლენებს ან ნათქვამს და არაადეკვატურად აფასებს.ამის გამო კი ის ხშირად ხვდება ვერძების გასალახთა სიაში,რიგითმეორე.თვითონ კუროებს მიაჩნიათ რომ ეს არის მათი ადგილი. ზოგადად ყველაფერში ურჩევნიათ იყვნენ რიგით მეორე,ვიდრე პირველი და უდაოდსაუკეთესონი არიან ამაში,ანუ მათზე კარგად ვერავინ ახერხებს იყოს რიგით მეორე.(კურო ზოდიაქოს მეორე ნიშანია) ყველა კუროს უნდა იყოსღმერთი,მაგრამ როგორც უკვე ვთქვით ღმერთი ვერძია,სამწუხაროდ.ძნელია კუროს გაუგო,ხშირად კითხვებს კითხვითვე პასუხობენ და იშვიათადტოვებენ თავის ბუნაგს.უყვართ კონფლიკტები.ვერ იტანენ თუ ყველაფეი წესრიგშია, ესეიგი რაღაც არ არის წესრიგში.ზოგიერთ კუროს განსაკუთრებითუყვარს ბარებში და რესტონებში მუშტიკრივი,თუ ასეთი რამ არასოდეს გადახდენიათ იგონებენ ასეთ ისტორიებს და სიამოვნებით უყვებიან მეგობრებს.კურომ იცის რომ ცხოვრებაში მიემართება არსად და ყოველთვის ეჩქარება ამ “არსად” წასასვლელად.უყვართ სახლში საკუთარი პატარა სამყაროსმოწყობა სადაც შემოკრიბავენ საყვარელ ადამიანებს და მათთან ერთად ოცნებობენ იმაზე თუ როგორი იქნებოდა სამყარო კურო რომ ღმერთიყოფილიყო. ტყუპები ტყუპები ყველას უყვარს,იმიტომ რომ ნებისმიერ საზოგადოებაში უყვართ შიზოფრენიკები.თვითონ ტყუპებს მიაჩნიათ რომ არიან ნახევრად სოკრატედა ნახევრად მიქელანჯელოები,თუმცა რათქმაუნდა ეს ასე არა არის.ძალიან პროგრესულები გონებაგახსნილები და კონტაქტურები.უყვართსაზოგადოება და რაღაც ამოუხსნელი ძალის წყალობით ახერხებენ იყვნენ ყველგან და იცოდნენ ყველაფერი. ტყუპებს შეუძლია ორ ადგილზეერთდროულად იმყოფებოდეს. ხშირად ატარებენ სწრაფ მანქანებს და ასეთი მანქანებით გამუდმებით ეჯახებიან ხეებს და შენობებს.არიან მოურიდებელნი და ზედმეტად გაბედულნი.უყვართ კამათი და თითქმის ყველაფრის საწინააღმდეგო აზრები და არგუმენტები შეუძლიათ წამოაყენონ.(მაგალითად,ეს წინადადება არ ექნებათბოლომდე წაკითხული,რომ უკვე ამის გაპროტესტებას დაიწყებენ)უყვართ ჩხუბი ქორწილებში,თავისზე სუსტი ადამიანების დაჩაგვრა,მაგალითადჩაგრავენ ბავშვებს და კირჩხიბებს,სასწორებს ხომ საერთოდ ბოქსში სავარჯიშო ტომარად იყენებენ.ტყუპები ან ბისექსუალია ან ჰერმაფროდიტი.არესმის რას ნიშნავს სიყვარულში ერთგულება.ვანდალურად ექცევა საკუთარ სახლს და ოჯახს.ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ სულელურიანალოგიებით.ოლიმპიურ თამაშებში ტყუპები ვერასოდეს იმარჯვებს,თუ გაიმარჯვა ეს იქნება რაიმე ახალი სპორტის სახეობაში რომელსაც არავინიცნობს.ტყუპები გამუდმებით მოიხმარს მედიკამენტებს,ხშირად არალეგალურს.ლაპარაკობენ თითქმის ყვირილით იმისათვის რომ ვინმემმოუსმინოს,ხშირად ტყუპები თავის თავს ელაპარაკებიან ასე,თუ არ გჯერად მოუსმინეთ როცა აბაზანაში მარტოა.ტყუპი არასოდეს არ არის ერთი ისყოველთვის ორი,ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია ერთად. ერთი სიყვით ტყუპები ეს არის აბსოლიტურად ჭკუიდან გადასული მერწყული. კირჩხიბი აინტერესებთ იცოდნენ რა ხდება სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში,მაგრამ აზრზე არ არიან რა ხდება მათ საკუთარ ცხოვრებაში,ამასმეგობრებისგან იგებენ.კირჩხიბები იმოსებიან მარტო იმიტომ რომ ასეა საჭირო,არ აქვთ გემოვნება, არ ესმით მოდა და სტილი.ეს იმ კატეგორიისადამიანებია რომლებიც ტანსაცმელს მატრასებს შორის ათავსებენ,ზემოდან წვებიან და ასე “აუთოვებენ”.თვეობით,წლობით შეუძლიათ ერთიდაიგივეტანსაცმელი ეცვათ,გაუხდელად.მათი სახლი მათი საკუთარი ბიოსახლია,როგორც პატარა კენგუროსთვის ჩანთა.აქვთ პერიოდები როცა თვეობითიკეტებიან იქ,არ პასუხობენ ტელეფონს, არ აღებენ კარებს,ფანჯრიდანაც კი არ იყურებიან.მიუხედავად იმისა რომ აქვთ სურვილი ყველას მომვლელიდა მხსნელი იყვნენ,საზოგადოება და სოციალური ურთიერთობები საერთოდ არ აინტერესებთ.კირჩხიბი ეს მოარული ჟურნალიადიასახლისებისთვის,იციან უგემრიელესი რეცეპტები,იციან როგორ გაუძღვნენ სახლს,ათვითცნობიერებენ ამას თუ არა,ორივე სქესის კირჩხიბსეხერხება ჭრა-კერვა, ქარგვა და ქსოვა,ეხერხებათ ბავშვებთან და თინეიჯერებთან ურთიერთობა მათი მოვლა და აღზრდა.მათი ნება რომ იყოსსიამოვნებით იქნებოდნენ მთელი მსოფლიოს დედიკოები. კირჩხიბები არასოდეს არიან სპორტში წარმატებული,იმიტომ რომ ყოველი თხუთმეტი წუთის შემდეგ სჭირდებათ დასვენება და ისედაც დიდიფიზიკური აქტივობებისათვის არ იკლავენ თავს.კარიერის აწყობასაც სახლიდან გაუსვლელად ლოგინში მოკალათებულნი აპირებენ.კირჩხიბებიფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან თავისი გამოგონილი სიტყვებით,როგორც ჯორჯ ბუში მაგალითად,რომელიც კირჩხიბია.კირჩხიბებო თუგეჩვენებათ რომ ვინმე გეკაიფებათ,არ გეჩვენებათ ეს მართლა ასეა,გამუდმებით გამასხარავებენ.ადამიანები ხშირად გადაუვლიან ხოლმეკირჩხიბს,ხშირად კი არა სულ ასეა,პირდაპირ ფეხებს იწმინდავენ მათზე და სასაცილო ის არის რომ კირჩხიბებს სჯერათ რომ ეს ასე უნდაიყოს,მოსწონთ კიდეც.პირდაპირ მისწრაფება აქვთ ასეთი,იყვნენ ფეხის საწმენდი ტილოები.კირჩხიბებს არ შეუძლიათ ვინმეზე გავლენა იქონიონ, მაგრამ აქვთ ერთი უნიკალური უნარი ნებისმიერ დროს შეუძლიათგამოიცნონ რას ფიქრობს ნებისმიერი ადამიანი.კირჩხიბები ფიქრობენ რომ ტაქტიანი ადამიანები არიან სინამდვილეში კი უილაჯობა და მოუქნელობაახასიათებთ ამიტომ მათ წვეულებებზე იშვიათად პატიჟობენ,წვეულების მერე კი ევალებათ მიიყვანონ უგონოდ მთვრალი მეგობარი სახლამდე,ესმეგობარი კი ყველაზე ხშირად თევზია ლომი ნებისმიერი გზით და ხერხით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ,თვითმკვლელობაც არაა გამორიცხული.ლომებს უყვართ სარკეები და სარკეშიხშირად უგზავნიან ჰაეროვან კოცნას საკუთარ გამოსახულებას.ლომი გაგაწყვეტინებთ საუბარს იმისთვის რომ თვითონ ილაპარაკოს და არ გაგიშვებთსანამ ბოლომდე არ მოისმენთ ყველაფერს რაც აქვს სათქმელი.ყველა ლომს სურს ჩაუტარონ პარადი თავის დაბადების დღეზე.არქორწინდებიან,იმიტომ რომ მათი ბადალი და შესაფერისი არავინ არის,თუ მაინც მოხდა ისე რომ დაქორწინდნენ,მეუღლეები სამზარეულოშიონკანთან ყავთ მიბმული. გამუდმებით სჭირდებათ ფიზიკური სიახლოვე,მაგრამ თავი ისე უჭირავთ რომ ყველას ჰგონია მიკარება და შეხება მათგაღიზიანებას გამოიწვევს ამითომ ახლოს არავინ ეკარება.ლომი ახსენებს საკუთარ თავს როგორც ზებუნებრივ არსებას როცა ხსნის ფილოსოფიურკონცეფციებს.ლომს შეუძლია გამოაცხადოს რომ ჰომოსექსუალისტია,მაშინ როდესაც სინამდვილეში არ არის,მარტო იმიტომ რომ დაშოკოსსაზოგადოება და თანაც ამ ხერხით არცერთი სქესი არ დაუახლოვდება და შეუძლია მშვიდად გაატაროს მშვენიერი, რომანტიული საღამოებისაკუთარ თავთან განმარტოებით.ლომები ყვირილით აღებენ კარებებს და ოთახში შესვლისას ელოდებიან მისი გამოჩენით აღტაცებული პუბლიკისტაშს.ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მართლა გვანან ლომებს ანუ არიან ხმაურიანი,ამპარტავანი,ძლიერი,ხშირად აქვთ პატარა ცხვირი,დიდიზედა ტუჩი,კარგად მოვლილი, ხშირი, გრძელი თმა(ფაფარი) და ზოგიერთი”მაიმუნები”ერთ ლუკმად არ ყოფნით.ცნობილია რომ ლომი ლიდერიადაბადებიდან,განსაკუთრებით კი რადიკალური მოძრაობების ლიდერობა გამოსდით კარგად.ერთადერთი რისიც ეშინია ლომს ეს არისგამასხარავება,ვერ იტანს როცა სასაცილო სიტუაციაში ვარდება,სულ ეშინია რომ დასცინებენ.მისი მისამართით უხეშ ხუმრობებზე ძალიანბრაზდება.გაბრაზება კი ლომივით საშინელი იცის.ძალიან უყვარს ვერძებთან ჩხუბი.(რიგით პირველია ვერძების გასალახთა სიაში )თუ ეს ორი სადმე ერთმანეთს გადაეყარა დასისხლიანებამდე სცემენერთმანეთს,სულერთია სად იმყოფებიან თეატრში,სუპერმარკეტში, წვეულებაზე,ხალხში თუ ერთი-ერთზე.ლომებს პირადად ხალხშიურჩევნია,პუბლიკის წინ.ლომებს ყველაფრის კეთება ხალხის,მაყურებლის თანდასწრებით მოსწონს,მათ შორის სექსიც. თუ მერწყულებს თავისი ოთახის კედლებზე როკ-ვარსკვლავების სურათები აქვთ,თხის რქებს გამოჩენილი მათემატიკოსების სურათები,მორიელებსმსოფლიოს უდიდესი კატასტროფების ამსახველი ფოტოები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ლომს თავისი ოთახის კედლები საკუთარი თავისფოტოებით აქვს დამშვენებული. ქალწული მეწვრილმანეები,მოწესრიგებული და დარეგულირებულ-გამოთვლილი აქვთ ყველაფერი,სუნთქვაც კი.მათ კარადაში ფერების და ზომების მიხედვითაწყვია ტანსაცმელი.ქალწულები ასუფთავებენ თავიანთ ნივთებს, რეგულარულად, დღეში ორჯერ კბილის ჯაგრისით.მიაჩნიათ რომ ყველაფერსთავისი ადგილი უნდა ქონდეს და მათი ადგილი იატაკზეა სადაც გამადიდებელი შუშით ეძებენ მიკრობებს და ხეხავენ რომ გაასუფთაონ.აქვთაკვიატებული იდეები და მანიები ერთი სიტყვით “არანორმალურები” არიან,აქედან მოდის ამ ნიშნის სახელიც ქალწული. ქალწულს შეუძლიაგამვლელი მანქანის მძღოლს ესროლოს და პოლიციაში ახსნას”ეს იმიტომ გავაკეთე რომ გამვლელი ჭუჭყიან მანქანაზე იჯდა” და პოლიციელებიცგაანთავისუფლებენ რადგან უმრავლესობა მათგანი ქალწულია და ესმით მისი.ძალიან ადვილია ქალწულის ჭკუიდან გადაყვანა,უთხარით რომრაღაც აქვს გაჩხერილი კბილებს შორის,ან გააღეთ მისი მაცივარი და რძის ბოთლი გადაადგილეთ.ჰო ადამიანები ხშირად ერთობიან ქალწულის”გაგიჟებით”,მაგრამ თუ გინდათ ქალწული ნამდვილ ჯოჯოხეთში მოხვდეს ჩაკეტეთ ის მთელი დღე მერწყულთან ერთად ლიფტში.ჯერ ეს ერთი ვერიტანს უმოქმედოთ ყოფნას და მერე მერწყული აუცილებლად გაიხდის(ეს უკანასკნელნი როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ ტანსაცმელსიძრობენ)მერე მერწყულს ლიფტში ექნება შეტანილი ლუდი რადგან მას ჯოჯოხეთში კავშირები აქვს და მას შეუძლია იქ ლუდი შეიტანოს ,რომელსაცმთელ იატაკზე მოწუწავს.ქალწული კი რომელსაც ჯოჯოხეთთან არანაირი კავშირ-მეგობრობა არ აქვს ამ ინციდენტს ვერასოდეს მოინელებს.ქალწულს ძალიან უჭირს კონცენტრაცია,როცა იცის რომ მაცივრის ქვეშ რაღაც აგდია,ეს რაღაც შეიძლება ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი კუროიყოს,ქალწულმა იცის როგორ გამოათრიოს ის იქიდან ბანანის წვენისგან დამზადებული არომატულ-გამაგრილებელი სასმელის მეშვეობით.საერთოდქალწულმა იცის როგორ მოაგვაროს პრობლემები და მთელი ცხოვრება ამას აკეთებს,დაუღალავად და გულმოდგინედ.ქალწულები არ ხედავანსამყაროს თეთრ და შავ ფერებში ისინი ხედავენ მას ჭუჭყიანად და სუფთად,სწორად და არასწორად და არ არსებობს შუალედი.ერთადერთი კარგი ისაქვთ რომ სიამოვნებით დაგთანხმდებიან სახლი დაგილაგონ ან სარეცხი გაგირეცხონ,თანაც თქვენ გასარეცხებს დაახარისხებენ,მატერიების დაფერების მიხედვით ასე მივიღებთ 32 გროვას თითოში ორი-სამი ტანსაცმლით და მერე ამ გროვებს თითოეული ნაჭრის მარკების სახელებისმიხედვით,ანბანური თანმიმდევრობით გარეცხავს.ხშირად ნახავთ ქალწულს რომელიც მაცივართან მიდის და რამდენჯერმე აღებს და ხურავსკარებს,იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ მაცივრის შიგნით შუქი დროულად ინთება და ქრება.ერთი სიტყვით არანორმალურები! სასწორი ოჰ! თქვენი ელეგანტურობა და ფერებში შეხამებული ტანსაცმელი გულს ურევს გარშემო ყველას.ძალიან გაორებული ნატურები ხართ დაგადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ.ფიქრობს და ფიქრობს სასწორი,აწონის დაწონის ათასჯერ, ათიათასჯერ და ბოლოს ყველაზე უარესვარიანტს ირჩევს.თქვენ გამუდმებით წუხართ იმაზე თუ რას იტყვის ხალხი,მაგრამ სინამდვილეში რომ აქცევდეთ ხალხის აზრს ყურადღებას იქნებსაზოგადოებას უფრო მოწონებოდით.სასწორები მოდას აყოლილი ქარაფშუტები არიან, შეიძლება დღეს გააღმერთონ ვინმე ან რამე რასაც გუშინვერ იტანდნენ იმიტომ რომ მოდაში შემოვიდა.მათი ინტერესი იმის შესახებ თუ რა ხდება მსოფლიოში შემოიფარგლება მოდისკატალოგებით.თვითონ ქმნიან მოდას,მათი ბრალია რომ ფართე შარვლები და პეპლისმაგვარი თმისსამაგრები მოდაში დაბრუნდა და თუ სასწორსმოტკეცილი შორტები არ გადაუგდია ესეიგი შემდეგ სეზონზე მოდაში შემოვა.აწყობენ საქველმოქმედო საღამოებს დიზაინის განვითარებისთვის,არიანრაღაც გაუგებარი მოძრაობის წევრები,მაგალითად მოძრაობა”კაპუჩინო”-ს წევრები,ჰკითხეთ რატომ და რაღაცას მობოდავენ სოლიდარობისშესახებ.ძირითადად კი არაფერი არ იციან და არაფერი არ ეხერხებათ,ყოველთვის ყავთ ვიღაც ვინც უძვირეს ფეხსაცმელებზე თასმებს შეუკრავს,ხო!სასწორი არასოდეს ვაჭრობს ეკონომიურ მაღაზიაში,არასოდეს ჭამს სწრაფი კვების ობიექტებში და აზრზე არ არის სად მიდის ნაგავი.სასწორიყოველთვის წკიბზეა გააკეთოს ის რაც ყველა დანარჩენმა ადამიანმა იცის რომ სისულელეა.მათ აქვთ უზარმაზარი კოლექცია კომპაქტ-დისკებისრომლების არასოდეს მოუსმენიათ,ფილმების რომელიც არასოდეს უნახავთ.ჰოლივუდი სავსეა სასწორებით,იმიტომ რომ თავის მოჩვენების დათვალთმაქცობის ოსტატები არიან.რაც არ უნდა დაათროთ სასწორი მაინც შეძლებს ლოგიკურად აგიხსნათ რა განსხვავებაა ყავა latté და ყავა au lait -სშორის.გასაკვირი კი ის არის რომ ამ ორს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს მორიელი კარგად ერკვევიან კომპიუტერებში,უმრავლესობა მორიელებისა ჰაკერია,ასევე უმრავლესობა მორიელებისა ცდილობს პოპულარობა და სიმდიდრემოიპოვოს სოციალური ქსელების დახმარებით.არიან კიდეც ყველაზე პოპულარულები ჩათ-ბოქსებში.მორიელებს სერიოზულად მოსწონთ თავიანთიპარანოიკული მოდგომა ცხოვრებისადმი. ძალიან წყდებათ გული რომ უცხოპლანეტელებს არასოდეს გაუტაციათ,რომ სახელმწიფო შეთქმულებისმსხვერპლი არ არიან,რომ სტარ ტრეკი ფანტაზიაა .საკმარისია ნახოთ ავტომატური მოწყობილობებით სავსე ბარაკი სადაც ცხოვრობს,რომ ესყველაფერი დაიჯეროთ.მისი მთავარი გეგმაა გახდეს მსოფლიოს დამპყრობელი,მაგრამ ეს გამორიცხულია ოდესმე მორიელის მმართველობითმოხდეს.მორიელს უყვარს ჭამოს ყავა კოვზით ახლად გახსნილი ყუთიდან,ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუსრუტია ცხვირით შოკოლადშიამოვლებული თხილი,დამუშავებული აქვს ხერხი და იცის როგორ მოწიოს დუშის ქვეშ.მისი საყვარელი დღესასწაული ჰალუინია,შემთხვევითი არარის რომ მათ დაბადების დღეებს ემთხვევა,მხოლოდ ამ დროს შეუძლია მორიელს “იქაჯოს” ისე რომ ციხეში არ ამოყოს თავი.მისი საყვარელისპორტი სექსია,სადაც უდაოდ ჩემპიონია.გარდა ამისა სექსი კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის რომ მოწიოს.შეუძლია რჩევების მიცემა ისეთ საკითხებზერაც თავად არ ანაღვლებს და არ აინტერესებს,თვითონ არავის რჩევას არ უგდებს ყურს.თუ გინდათ გაიგოთ ვინმე მორიელია თუ არა ჰკითხეთ რამედა ხუთწუთიანი დუმილის მერე იქნება პასუხი”რა?” მორიელები ხშირად ჭარბთმიანები არიან და ეს მოწონთ რადგან მიაჩნიათ რომ ამით კიდევ უფროესმება ხაზი მათ სიველურეს,ეს ეხება ქალ მორიელებსაც.მორიელებს შეუძლიათ ჩააწყონ ლოტოს გათამაშება,ის ხომ ავტომატურად არისმოწყობილი. მშვილდოსანი მშვილდოსნები დაბადებულნი არიან თავგადასავლებისათვის,უყვართ ობობების შიშველი ხელით გაჭყლეტა,შუა ღამეს ოთახებში სიარული ისე რომშუქს არ ანთებენ,უყვართ ფათერაკები და მზად არიან კისერი მოიტეხონ ოღონდ რამე გადახდეთ თავს,მოკლედ ხშირად ძალით ირთულებენცხოვრებას იმიტომ რომ ადვილი და კომფორტული არაფერი მოსწონთ.მშვილდოსნებს უყვართ გააცინონ და გაართონ ხალხი,ახლობლები თუუცხოები, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ,მაგალითად ტრანსვესტიტობენ.უმრავლესობა მშვილდოსნებისა არასწორი სქესით არის დაბადებული ანუარიან ძალიან მამაკაცური ქალები და ქალური თვისებების მქონე მამაკაცები.არიან ხმაურიანები და უტაქტოები.ცხოველებს და ბავშვებს ძალიანუყვართ მშვილდოსნები,რადგან მათ შეუძლიათ საცირკო ნომრების და ტრიუკების ჩატარება,სამაგიეროდ ზრდასრულებს სძულთ ისინი,იმისთვის რომარიან ზედმეტად პირდაპირები და უხეშები.უხამს წარწერებიანი მაისურები და მედალიონები მშვილდოსნების მოგონილია.ისინი ძირს ყრიან საჭმელსან ექცევათ წითელი ღვინო მაგიდაზე(ან ვინმეზე) სოლიდურ რესტორანში და ხმამაღლა სვამენ უამრავ კითხვას ეკლესიაში თუთეატრში.მშვილდოსანი არასოდეს დაპატიჟოთ სახლში მშობლების გასაცნობად,უხერხულობისგან რაღაც საშინელებას ჩაიდენს. როგორც კენტავრი(რომელიც მშვილდოსნის გამოსახულებაა) არის ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველი ასე არსებობენ ორი სახის მშვილდოსნები,მშვილდოსანიადამიანი_ძალიან დახვეწილი,ინტელიგენტი და მშვილდოსანი ცხოველი- ძალიან პრიმიტიული, უბრალო ადამიანი, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტშიმშვილდოსანს უბრალოდ არ შეუძლია მთელი თავისი არსებით მოხეტიალე ჰიპი არ იყოს. თხის რქა თხის რქები არიან ძალიან ბეჯითი,ძალიან სანდო და უაღრესად მოსაწყენი ადამიანები.დინჯად და მოთმინებით მიემართებიან შემდეგი დიდიმიღწევისაკენ კარიერაში,ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.უმრავლესობა თხის რქა კარგი მათემატიკოსია და ეხერხება ყველაფრის სწრაფად დაწინასწარ გამოთვლა-დაანგარიშება,ეს მათ კიდევ უფრო მოსაწყენ ადამიანებად ხდის. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა უხდებათ მაგრამუკან არასოდეს იხევენ.ბევრი პოლიტიკოსია ამ ნიშნით დაბადებული ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნები ჯანდაბისკენ რომ მიექანებიან.თხის რქებს დაპოლიტიკოსებს, წარმატებას რომ მიაღწიონ,სჭირდებათ პირველ რიგში უსაფრთხოება და უპიველეს ყოვლისა ამისთვის იღწვიან.არ დგამენდაუფიქრებელ ნაბიჯს, არ რისკავენ,თვლიან რომ სპონტანურობა უტვინობაა.თხის რქა ლომის და ქალწულის უცნაური ნაჯვარია,შეიძლება იფიქროთრომ ეს მათ ნიშანს ხარიზმატულობას და ლოგიკას უმატებს მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს რომ არიან ძალიან ხელმომჭირნე,პედანტი და ეგოისტიადამიანები. თუ დედამიწა ატომური ომის შედეგად განადგურდა მარტო ტარაკანები და თხის რქები მოახერხებენ გადარჩენას,დანარჩენი ადამიანებიუბრალოდ არც მოინდომებენ გაპარტახებულ დედამიწაზე იცხოვრონ.თხის რქებს ბავშვობის ასაკიდან ეხერხებათ საზოგადოების გაცურება დათვალის ახვევა,ბავშვობაში მათთვის ყველაზე სასურველი საახალწლო საჩუქარი იქნება სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის კითხვისასსაინტერესო ადგილებს მონიშნავენ.სახლში აქვთ უამრავი ფაილები,ქაღალდები და საოფისე მოწყობილობები რომ მოაწესრიგონ მათი არარსებულიცხოვრება.უყვართ თავის მოჩვენება რომ თითქოს მობილურზე საქმიანად ლაპარაკობენ,ამ დროს მათი მობილური გამორთულია,რადგან არ ყავთმეგობრები რომელსაც დაურეკავენ.თხის რქობა მოდიდან გადავიდა 1989 წლიდან,დონალდ ტრაპის შემდეგ,რომელსაც ბევრი თხის რქა დღემდეფანტაზიორად და არაპრაქტიკულ ადამიანად თვლის.დოკუმენტების გაყალბებისთვის დაჭერილი ადამიანების უმრავლესობა თხის რქაა. მერწყული მერწყულებს უყვართ წვეულებები,ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ეს არის მათი დევიზი.არა მარტო იმიტომ რომ უყვართ დალევა დაგართობა, იმიტომაც რომ წვეულებებზე შეუძლიათ რაც შეიძლება მეტი ქალი(კაცი)დაკერონ.ნანობენ რომ აღარ არის სამოციანი წლები,ეპოქაროდესაც შეეძლოთ შიშვლებს ევლოთ ხალხში და ეკიდათ საზოგადოების აზრი.(ამ დროს ახალი და პოპულარული იყო ნუდისტურიმოძრაობა)მერწყულებს უყვართ სიშიშვლე. 97.4% ადამიანებისა რომლებსაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მეტროს შუაღამის რეისით უმგზავრიათ მერწყულია(სად დაეხეტებიან არავინიცის) უყვართ ლაპარაკი,ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს ხშირად უყვართ განმარტოებაც. მერწყულს შეუძლია მარტომ ითამაშოსფრენბურთი,ხშირად ასეც ხდება,თავის თავს ეთამაშება.ამტკიცებს რომ თუ ძალიან ძალიან მოინდომა წყალზე დადგომა შეუძლია,ამაში ხშირადვარჯიშობს საკუთარ აბაზანაში.დღის განმავლობაში ხშირად ემართება ისეთი რამ რასაც მედიტაცია შეიძლება ვუწოდოთ,თუ მერწყულსელაპარაკებით და ის თქვენს მხარს იქით იყურება,ჩათვალეთ რომ ერთი სიტყვა არ გაუგია და საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს,ის ამ დროსშეიძლება ეკონტაქტებოდეს ვიღაცას რომელიც სამი მეტრის მოშორებით დგას.მერწყულებს უყვართ ასტრონომია და იქ ყველგან არიან ნამყოფი,თუგაინტერესებთ მაგალითად რითი იკვებებიან სატურნზე ჰკითხეთ მერწყულს.მერწყულებს შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ დედამიწისზურგზე,ყველაფერს რასაც მოინდომებენ და არც მაინცდამაინც დიდი შრომით და ძალისხმევით,თითქოს მათ ყველაფრის უფლება აქვთ უფლისგანბოძებული ეს რათქმაუნდა ყველა დანარჩენ ადამიანს აცოფებს.როკ-ვარსკვლავების უმრავლესობა მერწყულია. თევზები სადაც არ უნდა იყვნენ სიცილი და კომედია გარანტირებულია,განა იმიტომ რომ ცდილობენ სასაცილოები იყვნენ უბრალოდ ასე ხდება.ძალიანდაბნეულები არიან სექსის საკითხში,არსებობს კი საერთოდ ასეთი რამ?რეალურად ხდება? ვერ გაურკვევიათ.ქალი თევზები ატარებენ გრძელ,ფართხუნა კაბებს და უამრავ ვერცხლის სამკაულს,ამბობენ რომ აინტერესებთ და უყვართ ვარსკვლავები,მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება ცაზეიპოვონ დიდი დათვის თანავარსკვლავედია,თუ ვერ იპოვეს ტირიან.შეიძლება ახსოვდეთ რა მოხდა 1992წლის 3 მარტს მაგრამ არ ახსოვთ საკუთარისახლის მისამართი,არ აქვთ ორიენტაციის უნარი.ადამიანი რომელიც ტრასაზე მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით 70კმ/სთ მოძრაობსუმრავლეს შემთხვევაში თევზია. თევზები უმეტესწილად სიცოცხლეს ასრულებენ ან დიდი სიმაღლიდან(ფანჯრიდან,სახურავიდან) გადმოვარდნით ანსატვირთო ავტომანქანის ბორბლების ქვეშ.ეს ასე არ ხდება მარტო იმ შემთხვევაში თუ კირჩხიბთან ერთად ცხოვრობენ.(კირჩხიბი იზრუნებს რომ ასეარ მოხდეს)თევზები არიან იმდენად უსუსური და იმდენად დაუცველ-საცოდავი რომ შეუძლიათ ლომსაც კი დედობრივი გრძნობები გაუღვიძონ,მაგრამნუ მოტყუვდებით,თევზმა შეიძლება გაგაკვირვოთ თავისი გამჭრიახობით.თევზებს შეუძლიათ ისტორიულ, ლეგენდარულ სიდიადეს მიაღწიონ ბედისდა იღბალის წყალობით.სიამაყით გეტყვიან რომ მიქელანჯელო,გალილეო,ჯორჯ ვაშინგტონი და ალბერტ აინშტაინი თევზები იყვნენ.მაგრამ არგეტყვიან რომ თევზი იყო ტედ კენედიც რომელმაც სულელურად იცხოვრა და კიდევ უფრო სულელურად დაიღუპა. თევზები ამტკიცებენ რომ უყვართსაღი კრიტიკა,სიამოვნებით მოისმენენ და გაითვალისწინებენ მას მაგრამ სინამდვილეში თუ თქვი რომ მათი ნამუშევარი არ მოგეწონა შეუძლიათ იქვეხარაკირი ჩაიტარონ.ნურასოდეს ეცდებით გამოიყენოთ ლოგიკა თევზებთან მიმართებაში,ისინი გრძნობებით იმართებიან,დაფრინავენ ცაში დაცხოვრობენ ნარნიაში(გამოგონილი ქვეყანა)კამათის დროს მათი მთავარი იარაღი ცრემლებია.არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვებს იყენებენ როცაცდილობენ ახსნან ფილოსოფიური კონცეფციები,მაინც გაგებაში არ არიან რაზე ლაპარაკობენ.თევზები ტირიან როცა ნახავენ მოკლულ ცხოველსმაგრამ ნერვი არ შეუტოკდებათ ისე შეუძლიათ გამოჭრან ყელი ადამიანებს რომლებიც არ ეპიტნავებათ.ვერძები ასრულებენ იმას რასაციტყვიან,კირჩხიბები ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს,მორიელები იტყვიან რამეს და გააკეთებენ ჯიბრზე,მარტო იმიტომ რომ ასე თქვეს,თევზებიგაუთავებლად ლაპარაკობენ,ყველრა მოხდება თუ კაცი შემთხვევით ფეხს დაადგამს ფოცხს და ფოცხის ტარი თავში მოხვდება? Naia Iobashvil
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 3 months ago
საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ვინც სამკურნალო პრეპარატს მიიღებს!
„მსოფლიოში ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს“ - ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა იმნაძესთან. “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კომპანია “გილიარდისგან“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, თუმცა ჩვენი ქვეყანა ეპიდემიას მომზადებული ხვდება. ამასთან, როგორც იმნაძემ სააგენტოსთან განაცხადა, საქართველოში უკვე მოქმედებს საგანგებო მდგომარების პირობებში არსებული შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. -ბატონო პაატა, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 35 შემთხვევა დადასტურდა. იძლევა თუ არა ეს მონაცემები განგაშის საფუძველს და რა რაოდენობით ელოდებით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას? -მატებას ვერ აცდება ვერც საქართველო და ვერცერთი სხვა ქვეყანა. ასე რომ, ინფიცირების შემთხვევების მატებას ველოდებით. ჩვენი მთვარი ამოცანა არის ის, რომ ეს მატება მიმდინარეობდეს ნელი ტემპით და გავრცელება იყოს კონტროლირებადი. -საქართველოში არსებული ვითარება და მოსალოდნელი პროგნოზები, აჩენს თუ არა საფუძველს, რომ ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს? -საგანგებო მდგომარეობა ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა მაშინ, როცა სიტუაცია კონტროლიდან იყო გამოსული. ჩვენთან, ის ყველაფერი, რაც საერთოდ კეთდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, გაკეთდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ის განკარგულებები, რომლებიც საქართველოს ხელისუფელებამ გასცა, სხვა ქვეყნებში გაიცემა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. საბედნიეროდ, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით ეკიდება რეკომენდაციებს. ჯერჯერობით, შემიძლია, ასე ვთქვა, საქართველოში არის საგანგებო მდგომარეობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ჩემი სამსახური საგანგებო მდგომარეობის რეჟიში უკვე ორი თვეა მუშაობს. კიდევ უამრავი ჩემნაირი სამსახური დიდი ხანია საგანგებო მდგომარეობაში მუშაობს. სწავლის შეწყვეტა, თავშეყრის ადგილებზე შეკრებების აკრძალვა და ა.შ. საგანგებო მდგომარეობის ნაწილებია. ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაფერი უკვე კეთდება, წინსწრებით გაცილებით ადრე, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან ჩვენ უნდა დავასწროთ და არა მივყვეთ მოვლენებს. -როგორც ვიცით, რამდენიმე ქვეყანა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. რამდენ ხანში იქნება საზოგადოებას ვაქცინით სარგებლბის უფლება დაშვებული? -ინდოეთი, ჩინეთი, ამერიკა, საფრანგეთი, ბრიტანეთი - ევროპის ყველა წამყვანი ქვეყანა ვაქცინაზე მუშაობს. ვაქცინების გამოცდა ადამიანთა ჯგუფზე უკვე დაიწყო და ამ კვლევებში ჩართვა ნებაყოფლობითია. იმისათვის, რომ ბაზარზე მოხვდეს, არანაკლებ ერთი წელიწადი, წელიწად-ნახევარია სჭირდება. ეს არის ყველაზე ნაკლები დრო იმისათვის, რომ ვაქცინა, გამოცდის დაწყებიდან, ბაზრზე მოხვდეს. საქართველოში ვაქცინაზე მუშაობა არ მიმდინარეობს. ვაქცინაზე მუშაობენ მძლავრი ქვეყნები, როლებსაც აქვთ ვაქცინების განვითარებული ინდუსტრია. საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა, რომელსაც ვაქცინების ინდუსტრია არა აქვს, მსოფლიოში რამდენიმეა. -შეესაბამება თუ არა რელობას ინფორმაცია, რომ კორონავირუსი 30 გრადუს ტემპერატურაზე ქრება? -არა, რადგან ტროპიკული სარტყელის ქვეყნებში და მითუმეტეს, სახრეთ ნახევარსფეროსა და ავსტრალიაში, სადაც ზაფხულია, კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა და ვირუსის გადაცემა მოხდა. ავსტრალიაში ვირუსი ფართოდ არ გავრცელებულა, ამიტომ იმის იმედი, რომ სითბოში და ზაფხულში უფრო ნაკლები იქნება ვირუსის გადაცემა, შეიძლება, გვქონდეს. მაგრამ ის, რომ ზაფხულში ვირუსი საერთოდ არ გავრცელედება, ამის იმედი არა გვაქვს. -საქართველოში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი განიკურნა, ასევე, დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა სხვა პაციენტებზეც. რა მეთოდით მკურნალობენ ქართული მედიკოსები დაავადებულებს? -პროტოკოლი მთელ მსოფლიოში ერთი და იგივეა. ქართველი, ჩინელი და იტალიელი ექიმები ამ ავადმყოფებს ყველა ერთნაირი პროტოკოლით მკურნალობენ. ვირუსული პნევმონიის დროს მიმდინარეობს არასპეციფიური მკურნალობა. ორგანიზმში რა ცვლილებებიც ხდება, იმას ვასწორებთ. საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება. მსოფლიოს ყველა ქვეყანა დაავადებულებს ერთნაირად მკურნალობს. ჯერ არ არსებობს დაავადების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტი. არსებობს მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა. გამოცდები მიდის სხვადასხვა პრეპარატის, მათ შორის, ებოლასი, შიდსის, მალარიის და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩანს კოპანია “გილიარდის“ მიერ შექმნილი ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი. “გილიარდი“ საქართველოს დიდი მეგობარი კომპანიაა, რომლიც C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს უფასოდ გვაწვდის. ახლა აშშ-სა და ჩინეთში “გილიარდის“ წმლის გამოცდა მიმდინარეობს. ამ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს პრეპარატი მკურნალობისთვის დაშვებული იქნება, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნლო პრეპარატს მიიღებს. Tbilisi #news #opinion #coronavirus
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 month ago
სტალინის და ტროცკის დაპირისპირება
1932 წელს მოსკოვში, იოსებ სტალინის დაუძინებელი მტრის - ლევ ტროცკის ბინაში "მოულოდნელად" ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი განადგურდა. იმხანად ლევ ტროცკი უკვე საზღვარგარეთ იყო გაქცეული, მაგრამ სტალინის წინააღმდეგ იქიდანაც ინტრიგებს ხლართავდა. დიდი დიქტატორი, ჩვეულებისამებრ, ძალზე შეუბრალებლად ექცეოდა მტრებს და ბუნებრივია, არც ტროცკის მიმართ გამოიჩენდა ლმობიერებას - მით უმეტეს, რომ მასთან პირადი საქმეების გამოც გართულებული ურთიერთობა ჰქონდა და დანდობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. საბჭოთა ოფიციოზმა მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ტროცკის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი სრულიად შემთხვევით გაუჩნდა - დარაჯს, რომელსაც გათბობის რეგულირებაც ევალებოდა, საქვაბეში შესვლა გადაავიწყდა, ჩაეძინა და გახურებული საქვაბის აფეთქებამ ცეცხლი გააჩინა. სინამდვილეში ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის შინსახკომის მიერ იყო მოწყობილი, მაგრამ ამას ვერავინ იტყოდა - დარაჯი ხანძარს ემსხვერპლა, სხვა მოწმე კი არ არსებობდა. ლევ ტროცკიმ, რომელიც მაშინ თურქეთში იმყოფებოდა, კარგად იცოდა, რომ იოსებ სტალინს, რომ იტყვიან, "გრძელი ხელები ჰქონდა" და სტამბოლში სულაც არ გაუჭირდებოდა მტრის გაქრობა. ამიტომაც, როგორც კი მოსკოვური სახლის დაწვის შესახებ შეიტყო, თავშესაფარი ოფიციალურად საფრანგეთს სთხოვა - იგი სასტუმრო "ორიანტიდანაც" (დღევანდელი სასტუმრო "თაქსიმი" სტამბოლში), მალე საცხოვრებლად საფრანგეთის საელჩოში გადავიდა. საფრანგეთის ელჩს თურქეთში ლევ ტროცკისთვის საცხოვრებლის გამოყოფაზე უარი არ უთქვამს; პარიზმა კი სტალინის დაუძინებელი მტერი კარგა ხანს ალოდინა - ლევ ტროცკის თავშესაფარი მაშინღა აღირსეს, როდესაც 1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო და საბჭოთა კავშირმა აშკარად დაუჭირა მხარი ესპანეთის კომუნისტურ პარტიას. ესპანეთში მის გარდა არსებობდა ასევე "მარქსისტული ერთიანობის მუშურ-გლეხური პარტია" ანუ "პოუმ", რომელიც ტროცკის იდეებს იზიარებდა. პარიზში დაფუძნებული ტროცკი, ვისაც საფრანგეთის მთავრობა პოლიტიკურ აქტიურობას არც კი უკრძალავდა, ესპანეთის ამბებში თხემით ტერფამდე ჩაეფლო - ის "პოუმ"-სა და ანარქისტებს დაუკავშირდა და ესპანელი კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლას შეუდგა. პარალელურად, რაღა თქმა უნდა, მონარქისტებსაც უპირისპირდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლევ ტროცკის 1932 წელსვე ჩამოართვეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა და დაუსწრებლად მიუსაჯეს დახვრეტა. კრემლის მესვეურები არ ახმაურებდნენ იმ ფაქტს, რომ სტალინის მეუღლე - ნადეჟდა ალილუევა ტროცკის დავალებით იყო მოწამლული. ამას ემატებოდა ისიც, რომ ფრანგულ პრესაში (მაშინ ფრანგული პრესის პრესტიჟი წარმოუდგენლად მაღალი იყო) ხშირად ქვეყნდებოდა წერილები სტალინის პიროვნების შესახებ და დიდი დიქტატორი მათი წაკითხვის შემდეგ გიჟს ჰგავდა - დეტალები, რომლებზეც იქ ეწერა, მართლაც, სინამდვილეს შეესაბამებოდა; არადა, მათ შესახებ მხოლოდ სტალინის ოჯახის ახლობლებს უნდა სცოდნოდათ. 1937 წელს, ესპანეთში სამოქალაქო ომი რესპუბლიკელთა სასტიკი დამარცხებით დასრულდა. ამას წინ უძღოდა ერთი მეტად შთამბეჭდავი ტერაქტი, რომელიც იმავე წლის დასაწყისში, ბარსელონაში (ეს ქალაქი რესპუბლიკელების ძირითად საყრდენ ბაზას წარმოადგენდა) ესპანეთის კომუნისტური პარტიის ტერორისტებმა მოკლეს ტროცკის მომხრე "პოუმ"-ის ლიდერი ანდრეუ რინი. ამან კი დიდი არეულობა შეიტანა რესპუბლიკელთა რიგებში - კომუნისტურ პარტიას "პოუმ"-ისა და ანარქისტული პარტიის წევრები დაუპირისპირდნენ. ფრანსისკო ფრანკო ბაამონდემ კი, რომელიც იმ დროს ანტირესპუბლიკურ ფრონტს ხელმძღვანელობდა, დრო იხელთა და უეცარი შეტევებით მოსპო რესპუბლიკელთა არმია; მერე ბარსელონაც აიღო და ყველაფერი მოაგვარა. ესპანელ რესპუბლიკელთა დამარცხება სტალინმა და ტროცკიმ საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთს გადააბრალეს - დიდი დიქტატორი კრახმა იმ დონეზე კი გააცოფა, რომ ტროცკის პოლემიკაში აჰყვა; არადა, მანამდე ეს არასოდეს უქნია. მან "პრავდაში" სტატიების მთელი სერია გამოაქვეყნა საერთო სათაურით - "მსოფლიო პროლეტარიატის ნომერი პირველი მტერი"; ტროცკიმ კი, ტრადიციულად, ფრანგული პრესის ფურცლებიდან გასცა არანაკლებ მწვავე პასუხი, თანაც საჯაროდ განაცხადა, რომ იწყებდა მუშაობას დიდტანიან ბიოგრაფიულ ნაშრომზე - "სტალინი". რამდენადაც სტალინ-ტროცკის დაპირისპირებამ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გადაინაცვლა, პარიზმა ტროცკის თავშესაფრის ქონის უფლება შეუწყვიტა და მალე ქვეყნის დატოვებაც მოსთხოვა. რა თქმა უნდა, საფრანგეთის მესვეურები სტალინის გაღიზიანებას ერიდებოდნენ - მით უმეტეს, რომ უკვე 1937 წელი იდგა და დიდი დიქტატორი მტრების მუსვრით იყო დაკავებული. სწორედ მაშინ თქვა ტროცკიმ: "მე მტრების არ მეშინია, მაგრამ უნდა გავერიდო მათ, რადგან გრძელი ხელები აქვთ". 1937 წელსვე, IV ინტერნაციონალის (რომელიც მაშინ აშშ-ში იყო ბაზირებული) არაოფიციალური მიწვევით, ლევ ტროცკი მექსიკაში ჩავიდა. იმხანად მექსიკას საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდა და საბჭოთა დაზვერვასაც იქ ხელი არ მიუწვდებოდა - ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონათ თავად ლევ ტროცკისა და მის თანამოაზრეებს, IV ინტერნაციონალიდან. მექსიკის ხელისუფლებაზე სტალინი მართლა ვერ მოახდენდა გავლენას, თუმცა ლევ ტროცკის ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად აღარ იყო ისეთი, რომ ოკეანის გაღმიდან სტალინისთვის რაიმე დაეკლო - ჯერ კიდევ 1936 წელს, პარიზში ყოფნისას, ტროცკი იძულებული გახდა, თავისი არქივის ნაწილი ამსტერდამის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის ადგილობრივი ფილიალისათვის მიეყიდა; აღებული ფულით კი ვალები გადაიხადა. ასე რომ, მექსიკაში ჩამოსვლისას, ლევ ტროცკის ჯიბეში გროშიც არ უჭყაოდა და იძულებული გახდა, პოლიტიკური მოღვაწეობა დროებით შეეწყვიტა - მან მეხიკოს გარეუბან კოიოაკანში კურდღლების ფერმა აიღო გირაოდ და ფერმერობას შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ მექსიკაში მყოფი ტროცკი აღარ აქტიურობდა, კრემლში სტალინი მაინც შეშფოთებული იყო და თავისი დაუძინებელი მტრის ლიკვიდაციაზე უფრო ხშირად ფიქრობდა. დიდმა დიქტატორმა იცოდა, რომ ტროცკი არ გაჩერდებოდა; არადა, სტალინს ევროპის "გაწითლება" ეწადა და თუ მტერს თავიდან არ მოიშორებდა, ჩანაფიქრს ვერ აასრულებდა - ევროპელ მემარცხენეთა შორის ხომ ტროცკის ძალიან ბევრი მომხრე ჰყავდა და მათ ხალხის დარაზმვა შეეძლოთ. 1940 წლის თებერვალში, იოსებ სტალინმა საბოლოოდ გადაწყვიტა, ტროცკისთვის ბოლო მოეღო. მაშინ საბჭოთა კავშირი ფინეთთან ომს აწარმოებდა და ერთი შეხედვით, ამის დრო არ იყო, მაგრამ დიდი დიქტატორი მაინც მიიჩნევდა, რომ ომის მიუხედავად, ტროცკის ლიკვიდაცია აუცილებელი იყო. აქვე იმასაც დავძენთ, რომ დასავლეთელი ისტორიკოსები ლევ ტროცკის მკვლელობაზე საუბრისას, ყოველთვის მიუთითებენ, რომ სტალინი მაშინ II მსოფლიო ომის წამოწყებას გეგმავდა და კატეგორიულად არ სურდა, რომ იმ მომენტისთვის ტროცკი ცოცხალი ყოფილიყო. ეს თვალსაზრისი მართლაც შეეფერება სიმართლეს, რადგანაც სწორედ ტროცკის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო II მსოფლიო ომი - გერმანია და საბჭოთა კავშირი ერთდროულად შეიჭრნენ პოლონეთში. თებერვლის ერთ თოვლიან დღეს, სტალინმა თავის კაბინეტში ლავრენტი ბერია იხმო. პენსნეიანი კაცი დროულად გამოცხადდა მასთან. დიდმა დიქტატორმა, რომელიც კარისაკენ ზურგით, ფანჯარასთან იდგა, კარის ჭრიალზე მოიხედა და ჩაეღიმა: "აჰაა, მოხვედი, ლავრენტი?... რაღაც მინდა დაგავალო", - ჩაილაპარაკა მერე და სტუმარს იქვე, სავარძელზე უხმოდ მიუთითა. ლავრენტი ბერია დინჯად დაჯდა, პენსნე მოიხსნა, გაწმინდა და მერე ქართულად იკითხა: "რა ამბავია, ვისარიონიჩ?" იმავე საღამოს, თავის კაბინეტში მჯდარმა ლავრენტი ბერიამ შიკრიკს ტროცკის საქმე და კიდევ რამდენიმე სხვა საქაღალდე მოატანინა, მდივან ქალს კი ერთი ჭიქა ჩაის ადუღება სთხოვა. თხოვნა რომ შეუსრულეს, თვალები მოჭუტა, ქალს მადლობა გადაუხადა და მოულოდნელად ჰკითხა: "ფროსია, ვინ გვყავს ჩვენ ისეთი, ესპანური რომ იცოდეს?" მდივანი ქალი წამით დაიბნა, მერე კი უპასუხა: "რაღა თქმა უნდა, ნაუმ ეიტინგონი, ლავრენტი პავლოვიჩ!" საბჭოთა უშიშროების ოფიცერი, ნაუმ ეიტინგონი, რომელსაც ესპანეთის ომის დროს საბჭოთა კავშირიდან რესპუბლიკელთა კონტროლირებად ტერიტორიებზე მოხალისეთა შენაერთების გადაყვანა ევალებოდა, მართლაც შესანიშნავად ფლობდა ესპანურ ენას. სხვათა შორის, ის თბილისში გაზრდილი რუსი ებრაელი იყო და ბერია კარგად იცნობდა. ამიტომ, პენსნეიან კაცს აღარც უყოყმანია - ეიტინგონი თავისთან იხმო და ვითარება გააცნო. ნაუმ ეიტინგონი, რომელსაც "ტროცკის საქმეში" მეტსახელად "ფილიპე" უწოდეს, თავდაპირველად დაეჭვდა, შეძლებდა თუ არა საბჭოთა აგენტურა მექსიკაში ისე შეღწევას, რომ არავინ ჩავარდნილიყო: "ჩვენი ბიჭები არწივები არიან, მაგრამ მექსიკა ჩვენთვის მაინც სპეციფიკურია... ცდად კი ღირს!" - უთხრა მან ბერიას. პენსნეიანმა კაცმა ავად ჩაიღიმა და წყნარად თქვა: "სრულ თავისუფლებას გაძლევთ, იმუშავეთ და საქმე გააკეთეთ... იცოდეთ, ყველაფერი აგვისტოში უნდა მორჩეს... ჰო, მართლა - მე ნუ მიპატაკებთ, რადგან ეგ საქმე ამხანაგ პაველ სუდოპლატოვს დააწერეს!" ეიტინგონისთვის ყველაფერი ცხადი გახდა, ამიტომ დაზუსტება არ მოუთხოვია, ისე დაემშვიდობა ბერიას და კაბინეტიდან გავიდა. მან იმავე დღეს ინახულა პაველ სუდოპლატოვიც - გამოცდილი საბჭოთა "ჩეკისტი", რომელმაც სახელი უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერის, ევგენი კონოვალეცის ორიგინალური ლიკვიდაციის მერე გაითქვა: კონოვალეცს ძალიან უყვარდა შოკოლადი; სუდოპლატოვმა, რომელიც მას "ჩეკას" დავალებით ამსტერდამში შეხვდა, უკრაინელ ლიდერს მოწამლული "ბონბონიერი" მიართვა. მიუხედავად ამგვარი გამოცდილებისა, მექსიკაში სუდოპლატოვი ვეღარაფერს იზამდა, რადგან ესპანური არ იცოდა და გარდა ამისა, სლავური გარეგნობა ჰქონდა. ამიტომ ის ზედმეტი ფორმალობის გარეშე ენდო ეიტინგონს, რომელმაც აღუთქვა, რომ პრობლემას მალევე მოაგვარებდა. 1940 წლის მარტში ნაუმ ეიტინგონი და მისი საყვარელი - ესპანელი კომუნისტი ქალი კარიდად მერკადერი მოსკოვიდან ჯერ პარიზში, შემდეგ კი მეხიკოში ჩაფრინდნენ. ეიტინგონს ჯიბეში ფრანგული პასპორტი ედო, ვინმე ფილიპე ებრალიძის სახელზე. მეხიკოში წყვილს კარიდადის შვილი - 23 წლის რამონი ელოდა. საბჭოთა მზვერავების მასპინძელი მექსიკის დედაქალაქში ცნობილი მხატვარი და კომუნისტი - დავიდ ალფარო სიკეიროსი იყო, რომელმაც ყველაფერი ადრევე იცოდა და მზადაც გახლდათ დავალების შესასრულებლად. მას ჰყავდა მებრძოლთა ათკაციანი რაზმი, რომელიც საკმაოდ კარგად იყო გაწვრთნილი და გამოცდილებაც დიდი ჰქონდა. სიკეიროსი საბჭოთა უშიშროებისგან სოლიდურ ანაზღაურებას ელოდა და მზად იყო, რისკზე წასულიყო - ლევ ტროცკის სახლს დღე-ღამის განმავლობაში იცავდნენ IV ინტერნაციონალის მიერ დაქირავებული დაცვის წევრები - ძირითადად, ამერიკელები, რომლებიც საკმაოდ კარგად იყვნენ შეიარაღებული. ნაუმ ეიტინგონი და რამონ მერკადერი მარტიდან აგვისტომდე ლევ ტროცკის გარემოცვის შესწავლას მოუნდნენ. პარალელურად კი, მერკადერი - სიკეიროსის და მისი ნაცნობების მეშვეობით - ერთ-ერთ ადგილობრივ მემარცხენე გაზეთში ჟურნალისტად გაფორმდა. ერთი სიტყვით, მზვერავებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ლევ ტროცკის გარემოცვაში ბუნებრივად - ზედმეტი ეჭვის გარეშე შეეღწიათ. ასე დადგა 1940 წლის 20 აგვისტო. იმ დღეს მეხიკოში უჩვეულოდ მოღრუბლული ამინდი დაემთხვა, რაც მზვერავებს ხელს აძლევდათ - ქუჩაში ბევრი ხალხი არ იქნებოდა და ისინი უხმაუროდ მიმალვას შეძლებდნენ. სხვათა შორის, ლევ ტროცკის ეჭვი ჰქონდა, რომ უთვალთვალებდნენ. ამიტომაც სახლიდან თითქმის არ გადიოდა და ჟურნალისტებსაც იშვიათად ეკონტაქტებოდა. იმ დღეს, რატომღაც, სხვაგვარად მოიქცა - ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტს, რომელიც ხუან დე კასტროდ გაეცნო, უარი არ უთხრა და სახლში მიიწვია. შესვლისას, ხუან დე კასტრო, რომელსაც ხელში მსხვილბუნიკიანი, ძველმოდური ტროსტი ეჭირა, დაცვამ საფუძვლიანად გაჩხრიკა, მაგრამ ვერაფერი უპოვა. რა თქმა უნდა, დე კასტრო მერკადერი იყო და მკვლელობის იარაღად ტროსტი უნდა გამოეყენებინა. GzaPressადგილობრივი დროით 17:30 საათზე მერკადერმა ინტერვიუს ჩაწერა დაიწყო. ტროცკის მან რამდენიმე კითხვა დაუსვა და შესაბამისად, პასუხებიც მიიღო. ლევ ტროცკის ბევრი ლაპარაკი უყვარდა და ვინაიდან დიაბეტიც ჰქონდა, შიგადაშიგ შაქრიან წყალს სვამდა. ერთ-ერთი ასეთი შესვენების დროს, ის ადგა, კომოდთან მივიდა, რომელზეც წყლიანი ჭიქა იდგა. მერკადერი სწორედ ამას უცდიდა - მან მთელი ძალით მოიქნია ტროსტი და კეფაში სთხლიშა მსხვერპლს. ტროცკი იქვე უგონოდ ჩაიკეცა, თუმცაღა არ მომკვდარა. მერკადერმა კიდევ ერთხელ ჩაარტყა ტროსტი მას, მერე კი კარისკენ გაიქცა. ამ დროს, გარედან ტროცკის სახლს სიკეიროსის ხალხმა ალყა შემოარტყა და ცეცხლიც გახსნა. დაიღუპა დაცვის რამდენიმე წევრი, რამონ მერკადერმა კი სახლიდან უვნებლად გამოღწევა ვერ შეძლო - ის დაცვამ დაჭრა და დააკავა. ამ ყველაფერს ნაუმ ეიტინგონი და კარიდად მერკადერი ქუჩაში გაჩერებული მანქანიდან ადევნებდნენ თვალყურს. ეიტინგონმა და კარიდად მერკადერმა იმავე დღეს დატოვეს მექსიკა და კუბის გავლით ჯერ პარიზში, მერე კი მოსკოვში ჩაფრინდნენ. იქ ორივენი ოქროს მედლით დააჯილდოეს; სტალინმა მათ პირადად გადასცა ჯილდოები და მერე ქართული აქცენტით უთხრა: "ახლა კი ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ყველაზე ძლიერია მთელ მსოფლიოში, ეს კი თქვენი დამსახურებაა!" წყარომიხეილ ლაბაძე "გზა", 2012 წელი
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
პაატა იმნაძე-ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში,თავი დამანებონ,ბევრი რამე ვიცი, გაჩუმდნენ,თორემ ავლაპარა
პაატა იმნაძე ოპონენტებზე – მე პოლიტიკოსი არ ვარ, მრევენ პოლიტიკაში არ მინდა, თავი დამანებონ სუყველამ, რადგან ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ყველამ თავი დაანებოს ტელევიზიებში კეკლუცობას, ტესტებს აქვს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დროს, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო. „თავი დამანებონ, რადგან იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე. ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში, თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, იმათაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ და დაეტიონ თავის ადგილზე, სახლში დარჩნენ, ქვეყანას დღეს ეს სჭირდება. იციან ძალიან კარგად, ვისზეც ვილაპარაკებ. ყველა ეპიდემიოლოგი გახდა ამ ქვეყანაში, რაღაც ვიცით ჩვენც რა. წავიდნენ, სხვა ქვეყნებს დაეხმარონ რჩევებით, უფრო უჭირთ. ყველასგან მივიღებ რჩევას, მაგრამ ჩვენი გუნდი, მარტო კი არ ვმუშაობ, ხათუნა ზახაშვილი ერთ-ერთი უძლიერესი ეპიდემიოლოგია. აქ მთელი გუნდი მუშაობს, ყველაფერს ვსწავლობთ, ყველას რჩევას მივიღებთ, მაგრამ თავი დაანებონ კეკლუცობას ტელევიზიებში. ტესტებს აქვს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დროს, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო. ხომ არ დავიწყებ ღია გაკვეთილებს, ღია გაკვეთილების დრო კი დადგა საქართველოში, როდესაც საქართველოში ბავშვებს ტელევიზიით ასწავლიან, მაგრამ მე ამის დრო არ მაქვს, რომ ეპიდემიოლოგიის ლექციები ვატარო ყველა მსურველისთვის. სამწუხაროდ, არ მაქვს დრო, სხვა დროს სიამოვნებით გავაკეთებდი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.#georgia #პაატაიმნაძე
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ღამურები და ძუძუმწოვართა სხვა ჯგუფები კორონავირუსების ბუნებრივი მატარებლებიც არიან - ახალი კვლევა
ღამურებს მსოფლიოსთვის დიდი სარგებელი მოაქვთ — მტვერავენ მცენარეებს, ჭამენ დაავადებათა გადამტან მწერებს, მიმოფანტავენ თესლებს, რაც ხელს უწყობს ტროპიკული ტყეების აღდგენას. თუმცა ამავე დროს, ღამურები და ძუძუმწოვართა სხვა ჯგუფები კორონავირუსების ბუნებრივი მატარებლებიც არიან. ვირუსების ამ ძალიან მრავალფეროვანი ოჯახის უკეთ შესასწავლად, ოჯახის, რომელშიც ასევე შედის დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2, მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ სანაპიროდან აფრიკის მიმდებარე ტერიტორიებამდე მობინადრე ღამურების 36 სახეობაში არსებული სხვადასხვა სახის კორონავირუსები. აღმოჩნდა, რომ გვარის სხვადასხვა ჯგუფის ღამურებს და ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახის დონეზეც კი, კორონავირუსების საკუთარი უნიკალური შტამები აქვთ; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ღამურები და კორონავირუსები უკვე მილიონობით წელია, ერთად ვითარდებიან. მეცნიერებმა ღამურებში ექვსი ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს მსგავსი: მეცნიერებმა ღამურებში ექვსი ახალი კორონავირუსი. „აღმოვაჩინეთ, რომ ღამურებსა და კორონავირუსებს შორის ღრმა ევოლუციური ისტორია იმალება. კორონავირუსების ევოლუციის უკეთ შესწავლა დაგვეხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ჩამოყალიბებაში“, — ამბობს ახალი კვლევის ავტორი, ჩიკაგოს მაკარტურ ფილდის მუზეუმის ბიოლოგი სტივ გუდმენი. კვლევას უძღვებოდნენ კუნძულ რეუნიონის უნივერსიტეტის მეცნიერები — ლეა ჟოფრინი და კამელი ლებარბენშონი, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებული არიან ახალი ინფექციური დაავადებების შესწავლაზე კუნძულ რეუნიონსა და დასავლეთ ინდოეთის ოკეანეში. მრავალი ადამიანი სიტყვა „კორონავირუსს“ „COVID-19“-ის სინონიმად იყენებს. სინამდვილეში, COVID-19 არის ერთ-ერთი კორონავირუსის (SARS-CoV-2) მიერ გამოწვეული დაავადება. თუმცა, არსებობს კორონავირუსების ძალიან ბევრი ტიპი, ალბათ იმდენივე, რამდენი ღამურის სახეობაც არის. უმეტესი მათგანი აღმოჩენილი არ არის, აღმოჩენილთა უმეტესობის შემთხვევაში კი უცნობია, გადადის თუ არა ისინი ადამიანებზე და ამ შემთხვევაში, წარმოადგენს თუ არა რაიმე საფრთხეს. ამ კვლევაში შესწავლილი ღამურების კორონავირუსები SARS-CoV-2-ისგან განსხვავდება, ზოგადად კორონავირუსების შესწავლის შედეგად, შევძლებთ უკეთესად გამოვიკვლიოთ ის ვირუსიც, რომელიც დღეს მსოფლიოს არის მოდებული. კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ კორონავირუსი ღამურებიდან ადამიანებს პანგოლინებმა გადასდეს მსგავსი: კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ... ყველ ცხოველს აქვს ვირუსები, რომლებიც მათში ბინადრობენ; ღამურების, ისევე როგორც სხვა მრავალი ძუძუმწოვარი, კორონავირუსების ბუნებრივი მატარებლები არიან. როგორც ჩანს, ეს კორონავირუსები თავად ღამურებისთვის საზიანო არ არის, მაგრამ ისინი შეიძლება სახიფათო იყოს სხვა ცხოველებისთვის, თუკი ვირუსებმა სახეობებს შორის გადახტომა მოახერხეს. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა შეისწავლეს გენეტიკური ურთიერთობა კორონავირუსების სხვადასხვა შტამებსა და მათ მასპინძელ ცხოველებს შორის, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ცხოველებიდან ადამიანებში ვირუსის გადასვლის უკეთესად შესასწავლად". სტივ გუდმენი უკვე რამდენიმე ათწლეულია მადაგასკარზე ცხოვრობს. მან და მისმა კოლეგებმა ნერწყვისა და სისხლის ნაცხები აიღეს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ სანაპიროდან აფრიკის ქვეყანა მოზამბიკის სანაპირო ზონებამდე ბინადარი 36 სახეობის ათასზე მეტი ღამურიდან. შესწავლილი ღამურების რვა პროცენტი კორონავირუსების მატარებელი აღმოჩნდა. რეუნიონის უნივერსიტეტის დაავადებათა ეკოლოგის კამილ ლებარბენშონის თქმით, სულ უფრო მზარდია მტკიცებულება, რომ ღამურებში ვირუსები ცირკულირებს სეზონური ვარიაციებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს რიცხვი შეიძლება მნიშვნელოვნად იცვლებოდეს წელიწადის დროების მიხედვით. „დავადგინეთ, რომ ჩვენ მიერ შესწავლილი ღამურების ოჯახების თითოეულ სხვადასხვა გვარს კორონავირუსების საკუთარი შტამები ჰქონდათ. გარდა ამისა, ღამურების სხვადასხვა ჯგუფის ევოლუციურ ისტორიაზე დაყრდნობით აშკარა ხდება, რომ ღამურებსა (გვარისა და ოჯახის დონეზე) და მათთან დაკავშირებულ კორონავირუსებს შორის არის ღრმა თანაარსებობა“, — ამბობს გუდმენი. „საკმაოდ დამამშვიდებელია ის ფაქტი, რომ მიუხედავად კორონავირუსების დიდი მრავალფეროვნებისა, ერთ რეგიონში ბინადარ ღამურის ორ სახეობას შორის კორონავირუსების გადადება ძალიან იშვიათია. ამჯერად, საჭიროა შევისწავლოთ ასეთი იშვიათი ძვრების წარმმართველი გარემო, ბიოლოგიური და მოლეკულური ფაქტორები“, - ამბობს რეუნიონის უნივერსიტეტის დაავადებათა ეკოლოგი ლეა ჟოფრინი. როგორც გუდმნი აღმიშნავს, იქამდე, ვიდრე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებს დავგეგმავთ და შევეცდებით აღმოვფხვრათ ადამიანებში ან ადამიანიდან ცხოველებში გარკვეული დაავადებების ძვრები, საჭიროა ჯერ ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე. „არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ღამურები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ეკოსისტემის ფუნქციონირებაში, იქნება ეს ყვავილების დამტვერვა, ხილის მიმოფანტვა, მწერების განადგურება, განსაკუთრებით კი იმ მწერებით კვება, რომლებსაც ადამიანებს შორის სხვადასხვა სახის დაავადება გადააქვთ. ის სიკეთე, რასაც ღამურები ჩვენთვის აკეთებენ, ბევრად წონის ნებისმიერ პოტენციურ უარყოფით გავლენას“, — ამბობს ჩიკაგოს მაკარტურ ფილდის მუზეუმის ბიოლოგი სტივ გუდმენი. კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია fieldmuseum.org-ის მიხედვით.#კორონავირუსი #ღამურა #კვლევა #tbilisidaily
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 1 week ago
ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება.
თავი I 1993 წლის 16 მარტს ქართულმა მხარემ წარმატებით მოიგერია სოხუმზე მასირებული შტურმი, რომელიც უშუალოდ რუსეთის გენშტაბის გენერლების მიერ იყო დაგეგმილი. შედეგად სხვადასხვა მონაცემებით აფხაზურმა მხარემ 400-დან 1000-მდე მებრძოლი დაკარგა. საგულისხმოა, რომ აფხაზურ მხარეს ამხელა მსხვერპლი არც ერთ სხვა ოპერაციაში არ უნახავს და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ის სწორედ აფხაზების მიერ ქართველებზე თავდასხმის დროს მოხდა და არა ქართველების მიერ აფხაზებზე თავდასხმისას. მარტის შტურმის შემდეგ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უკვე რუსული რეგულარული ჯარის ნაწილები იბრძოდნენ, რა დროსაც იყენებდნენ სამხედრო ავიაციას, არტილერიას და თანამედროვე კავირგაბმულობის საშუალებებებს. რაც მთავარია ოპერაციები ტარდებოდა კვალიფიციურად მომზადებული სამხედრო გეგმების მიხედვით. ზოგადად რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა აფხაზეთის ომში ძალიან სპეციფიური მეთოდით ხდებოდა, ვინაიდან რუსეთი აიარაღებდა, როგორც ქართულ მხარეს ისე სეპარატისტებს, ამ თემაზე როგორც წესი ქართული მხარე გაურბის საუბარს, თუმცა ფაქტია, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სულფიან ბიპპაევი აქტიურად ემუშავებოდა ქართულ მხარეს და არწმუნებდა, რომ აფხაზებთან მოლაპარაკების გზით შედეგის მიღწევა შეუძლებელი იყო და საჭირო იყო სამხედრო ოპერაციის ჩატარება, რისთვისაც საჭირო შეიარაღების და ინსტრუქტორების გამოყოფას თავად უზრუნველყოფდა (იგივე ფუნქციას ასრულებდა ყარაბახის კონფლიქტში, აზერბაიჯანული მხარეს). საწყის ეტაპზე სულფიან ბიპპაევის დახმარებით რუსეთის გენშტაბმა მართლაც გამოყო ინსტრუქტორთა ჯგუფი (რომლებიც ეტაპზე არც არაფრით გვეხმარებოდნენ და პირიქით სადაზვერვო ინფორმაციებს აწვდიდნენ ხელმძღვანელობას) და გადმოგვცა აფხაზებთან შედარებით გაცილებით დიდი შეიარაღება, თუმცა კონფლიქტის დაწყებიდან ორ თვეში უკვე ჩვენ მხარეს შეუმცირა შეიარაღება (1992 წლის ბოლოს საერთოდ შეწყვიტა მოწოდება, გაიწვია ინსტრუქტორებიც) და აფხაზურ მხარეს გაუზარდა, ამავე დროს კრიტიკულ მომენტებში მათ ეხმარებოდა ავიაგამანადგურებლებით და არტილერიით, რასაც ქართული მხარისათვის არ აკეთებდა. ამავე დროს ზედაპირულად ცდილობდა არ გამოჩენილიყო კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების ღია მხარდამჭერად, ამისათვის რუსეთის გენშტაბმა კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე მოიძია კავკასიაში მცხოვრები ოფიცრები, რომელთაც ზუსტი ინსტრუქციები წინასწარ ქონდათ მიღებული, ისე რომ კონფლიქტის დაწყების მეორე დღეს 1992 წლის 15 აგვისტოს მათი პირველი ჯგუფი უკვე გუდაუთაში ჩავიდა. პარალელურად აფხაზეთის დასახმარებლად შეიქმნა ე.წ. სამობილიზაციო შტაბები, რომლებიც 1992 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებდა მოსკოვში, პეტერბურგში, მაიკოპში, ნალჩიკში, გროზნოში, კრასნოდარში და სხვა ქალაქებში, სადაც უშუალოდ რუსეთის ფედერაციის გენ.შტაბის დაფინანსებით კრიბავდნენ უსამსახუროდ დარჩენილ კვალიფიციური სამხედროების ჯგუფებს, აიარაღებდნენ და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტირებას კონფლიქტის ზონაში, უპირატესობა ენიჭებოდათ კავკასიური წარმომავლობის პირებს. ოფიციალურად ამ საქმიანობას ეწეოდა რუსეთის ფედერეაციის უშიშროების სამსახურის მიერ შექმნილი ორგანიზაცია „მთიელ ხალხთა კონფედერაცია“. კონფლიქტის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ მხოლოდ დაქირავებული ბოევიკებით ვერ შეასრულებდნენ დასახულ ამოცანებს, ამიტომ კონფლიქტში აფხაზურ მხარეს მოქმედი რუსი სამხედრო ოფიცრებიც მოავლინეს, რომლებიც იმ შემთხვევაში თუ ცოცხალი ან მკვდარი ქართველებს ჩაუვარდებოდნენ ხელში (და ასეთი რამდენიმე ათეული შემთხვევა მოხდა), მათ პირად საქმეებს უკანა თარიღებით ურთავდნენ ბრძანებებს რუსეთის არმიის რიგებიდან გათავისუფლების შესახებ, შედეგად ისინი ასაჯაროებდნენ ასეთ დოკუმენტებს და მათ უკვე მოიხსენიებდნენ, როგორც ყოფილი რუსეთის ფედერაციის სამხედროები. სწორედ ასეთი იაფფასიანი თაღლითობით იყო დაკავებული რუსეთის ფედერაციის გენშტაბი. 1993 წლის მარტში აფხაზური მხარე რუსეთის სამხედრო „მხარდაჭერის“ პირობებში არ ელოდა ასეთ მძიმე მარცხს და თითქმის ერთი კვირა ვერ გამოვიდა შოკიდან (აღსანიშნავია, რომ მარტის შეტევის რუსული გეგმა ქართულმა სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა წინასწარ (თუ სპეციალურად გადმოგვცეს რუსებმა დღემდე გაურკვეველია)). სწორედ ამ დროს დაიკარგა მთელი ომის განმავლობაში ერთადერთი თეორიული შანსი, აფხაზეთში წარმოებული სამხედრო კამპანია ქართული მხარის გამარჯვებით დასრულებულიყო. დღემდე ბუნდოვანია საკითხი თუ რა მიზეზების გამო არ განახორციელა ქართულმა მხარემ კონტრშეტევა გუდაუთის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ 17 მარტს კონტრშეტევის გეგმის ძირითადი მონახაზი უკვე წარმოდგენილი ჰქონდა ქართულ სარდლობას (კვალიფიციური სამხედრო ოპერაციების გეგმები იშვიათობა იყო მთელი ომის განმავლობაში) და საჯარისო ნაწილებიც მზადყოფნას აცხადებდნენ. როგორც სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი გელა ჩარკვიანი თავის წიგნში „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ აღწერს, მარტის ოპერაციის დასრულებისთანავე შევარდნაძეს დაურეკა რუსეთის გენ.შტაბის გენერალმა (სავარაუდოდ გენშტაბის ხელმძღვანელმა პაველ გრაჩოვმა), რომელმაც პირდაპირი ტექსტით დაიმუქრა, რომ იმ შემთხევაში თუ ქართული ნაწილები კონტრშეტევას დაიწყებდნენ, თავად დაჯდებოდა ავიაგამანადგურებელზე და თბილისს გაასწორებდა მიწასთან. ამ თუ სხვა მიზეზების გამო ქართულმა მხარემ კონტრშეტევა არ განახორციელა და პოზიციები ისევ მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროზე დატოვა. აფხაზურმა მხარემ კვლავინდებურად დახმარებისათვის კრემლს მიმართა, ვინაიდან სწორედ მათი ინიციატივითა და გარანტიებით ჩაებნენ აფხაზები მანამდე არსებულ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაში და სრული კრახის შემდეგ პრეტენზიები სწორედ რუსების მიმართ გაუჩნდათ. 1993 წლის 23 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დავმჯდომარე სეპატატისტი ვლადისლავ არძინბა უშუალოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა მიიღო კრემლში და ყოველმხრივ დახმარებას დაჰპირდა. არძინბა კავკასიური ვირეშმაკობით ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტი პროაფხაზურად განეწყო, ამისათვის გუდაუთაში მყოფ სეპარატისტული მთავრობის წევრებს მისი ვიზიტის პარალელურად მიმართვაც კი გააგზავნინა კრემლში (1993 წლის 23 მარტს დათარიღებული) სადაც აფხაზური მთავრობა ითხოვდა აფხაზეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში მიღებას (მანამდე ლენინური იდეების ერთგულებას ეფიცებოდა მოსკოვს და საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგ აქტიურობდა). რამდენიმე დღეში მოსკოვიდან დიდი დელეგაცია ჩამოვიდა აფხაზეთში, საკითხის შესასწავლად და ქართული მხარე დაითანხმა დაედო ახალი სამშვიდობო შეთანხმება. ახალი შეთანხმება 1993 წლის 14 მაისს გაფორმდა, რომელიც გულისხმობდა 20 მაისიდან ძალების დაშორიშორებას და ცეცხლის შეწყვეტას. მიუხედავად შეთანხმებისა პოზიცური ბრძოლები მაინც გაგრძელდა, თუმცა მას მაშტაბური ხასიათი ივლისის თვემდე აღარ ქონია. ქართული მხარე ჩაერთო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოქმედი კომისიის რუტინულ და არაფრისმომცემ მოლაპარაკებებში და რეალურად ყურადღება მოადუნა, შეათხელა პოზიციებზე მყოფი სამხედროების რაოდენობა, სოხუმის ჩრდილოეთით სოფლებიდან გამოიყვანა მძიმე ტექნიკაც და შეიარაღებული ძალებიც. 1993 წლის მაისის ბოლოს სეპარატისტული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა სულტან სოსნალიევმა (რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი, ეროვნებით ყაბარდოელი, 15 აგვისტოს მიავლინეს გუდაუთაში), რუსეთის გენ.შტაბიდან ახალი შეტევის გეგმა მიიღო. ოპერაციას „ქარიშხალი 777“ დაერქვა, რომელიც ჩვენთან „ტამიშის დესანტის“ სახელწოდებით არის ცნობილი, თუმცა ეს უკანასკნელი ტერმინი არ ასახავს მრავალი მიმართულების მქონე ოპერაციის რეალურ სურათს. მაისის თვეშივე გუდაუთაში სპეციალური დავალებით ჩამოვიდნენ რუსი ოფიცრები, რომლებმაც სულტან სოსნალიევს ქართული პოზიციების აერო.ფოტოები ჩაუტანეს, სადაც დეტალურად ჩანდა ქართული მხარის მძიმე ტექნიკის, საარტილერიო დანადგარების, სანგრების, სამეთაურო შტაბების და ა.შ. მდებარეობა. საგულისხმოა, რომ აერო.ფოტოები მხოლოდ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის თანხმობით გაიცემოდა, შესაბამისად ცხადია თუ რა დონეზე მზადდებოდა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. თავად ოპერაცია მანამდე განხორციელებულ შეტევებში დაგროვილი გამოცდილების და დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით, მოიცავდა რემდენიმე მიმართულებას, რომელთაგან ძირითადი მიზანი სოხუმის ჩრდილოეთით პოზიციების დაკავება გახლდათ და თავად ოპერაცია სოხუმზე საბოლოო შტურმისთვის მოსამზადებელი ფაზა იყო. თუ ოპერაციას კარგად გავაანალიზებთ, იგი ძველი აღმოსავლური საბრძოლო პრინციპით დაიგეგმა „ხმაური აღმოსავლეთში, დარტყმა დასავლეთში“, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის ძალების არასწორ ადგილზე კონცენტრაციის უზრუნველყოფა-იძულებას, რისი საბოლოო ამოცანაცაა თავდასხმის ნამდვილი ადგილის შენიღბვა. შეტევის პირველი მიმართულება ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის ჩაკეტვა-კონტროლი, მეორე და მთავარი კი სოხუმის ჩრდილო-დასავლეთ პოზიციებზე დაკავება იყო. თავად ამ მიმართულებასაც ჰქონდა ცალკე ორი ქვე მიმართულება, რომელიც გულისხმობდა სოხუმის დასავლეთით გუმისთის ფორსირებას ეშერის ხიდის მიმდებარედ, რათა ქართული ძალების კონცენტრაცია იქ მომხდარიყო და ძირითად მიმართულებაზე სოხუმის ჩრდილოეთით შრომა-კამანის არეალში ნაკლები წინააღმდეგობა შეხვედროდათ. ოპერაციის მოსამზადებლად რუსულ-აფხაზურმა მხარემ სამშვიდობო შეთანხმების პირობებით ისარგებლა, ისე რომ ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მომავალი ოპერაციის მოსამზადებელი სამუშაოები და არც ჰქონია სურვილი სამშვიდობო პროცესის განვითარების. მაისის თვეში ადიღეას დედაქალაქ მაიკოპში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბორის პასტუხოვსა და სეპარატისტთა ლიდერ სოკრატ ჯინჯოლიას შორის. აფხაზებმა სოხუმის ჩრდილოეთით სამხედრო-საინჟინრო ჯგუფების დახმარებით ყოფილი სატყეო-მეურნეობის გზების გამოყენებით, მდინარე გუმისთის დასავლეთ შენაკადთან შემოვლითი გზის აღდგენა-გაჭრა დაიწყეს. ვინაიდან საერთო ოპერაციაში უნდა ჩართულიყო ტყვარჩელის დაჯგუფებაც ე.წ. „აღმოსავლეთის ფრონტზე“ ტყვარჩელში არსებულ აფხაზურ შენაერთებთან მოაწესრიგეს კომუნიკაციის არხები, ხოლო უშუალოდ ახალი ოპერაციის გეგმის ტყვარჩელში ჩატანა სულტან სოსნალიევის დავალებით ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვალერი აიბას დაევალა. აიბას გაუკეთდა სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილის ყალბი საბუთები, სოხუმის გავლით სრულიად უპრობლემოდ გადავიდა ტყვარჩელში, ჩაიტანა ახალი ოპერაციის გეგმა და ადგილობრივ სარდლობასთან დეტალურად გაიარა ოპერაციის ყველა წვრილმანი. რუსეთის ფედერაციიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ოპერაციის სპეციფიკის შესაბამისი შეიარაღების შემოტანა, როგორც ფსოუს საზღვრიდან სარკინიგზო გზით, ისე საავიაციო საშუალებებით, გუდაუთის აეროდრომის გამოყენებით. ასევე ტყვარჩელის დაჯგუფების შესაიარაღებლად აფხაზებს გადაეცათ მცირე ზომის შვეულმფრენები, რომლებიც გუდაუთიდან რუსეთის ფედერაციის გავლით გადადიოდნენ ტყვარჩელში, მართალია ე.წ. „კუკურუზნიკებს“ ტვირთამწეობა მცირე ქონდათ, თუმცა მაინც მოხერხდა ტყვარჩელში გარკვეული რაოდენობის შეიარაღების, ინსტრუქტორების გადაყვანა და დაიწყო აფხაზთა წვრთნისა და მომზადების პროცესი. 18 ივნისს რუსული მხარის დაჟინებული მოთხოვნით, ტყვარჩელში შევიდა ე.წ. „ჰუმანიტარული კოლონა“, რომლშიც რუსების განცხადებით პირველადი მოხმარების საკვები და სამედიცინო საშუალებები იყო განთავსებული, თუმცა ქართულ მხარეს არ მიეცა იმის საშუალება, რომ გაეკონტროლებინა ტვირთის შიგთავსი, შემდგომში გაირკვა, რომ ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად იარაღი და საბრძოლო მასალებიც შევიდა დანიშნულების ადგილზე, ტრადიციული რუსული მეთოდით. გარდა ამისა ტყვარჩელის დაჯგუფება საკმაოდ ეფექტურად ესხმოდა თავს ოჩამჩირიდან სოხუმში მიმავალ პატარა ქართულ ჯგუფებს და იარაღისა და ამუნიციის საკმაოდ რაოდენობას მოუყარა თავი. სამშვიდობო მოლაპარაკების ჯგუფებში ჩართულ აფხაზებს და რუსებს ევალებოდათ ოპერაცია „ქარიშხალი 777“ მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებამდე გაეწელათ მოლაპარაკებები. 30 ივნისს სულტან სოსნალიევს უკვე მიღებული ჰქონდა მზადყოფნის შესახებ პატაკი გუმისთის პოზიციებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციიდან მოვლენილი ჩერქეზი პროფესიონალი სამხედრო მუჰამედ კილბა; ტყვარჩელის დაჯგუფებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა მერაბ ქიშმარია და დესანტის მხრიდან რომელსაც ხელმძღვანელობდა ზაურ ჭანტოს ძე ზარანდია. 1993 წლის 1 ივლისს, ხუთშაბათ დღეს 21:00 საათზე რუსულ-აფხაზურმა მხარემ ოპერაცია დაიწყო, გუდაუთიდან გამოვიდა საზღვაო ბარჟა „გუმა“ და სადესანტო ხომალდი „პროექტ 105რ“ რომალთაც შენიღბვის მიზნით რამდენიმე კატერი აცილებდათ. სოხუმის სამხედრო შტაბის რადიომეტრისტებმა მცურავი საშუალებები მაშინვე შენიშნეს და ამის შესახებ ინფორმაცია ქართული შეიარაღებული ძალების მეორე საარმიო კორპუსის ოპერატიულ შტაბს მოხსენდა, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰჰყოლია. დესანტის შემადგენლობა სხვადასხვა მონაცემებით 300-დან 600 კაცამდე იყო (ყველაზე სარწმუნო წყაროებით 350 კაცს არ აღემატებოდა). დადასტურებულია, რომ დესანტის შემადგენლობაში იყვნენ დონის და ყუბანის კაზაკების 100 პროფესიონალი მებრძოლი, შამილ ბასაევის ჩეჩნური დაგჯუფებიდან არჩეული 30 მებრძოლი, თურქეთში მცხოვრები აფხაზურის დიასპორიდან 25 კაცი, დნესტრისპირეთიდან მოვლენილი რუსული სპეც.დანიშნულების ბატალიონი „დელფინის“ ელიტარული ოფიცრებით დაკომპლექტებული 8 კაციანი ჯგუფი, ჩრდილოეთ კავკასიელთა რაზმი 50 კაციანი შემადგენლობით, რუსული რეგულარული არმიის 20 კაციანი ოფიცერთა ჯგუფი, სპეცდანიშნულების ბატალიონი „ედელვაისის“ 50 კაციანი ჯგუფი, ოჩამჩირის რაიონის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები პირები, რომლებიც ტამიშს და მიმდებარე ტერიტორიას კარგად იცნობდნენ. ქართული ნაწილების მიერ კონტროლირებად საზღვაო აკვატორიაში პირველი ხომალდი 2 ივლისს 03:00 საათზე გამოჩნდა, ქართულმა სარდლობამ გემის წარმომავლობაზე ინფორმაცია ოჩამჩირის რუსულ პორტში გადაამოწმა, რუსებმა განუცხადეს, რომ ეს იყო მშრალი ტვირთის გემი „გელენჯიკი“ რომელიც ბათუმის მიმართულებით მიდიოდა და გაურკვეველი ტექნიკური პრობლემების წარმოშობის გამო ცდილობდა ნაპირთან მოახლოვებას. რამდენიმე წუთში კიდევ სხვა მცურავი საშუალებებიც გამოჩნდნენ. მალე ცხადი გახდა, რომ მათ მშვიდობიანი მიზნები არ გააჩნდათ, რაც ქართული მხარისათვის სრულიად მოულოდნელი იყო. დიდი დრო დასჭირდა იმის გარკვევას თუ ვის ეკუთვნოდა ხომალდი, რა მარშუტით გადაადგილდებოდა, ამავე დროს ქართული მხარე ხვდებოდა, რომ ხომალდისათვის ცეცხლის გახსნა სამშვიდობო შეთანხმების ცალსახა დარღვევას ნიშნავდა და ისედაც ქაოსში მყოფ ქართულ ნაწილებს გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდათ (ამ დროს ალბათ იმოქმედა იმ ფაქტორმაც, რომ ქართული მხარის მიერ 1992 წლის 14 დეკემბერს დაშვებულ იქნა საბედისწერო შეცდომა, პირდაპირ შეიძლება ითქვას ჩადენილ იქნა დანაშაული, ვინაიდან ტყვარჩელიდან მომავალი რუსული ვერტმფრენი იქნა ჩამოგდებული, სადაც ძირითადად ეთნიკური აფხაზები 35 ბავშვი და 30 ქალი გარდაიცვალა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ბევრი საეჭვო დატალი იკვეთება). 2 ივლისს გამთენიისას შეთანხმებული გეგმის შესაბამისად ტყვარჩელის 800 კაციანმა დაჯგუფებამაც დაიწყო ზღვის მიმართულებით დაშვება, ათამდე ერთეული სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკის თანხლებით და თითქმის დაბრკოლების გარეშე გამოიარა წესით ქარველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი, ამას გარდა აფხაზურმა მხარემ 1200 კაცის მობილიზება და ფრონტის ხაზზე გამოყვანა შეძლო ოჩამჩირე-სოხუმის გზის მთელ ჩრდილოეთ პერიმეტრზე. საერთო გეგმის ფარგლებში 2 ივლისს გამთენიისას გუმისთის პოზიციებიდან მასირებული შეტევის იმიტირებისათვის მდინარის ფორსირება დაიწყო აფხაზთა 18 კაციანმა სპეც.ჯგუფმა, რომელსაც თითქმის ერთი თვე მდინარე ბზიფზე ავარჯიშებდნენ რუსი ინსტრუქტორები, მდინარის სწრაფად გადალახვასა და ნაპირზე პლაცდარმის მოწყობაში. თუმცა იმ დღეს გუმისთამ ქართველები საიმედოდ დაიცვა, ძალიან ადიდდა და დინებაც არნახულად სწრაფი იყო, ცურვაში ბავშვობიდან გაწაფულმა აფხაზმა მებრძოლებმა (რომელთაც აფხაზმა ერმა „სმერტნიკები“ შეარქვა წინასწარ) მდინარეში მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლეს და დინებამ ისინი ისე გაიტაცა, რომ ძირითადი აღჭურვილობაც დაკარგეს და ორი მათგანი დახჩობას მედ.დებმა ძლივს გადაარჩინეს. გუმისთის ნაწილში ოპერაცია იმ დღეს ჩაეშალათ. დაახლოებით 2 ივლისს 03:30 საათზე ტყვარჩელის აფხაზურმა ფორმირებებმა საავტომობილო გზა გადაკვეთეს. დაჯგუფების პირველად ამოცანას ზღვის სანაპიროზე დესანტის გადმოსასხმელად ზუსტი ადგილის მითითება-კორექტირება და უსაფრთხო დერეფნის შექმნა იყო, სამწუხაროდ ზღვის სანაპირო ზოლიც ფაქტიურად არ კონტროლდებოდა, რის შესახებაც აფაზურ მხარეს სადაზვერვო ინფორმაცია ჰქონდა და სწორედ ყვლაზე დაუცველი წერტილები იქნა შერჩეული შესატევად. სეპარატისტები გვერდს უვლიდნენ ქართულ ნაწილებს და მხოლოდ შემთხვევით გამვლელების განეიტრალებას ახდენდნენ, ისე რომ მასშტაბურ შეტაკებებს ერიდებოდნენ, შედეგად ტყვარჩელის დაჯგუფებამ ზღვის ზოლში დერეფანი შექმნა და გაამაგრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა უბრალოდ ცარიელი სივრცეების დაკავებით და არა ქართული ნაწილების განადგურების შედეგად, რასაც აფხაზური მხარე წლებია ამტკიცებს. საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვთქვათ, კონკრეტული ამოცანა ტყვარჩელის დაჯგუფებამ რამდენიმე საათში შეასრულა. დეორგანიზებულმა ქართულმა ნაწილებმა ინფორმაცია მიიღეს ზღვიდან დესანტის მოსალოდნელი გადმოსხმის თაობაზე, მათ ჯერ არაფერი იცოდნენ გარკვეულ მონაკვეთებში, როგორც ფლანგიდან ისე ჩრდილოეთიდან მტრის მოახლოების შესახებ. სულ ცოტა ხანში ზღვის მხრიდანაც იგივე მოელოდათ. ქართული ჯარის სარდლობამ დაახლოებით ხუთი საათისთვის მიიღო გადაწყვეტილება გემებისთვის საარტილერიო ცეცხლი გაეხსნათ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. საარტილერიო ცეცხლმა მხოლოდ დროებით შეაფერხა დესანტის გადმოსხმის ოპერაცია. 05:30-საათზე სოფელ ნაოჩთან დესანტმა პირველი ჯგუფის გადმოსხმა დაასრულა და სწრაფად დაიწყო პოზიციების დაკავება-გაფართოვება. ნაპირზე ფორსირების მონაკვეთში დესანტის მხარდასაჭერად რუსეთის არმიის ორმა სუ-27 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა დაიწყო მანევრირება. რუსულ-აფხაზურმა ფორმირებებმა პირველი დარტყმა ტამიშის, ზემო კინდღის და ლაბრის მიდამოებში განახორციელეს, მხოლოდ დღის პირველ ნახევარში ქართულმა მხარემ 250-ზე მეტი სამხედრო პირი დაკარგა, მათ შორის განსაკუთრებით დაზარალდნენ ორხევის, დუშეთისა და, ჩოლოყაშვილის ბატალიონები, შავნაბადასა და ავაზას ნაწილები. შინაგანი ჯარის ოცეული, რომელმაც ჩრდილოეთიდან მიიღო დარტყმა მთლიანად იქნა პოზიციებზე განადგურებული. ტყვარჩელის დაჯგუფებამ საერთო გეგმის მიხედვით მთელ საგზაო პერიმეტრზე გახსნა ცეცხლი, პარალელურად გაგზავნა დივერსიული ჯგუფი, რომელსაც დაევალა მდინარე კოდორზე არსებული ხიდის აფეთქება, თუმცა ქართულმა ნაწილებმა შენიშნეს ისინი და მათი ძირითადი ნაწილი გაანადგურეს. რამდენიმე საათში სეპარატისტების მეორე გემი შემოვიდა სოფელი ნაოჩის მიმდებარედ სანაპიროზე თემურ ხახუტას-ძე ნადარაიას ხელმძღვანელობით, საიდანაც შეარაღებაში საარტილერიო დანადგარები და სხვა სახის საჭირო შეიარაღება შეემატათ, რითაც შემდგომში სოხუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკიც კი დაბომბეს. თუმცა ქართულმა არტილერიამ ინტენსიური, მაგრამ არაზუსტი ცეცხლით საშუალება არ მისცა მეორე გემს სრულად გადმოეტვირთა საბრძოლო მასალები. მიუხედავად ამისა იარაღის დანაკლისი დესანტმა მალევე განადგურებული ქართული ნაწილების შეიარაღებით შეივსო, მათ შორის 3 ერთეული ტანკი ტ-55 ჩაიგდეს ხელთ. 2 ივლისს შუა დღეზე დესანტმა ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი ჩაკეტა და მისი კონტროლი დაიწყო. ქართული მხარე მსგავსი მასშტაბის სამხედრო პროფესიული თვალსაზრისით გამართულ ოპერაციას არ ელოდა, არ ელოდა რომ რუსული მხარე ასეთი დაჟინებული მოთხოვნის და ჰუმანისტური იდეების პროპაგანდირების შემდეგ ასე ცინიკურად დაარღვევდა სამშვიდობო შეთანხმებას, რომ ყოველდღიურად სამშვიდობო პირობებზე მომუშავე აფხაზური მხარის წარმომადგენლები ასეთ ტყუილებს იკადრებდნენ. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ქართულ ჯარში მორღვეული იყო ყოველგვარი დისციპლინა, ჩვენი ჯარისკაცების გარკვეული ნაწილი გართული იყო ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობით, პოზიციებზე ჯარისკაცების დამატება და მოხსნა (უფრო მოხსნა) ხდებოდა თითქმის უკონტროლოდ. სტატიის ავტორი : გიორგი გიგინეიშვილი
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
კარგი ახლა კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ე.წ ,,ცხელების ცენტრების” შექმნას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მათ შორის მედიკოსების მხრიდანაც. იმნაძე ექიმებს მოუწოდებს საკითხს პროფესიონალურად მოეკიდონ. მისივე თქმით, მედიკოსებმა უნდა შეძლონ ტრიაჟის ჩატარება და იმის გარკვევა, თუ რა ფაქტორებითაა გამოწვეული პაციენტების ტემპერატურა. ,,ე.წ. ცხელების ცენტრებზე დიდი აჟიოტაჟია შექმნილი, ჩემი კოლეგების ნაწილიც ძალიან შეშფოთდა ამ „ცხელების ცენტრებზე“ და კარგი ახლა კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით. ეს ყველას არ ეხება, ძალიან ცოტა იყო ასეთი მე როგორც ვიცი, მაგრამ იმიტომ ხართ ექიმები და იმიტომ მუშაობთ იქ, რომ ცხელებიან ავადმყოფს როდესაც მიიღებთ მერე, ცოტა ტრიაჟი უნდა ჩაატაროთ, რომ გამოიკვლიოთ ეს ცხელება რითია გამოწვეული, იქნებ უბრალოდ ინერვიულა ადამიანმა, იქნებ ინფარქტი აქვს ადამიანს და სიცხემ მოუმატა, ეს ხომ არ არის აუცილებლად კორონავირუსით გამოწვეული სიცხე. სანამ დავასახელებდე იმ ექიმეს ძალიან გთხოვთ, რომ თქვენს პროფესიას მოეკიდოთ პროფესიონალურად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.#პაატაიმნაძე #ცხელებისცენტრები #ტრიაჟი #ჯანდაცვა #კორონავირუსი #tbilisidailyy