6 votes
0 comments
0 shares
Save
რუმინეთის პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, სააღდგომოდ არ დაბრუნდნენ სამშობლოში
70 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/?newsid=139491

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მოუწოდა საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ რუმინელებს, რომ თავი შეიკავონ სამშობლოში ჩამოსვლისგან მართლმადიდებლური აღდგომის აღსანიშნავად.

რუმინეთის პრეზიდენტის გაფრთხილება გამოწვეულია შიშით, რომ ათასობით რუმინელი, რომელიც დასავლეთ ევროპიდან ცდილობს სამშობლოში დაბრუნებას, ქვეყანაში კიდევ უფრო გაზრდის კორონავირუსის შემთხვევებს.

რუმინეთში 16 მარტიდან მოქმედებს 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა. ქვეყანაში დარეგისტირებულია კორონავირუსით დაავადების 227 შემთხვევა. 25 კაცი უკვე გამოჯანმრთელდა. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

"რადიო თავისუფლება"


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
რუმინეთში კორონავირუსის პანდემიის გამო ჯანდაცვის მინისტრი გადადგა
რუმინეთში ჯანდაცვის მინისტრი გადადგა კორონავირუსის პანდემიის ვერ გამკლავებისა და საზოგადოების კრიტიკის გამო. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება, აწ უკვე ყოფილი ჯანდაცვის მინისტრ ვიქტორ​ კოსტაჩეს მოადგილეს, ნელუ ტატარუს, დააკისრა. ცნობისთვის, რუმინეთში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 123 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, ოთხი კი გარდაიცვალა.მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დაავადებულთა რაოდენობა ათასს აღემატება, 18 შემთხვევა კი სასიკვდილო აღმოჩნდა. დაავადებულთა რიცხვის მატებასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ხელისუფლების კრიტიკა. ქვეყნის საავადმყოფოები ვერ აუდიან პაციენტების მიღებას. სამედიცინო პერსონალს არ აქვს ვირუსის ტესტირებისათვის საკმარისი აპარატურა, რის გამოც ქვეყანაში დღემდე მხოლოდ 16 ათას ადამიანს ჩაუტარდა შემოწმება.
Sokhumi Daily
Sokhumi · 2 months ago
აღდგომის შესახებ: როგორ აღინიშნება მთავარი მართლმადიდებლური დღესასწაული აფხაზეთში
28 მარტიდან აფხაზეთი საგანგებო მდგომარეობაში ცხოვრობს კორონავირუსის ინფექციის საფრთხის გამო. სხვა საკითხებთან ერთად, ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა მოქალაქეებს მიმართავს, რომ 20 აპრილამდე, არ მოინახულონ სალოცავი ადგილები. დღესდღეობით მსახურება გრძელდება აფხაზეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში. ამავე დროს, მრავალი მორწმუნე სოციალურ ქსელში მოუწოდებს საზოგადოებას აღდგომაზე ტაძარში ყოფნას. აფხაზეთში, წმინდა კვირის სოციალურ ქსელში, ფოტოსურათები დაიდო, სადაც ჩანს ჰეშთეგებით #აღდგომაიქნებააფხაზეთში #ჩვენაღდგომაზეეკლესიაშივიქნებით და მიმართვა: "ქრისტიანები უნდა მიჰყვნენ ქრისტეს და არა პოლიტიკოსებს". თავის მხრივ, აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საეკლესიო საბჭოს თავჯდომარემ, მღვდელმა ვისარიონ (აპლიიამ) მორწმუნეებს მოუწოდა, რომ ეკლესიაში წავიდნენ, აღიარონ და მიიღონ ზიარება, რადგან "ვერავინ შეძლებს გააუქმოს მორწმუნეთა შეკრება". ამავე დროს, ისინი არ გეგმავენ სააღდგომოდ დეზინფექციის ჩატარებას ეკლესიებში. მამა ვისარიონის თქმით, დეზინფექცია არის "რწმენა, სულიწმინდის ზიარება, სისხლი და სხეული". თუმცა, იგი წინააღმდეგი არ არის, თუ ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს. როგორც მღვდელმა თქვა აფხაზეთი განსაკუთრებული მხარეა. ამაზე ისიც მეტყველებს,რომ ამ მიწაზე ჩამოვიდნენ სვიმონ კანანელი და ანდრია პირველწოდებული. აქ ვირუსები არ შეიძლება იყოს. თუ ვინმემ არ მოიტანა ის. მან ასევე აღნიშნა, რომ აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში დასწრება ან არ დასწრება ადამიანის პირადი საქმეა. იმავდროულად, მოქალაქეების ჯგუფმა გაგზავნა პეტიცია რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებთან, რომ მოუწოდონ თავიანთ მრევლს, თავი შეიკავონ საგანგებო პერიოდის განმავლობაში კოლექტიური შეკრებებისგან. მამა ვისარიონი თვლის, რომ პეტიცია დაუწერია ხალხის ჯგუფს, რომელთაც არ სჯერათ ღმერთის. "ეს არის ბრბო, ლიდერალიზმი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყველაფრის დესტაბილიზაციას. პანდემიამ და აღდგომამ აფხაზური საზოგადოება ორ ბანაკად გაყო. ერთ-ერთო მოქალაქის თქმით, კორონავირუსი არ უნდა გახდეს შემაფერხებელი მორწმუნეებისთვის, რომლებსაც დიდი ხნის ტრადიცია აქვთ ეკლესიაში დიდი ქრისტიანული დღესასწაულის ჩატარების შესახებ. "ყოველწლიურად ვსწავლობდით მარხვის დასრულებას ეკლესიაში. დიახ, მე მესმის, რომ კორონავირუსის გავრცელება ახლა მიმდინარეობს. ეს საშიშია, რა თქმა უნდა. არავინ არავის აიძულებს ეკლესიაში წასვლას, ეს ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნებაზე. მთავარია უსაფრთხოების ზომების დაცვა. ”- ამბობს მრევლი. გუდაუთიდან კიდევ ერთი მართლმადიდებელი, ვიქტორიამ, გადაწყვიტა ექვსი წლის მანძილზე პირველად, დაერღვია ყოველწლიური სააღდგომო ტრადიცია. მისი აზრით, ამ საფრთხის შემთხვევაში, უმჯობესია თავი შეიკავონ მასობრივი მოვლენებისგან და დაიცვან უსაფრთხოების ყველა ზომა, პირველ რიგში არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა დანარჩენებისთვისაც." ყველას შეუძლია ილოცოს სახლში, ყველა მორწმუნეს აქვს საკუთარი ადგილი. კარანტინის დროს შეგიძლიათ შეზღუდოთ ეკლესიაში სიარული. უფრო მეტიც, მრავალი სასულიერო პირი მთელი მსოფლიოდან, მათ შორის აფხაზეთიდან, სამრევლოს მოუწოდებს დარჩეს სახლში. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ისინი არ იქცევიან ასე. მაგალითად, მე არ ვაპირებ სააღდგომო მსახურებაზე წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ მარხვას, "- აღნიშნა მან. იმავე აზრისაა ვახტანგ ფიფიაც, რომელიც ამბობს,რომ: "ყოველწლიურად იერუსალიმს ვსტუმრობთ. მთელი ვნებიანი კვირაა იქ ვართ. წელს დაახლოებით 50 მომლოცველი გეგმავდა იქ გამგზავრებას აფხაზეთიდან, მაგრამ კორონავირუსის გამო, ყველაფერი გაუქმდა. მაგრამ მაინც ვილოცებთ, ვთხოვთ ღმერთს აფხაზ ხალხს. ღმერთო, მომდევნო წელს ჩვენ ნამდვილად მოვიტანთ კურთხეულ ცეცხლს აფხაზეთში. მე ვფიქრობ, რომ ყველა მორწმუნეს აქვს კუთხე სალოცავად და მე ყველას მოვუწოდებ ილოცონ სახლში. ვფიქრობ, რომ ეს იქნება სწორი. "#აღდგომა #დღესასწაული #კარანტინი #კორონავირუსი #SokhumiDaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
მთავრობის ადმინისტრაცია უწყებათაშორისო საბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მთავრობის ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექნილი უწყებათაშორისო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი ტარდება და სპეციალური გამშვები პუნქტებია მოწყობილი, ვანის მუნიციპალიტეტი დაემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბჭომ გაითვალისწინა ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია, ვინაიდან კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევიდან ერთი ვანის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. აღნიშნულ შემთხვევაში უკვე მიღებულია შესაბამისი ზომები და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება, თუმცა დამატებითი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საჭირო ნაბიჯების ეფექტურობას. ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესი იმ საწარმოებში, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ ან შესაბამისი განაცხადით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს. მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, გასული ორი დღის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, ინსპექტირება ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 76 საწარმოში, რომელთაგან 14-ში ხარვეზები დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სამუშაო პროცესისა და გარემოს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მათ დრო მიეცათ. ანალოგიური კონტროლი ხორციელდება სამშენებლო ობიექტებზე. თბილისის მერმა კახა კალაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში უკვე შემოწმდა 130-მდე სხვადასხვა მშენებლობა. ყველა ობიექტზე, სადაც დაკმაყოფილებულია შესაბამისი სტანდარტები, სამუშაო პროცესი გრძელდება. ის მშენებლობები კი, სადაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო უზრუნველყოფა გამოვლინდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია. შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი გრძელდება საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზეც. მუშაობის განახლებას შეძლებენ ის ბაზრები, რომელთა ადმინისტრაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სავალდებულო პროტოკოლს სრულად დააკმაყოფილებენ. სხდომაზე განიხილეს ადგილობრივი წარმოების, მათ შორის პირბადეების წარმოების მიმართულებით არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ ქართული წარმოების პირბადეები საქართველოს მასშტაბით სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია და მასზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ეტაპობრივად გაიზრდება. საქართველოში წარმოებული დოლბანდის პირბადეების საცალო ღირებულება 50 თეთრი იქნება. ამასთან, აქტიურად გრძელდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის კონტროლი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესის და შესაბამისი კონტროლის ჯგუფის გაძლიერების აუცილებლობას, რომელსაც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა პროცესი კიდევ უფრო აქტიურად, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში წარიმართოს. ამასთან, გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება სპეციალური რეისები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. მკაცრად კონტროლდება ბილეთების გაყიდვა დადგენილ ფასად, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დღეისთვის სამშობლოში დაბრუნებულია საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა შესაბამისი მატერიალური და ტექნიკური დახმარება გაუწია 40 ქვეყანაში მყოფ საქართველოს 2 425 მოქალაქეს. სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც თანდათან რთულდება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს ინფიცირების შემთხვევების ზრდის მოლოდინი, ამიტომ მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები და სახლიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 48 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობითი თანმდევი და ქრონიკული დაავადებების გამო, გარდაცვლილია 3 ადამიანი, რომელთა ოჯახებს საკოორდინაციო საბჭომ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4682 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 375 პირი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.#უწყებათაშორისოსაბჭო #კორონავირუსი #გადაწყვეტილებები #tbilisidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
საკოორდინაციო საბჭო თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხზე გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პროცესი, რომელიც დღეიდან განხორციელდა. მათ შორისაა, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გასვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმება, ასევე მშენებლობასა და სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობა, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ცენტრებისა და ავტოსამრეცხაოების ფუნქციონირების განახლება. აღინიშნა, რომ ბათუმსა და ქუთაისში შესვლა, ისევე, როგორც ამ ქალაქებიდან გასვლა შესაძლებელია თავისუფლად, თუმცა ადგილზე რჩება სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. "პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პროცესი, რომელიც დღეიდან განხორციელდა. მათ შორისაა ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გასვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმება, ასევე მშენებლობასა და სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობა, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ცენტრებისა და ავტოსამრეცხაოების ფუნქციონირების განახლება. აღინიშნა, რომ ბათუმსა და ქუთაისში შესვლა, ისევე, როგორც ამ ქალაქებიდან გასვლა შესაძლებელია თავისუფლად, თუმცა ადგილზე რჩება სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ამასთანავე, აღინიშნა, რომ აქტიურად გაკონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი იმ ობიექტებზე, რომელთაც მუშაობის განახლების უფლება მიეცათ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე შემოწმებულია 1 344 კომპანია, რომელთა ნაწილი გაცემულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს, ხოლო ის ობიექტები, რომლებსაც სათანადო უსაფრთხოების წესები უზრუნველყოფილი არ აქვთ, მუშაობის განახლების უფლების მიღებამდე დამატებით შემოწმდებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ღონისძიებების შემდგომი შემსუბუქების საკითხები და ის მიმართულებები, რომელთა ამოქმედება შესაძლოა გეგმით გათვალისწინებულზე უფრო ადრე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განხორციელდეს. მათ შორის, საუბარია თბილისისა და რუსთავის გახსნაზე, რის შესახებაც გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე მიიღება. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის აღდგენის საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და მისი მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს. ამასთან, გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეკონომიკის გახსნის პროცესი გაგრძელდება და ეფექტიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, თითოეული კომპანია ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას პასუხისმგებლობით მოეკიდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება და შესაბამისად, მთავრობას არ მოუწიოს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის კოორდინაციით ხორციელდება. მინისტრმა განმარტა, რომ მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება აგრარული ბაზრების საქმიანობას, საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზე გრძელდება შრომის უსაფრთხოების წესების დანერგვა. მინისტრის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ფუნქციონირებენ საქართველოში რეგისტრირებულ აგრარული ბაზრები, რომლებიც ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვისა და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 9 630 მოქალაქე, ხოლო 18 857 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება. სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 240 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 9 ადამიანი. ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4919 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 497 პირი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია,"-ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
საგარეო უწყება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და მათ აფრთხილებს. „ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას პირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს და კითხვარის შევსებას სთხოვენ. მოგმართავთ თხოვნით, რათა გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საერთაშორისო მგზავრობის თვალსაზრისით. უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს საზღვრები და შეწყვეტილია ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, სარკინიგზო თუ საზღვაო გზებით. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ სიფრთხილით მოეკიდოთ მსგავსი სახის შემოთავაზებებს და თქვენი მგზავრობის მარშრუტი დაგეგმეთ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი არასასურველი გართულებები. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
„სიენენი“ საქართველოში მიმდინარე მოვლებზე წერს
სიენენი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ერთი შეხედვით, საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, მაგრამ ახლა მას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. კვირას მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას ზეიმობს და გავლენიანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დიდ საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს, რაც, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირსზე რეაგირება ადრეულ ეტაპზე დაიწყო. მთავრობამ სკოლები 29 თებერვალს დახურა, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის სამი შემთხვევა იყო დადასტურებული. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა სწრაფი რეაგირება სოციალური დისტანცირებისა და სხვა ზომებით გაამყარეს. პარასკევს ამოქმედდა მთელი ქვეყნის ფარგლებში კერძო მსუბუქ მანქანებზე ხუთდღიანი აკრძალვა. ამის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდწილად უარი განაცხადა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა თხოვნაზე, რომლებიც მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. ეკლესიები საქართველოში ღია დარჩა და რელიგიური ცერემონიები გააგრძელეს, რაც ექსპერტების თქმით, შესაძლოა, კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. ,,სიენენმა" სტატიაში ხაზი გაუსვა ბზობის დღესასწაულს, და წერს, რომ დღესასწაულის აღსანიშნავად ეკლესიებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ეს მსახურება ხელისუფლების მიერ 30 მარტს გამოცხადებული კარანტინის აშკარა დარღვევა იყო, რომელიც სამ ადამიანზე მეტის შეკრებას კრძალავს. „ტრადიციული ეკლესია ამ დრომდე უარს აცხადებს ზიარების წესის შეცვლაზე ეპიდემიოლოგიური საფრთხეების საწინააღმდეგოდ. მორწმუნეები ყოველი საეკლესიო მსახურების წინ რიგში დგანან, რათა ეზიარონ საერთო კოვზიდან. თუმცა ეკლესიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ტრადიციული პრაქტიკა საზიანო არ არის. ქართველ მორწმუნეებს შორის უკვე არიან კორონავირუსით ინფიცირებულები, კერძოდ, ერთი სტიქაროსანი და ერთი სასულიერო პირი. შექმნილ კრიზისში საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობა კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოებაში ეკლესიაზე კრიტიკულ შეხედულებებს და ბევრი ქართველი კრიტიკას სოციალურ ქსელებში გამოთქვამს. ამგვარად, ეს აღდგომა ქვეყნისთვის დიდ რისკს წარმოადგენს. თუ აღდგომის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებზე ჯანდაცვის სფეროს წამყვანი წარმომადგენლების მოწოდებების მიუხედავად, ბევრი ხალხი მივა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს წარმატება შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, – წერია სტატიაში.#კორონავირუსი #პანდემია #სიენენი #ეკლესია #tbilisidaily
Sokhumi Daily
Sokhumi · 1 month ago
აფშილები, აბაზები, ბაგრატიონები - აფხაზეთის ისტორია და ტერიტორიის დაკარგვის მიზეზები.
ქართველების და აფხაზების დაპირისპირება, ჯერ კიდევ VI საუკუნის დამდეგიდან დაიწყო, მაშინ, როცა აფხაზები იგივე აბაზგები, რომლებიც აფშილების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ განუდგნენ ეგრისის მეფეს და თავი ბიზანტიის ქვეშევრდომად გამოაცხადეს და ბიჭვინთასა და ცხუმში ბიზანტიელი მეციხოვნეები ჩადგნენ. აბაზგების საქციელით უკმაყოფილო აფშილეთის მმართველმა იარანელები შემოიყვანა თავის ტერიტორიაზე, თუმცა, აბაზგთა მმართველიც არ ყოფილა გულხელდაკრეფილი და აფშილეთში ბიზანტიელთა რაზმი გაგზავნა. რის შემდეგაც, აფშილები უბრძოლველად დანებდნენ და ისინი ლაზთა მეფეს დაემორჩილნენ. ამრიგად, აფხაზებმა ტომებმა შექმნეს სახელმწიფო, რომელსაც აფხაზეთი ეწოდა. მისი ტერიტორია გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დაახლოებით ჭოროხამდე, აღმოსავლეთით კი, ლიხის ქედამდე. აფხაზეთის სამეფოს მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები (ქართები, მეგრელები, სვანები) იყვნენ. მნიშვნელოვან წილს წარმოადგენდნენ აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები. სახელმწიფო და მოსახლეობის დიდი ნაწილის სალაპარაკო ენა ქართული იყო. სამეფოს დედაქალაქი გახდა ქუთაისი - დასავლეთ საქართველოს ცენტრი. 978 წელს ადგილობრივმა აფხაზურმა დინასტიამ არსებობა შეწყვიტა და აფხაზეთის სამეფო ტახტზე აიყვანეს ბაგრატ III ბაგრატიონი, რომელიც დედის მხრიდან აფხაზთა მეფის შთამომავალი იყო. ეს არ იყო დინასტიის უბრალო შეცვლა, ტახტზე ავიდა მეფე, რომელსაც ლეგიტიმური უფლება ჰქონდა მთელ ქართლზე. აფხაზეთის მეფეები კი ამ ტახტზე “არაკანონიერ” მემკვიდრეებად ითვლებოდნენ. ასე რომ, თუ ისტორიულ წყაროებს მივყვებით, დამოუკიდებელი აფხაზები ჯერ ტომებს წარმოადგენდნენ, რომლებიც თვითონ წყვეტდნენ, ვისთან ჰქონოდათ კავშირი და ვისი ქვეშევრდომები ყოფილიყვნენ, ხოლო შემდეგ სახელმწიფოს ჩამოყალიბებაც შესძლეს. აფხაზთა სამეფო ტახტზე ბაგრატოვანთა გვარის გამეფება, სწორედ რომ გვაფიქრობინებს იმას, რომ ქართლის დინასტიას სურდა აფხაზეთის დამორჩილება და გაამეფეს კიდეც თავიანთი გვარის მეფე. თუმცა, ის, რომ ბაგრატ III-ს დედა აფხაზი ჰყავდა ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ქართვლელები მაინც სიფრთხილით მოეპყრნენ ახლად შექმნილ, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებენ სამეფოს და ამიტომაც მუსირებდა სიტყვა „აფხაზი დედა“... XVI საუკუნეში კვლავ განახლდა ქართველთა და აფხაზა დაპირისპირება, ოღონდ ამჯერად აფხაზური გვარები არ დომინირებს განხეთქილების გამომწვევთა სიაში. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბუნტის წარმომშობნი ფეოდალი შერვაშიძეები იყვნენ და მათი გვარიდან გამომდინარე, ისინი ქართული წარმომავლობის დიდებულები გახლდნენ, რომლებიც დასახლდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და გავლენებიც მოიპოვეს, სავარაუდოდ და ფაქტებიდან გამომდინარე, გვაქვს საქმე იმასთან, რომ დაპირისპირება ქართველების დაწყებული იყო. ფეოდალმა შერვაშიძეებმა შესძლეს შეექმნათ აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო და ამავე დროს ცდილობდნენ გაეფართოებინათ მისი საზღვრები. მათი მცდელობის შედეგად, XVII საუკუნის მიწურულს აფხაზეთის საზღვარი მდინარე ენგურამდე გადასწიეს. ამ ხანიდან მოყოლებული აფხაზეთის სამეფო მუდამ დამოუკიდებლობისაკენ მიისწრავოდა. თუმცა, მისი არსებობა ყოველთვის წარმოადგენდა პოლიტიკურ პრობლემას. სწორედ ამიტომ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება მუდამ იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ტერიტორია „ნაღმს“ წარმოადგენდა, რომლის დასაკუთრებასაც საქართველოსთან ერთად რუსეთი და თურქეთი ცდილობდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკური ხელისუფლება ყველგან თავის კვალს ტოვებდა და ვინაიდან საქართველო დიდი რუსეთის ქვეშევრდომობის ქვეშ მოექცა, ამიტომ აფხაზთა სახელმწიფო საქართველოს მიეკუთვნა. თუმცა, რუსეთმა „დამოუკიდებლობის“ შანსი დაუტოვა აფხაზებს და მისი ტერიტორია ავტონომიურ რესპუბლიკად გამოაცხადა. ამით რუსეთმა შექმნა საქართველოსთან მანიპულირების ბერკეტი. 1989 წელს დაწყებული ეროვნული მოძრაობის მთავარმა ლიდერმა ვერ გაითვალისწინა ის ნაღმი, რაც რუსეთმა ჩადო აფხაზეთში და სწორედ ამ გაუთვალისწინებლობას ემსხვერპლა საქართველოს რუკის დასავლეთის ნაწილის საკმაოდ დიდი და ნოყიერი ტერიტორია. როგორც კი საქართველომ დამოუკიდებლობის აქტის შექმნა შეძლო და ზარ-ზეიმით აღნიშნავდა ამ ფაქტს საქართველოს ეროვნული საბჭო, აფხაზეთში რუსეთმა ნაღმი აამოქმედა და მისი მოქმედების და განკარგვის უფლება ვლადისლავ არძინბას გადასცა. არძინბამ თავის მხრივაც შეკრიბა აფხაზთა ეროვნული საბჭო და საქართველოს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. მითუმეტეს, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ეს რუსეთის და აფხაზების განზრახვას ხელს უწყობდა. ამავე დროს, აფხაზების მომხრეები გახდნენ ჩეჩნები და სომხები. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მცირეხნიანი მმართველობის დამხობის შემდეგ, სამოქალაქო ომით დაუძლურებულმა ქართველობამ მაინც მიიღო მონაწილეობა აფხაზებთან ბრძოლაში, მაგრამ ჯარისკაცების ძირითად ნაწილს მოხალისეები წარმოადგენდნენ. 300 000 ქართველი გამოყარეს აფხაზებმა თავიანთი ტერიტორიიდან და უგზო-უკვლოდ გაუყენეს გზას... ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიღუპა ათი ათასობით ქართველი... მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების დღიდან საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსვლა მეორე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მოასწრო და მიუხედავად იმისა, რომ ნომერ მეორე პრეზიდენტი სწორედ რუსეთის მიერ იყო შემოგზავნილი საქართველოში და ასევე მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძეს უდიდესი პოლიტიკური კავშირები ჰქონდა მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ სპექტრთან და მას შეეძლო შეენარჩუნებია აფხაზეთი, საქართველომ ის მაინც დაკარგა და დაკარგა სწორედ ორი პრეზიდენტის გამო... პირველმა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ვერ გაითვალისწინა მოსალოდნელი საფრთხე, ხოლო მეორემ უბრალოდ, ხელიდან-ხელში გადასცა იგი ოკუპანტ დამპყრობელს... დაუწერელი კანონია ის, რომ ერთ დღეს ყველა მმართველის მმართველობა მთავრდება და ორი პრეზიდენტის შემდეგ საქართველოს უკვე მეოთხე ხელმძღვანელი ჰყავს. შესაბამისად, ჰყავს მეოთხე ხელისუფლება. მესამე და მეოთხე ხელისუფალნი, სათავეში მოსვლამდე, საარჩევნო დაპირებების დავთარში, აფხაზეთის უეჭველ დაბრუნებას სთავაზობდა საქართველოს მოსახლეობას. ამ დაპირებების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ქართველი და მათი წლობის განმავლობაში გამრავლებული შთამომავლები არჩევნებზე ხმას ლიდერ პარტიას აძლევენ, რომელსაც უკვე უჩანს არამარტო ლიდერის პოზიცია, არამედ, დიდი ფული საარჩევნო ასპარეზზე... რა ხდება ოთხი ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ?! დაიწყო თუ არა თუნდაც მოლაპარაკებები დაპირისპირებულ მხარესთან?! არ მოიპოვება არც ღია ფაქტი და არც დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ საქმე თუნდაც მოლაპარაკებებამდე მისულიყო... ამასობაში კი აფხაზეთი ჩაიკეტა, არა მხოლოდ ტერიტორიულ ერთეულად, არამედ, ორ მხარეს შორის საზოგადოების კომუნიკაციის გათიშვა მოხდა. ქართველ ჟურნალისტებს არ აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება, აი, აფხაზ ჟურნალისტებს კი სურვილიც არ გააჩნიათ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლის და კოლეგებთან კომუნიკაციის. რატომ? შიში, რომელიც რუსულმა ჩექმამ ჩანერგა აფხაზეთის მოსახლეობაში, ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, ისევ მძვინვარებს... ვინ უნდა მოაგვაროს, ან ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი შერიგებისაკენ?! ფაქტია, რომ ხელისუფლება არ იწუხებს თავს, ან ვერ გამონახა ვერანაირი ბერკეტი და დიპლომატიური საშუალება მთელი მსოფლიოს მასშტაბებით, რომ დაუპირისპირდეს რუსეთს და მოლაპარაკებისკენ მოუწოდოს აფხაზეთის ხელისუფლებას. ჟურნალისტებისათვის ეს შეუძლებელია და ესეც საქართველოს ხელისუფლების უუნარობის გამო. მაშ, ვინ უნდა იყოს ინიციატორი?! არა კბილი -კბილის წილ, არამედ, მეორე ლოყის მიშვერის და გიყვარდეს მტერი შენის პრინციპით... ერთადერთი და მშვიდობიანი გადაწყვეტილება, მხოლოდ ხალხის საკუთრებაა. თუ ქართველები და აფხაზები შეძლებენ ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვის პატიებას, მაშინ არსებობს იმის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიულ რუკაზე ისევ მის შემადგენლობაში აღმოჩნდება, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ იგი ავტონომიის სტატუსს არ დაკარგავს, რომელიც მას დამოუკიდებლობის სტატუსს შეუნარჩუნებს, რაც საშუალებას არ მისცემს სეპარატიზმის კვლავ გაღვივებას და ორივე მხარის ხელისუფლება შეძლებს ხალხის მიერ მონაპოვარის შენარჩუნებას. წყარო: რადიო თავისუფლება ავტორი: თამუნა თაბუკაშვილი #აფხაზეთი #აბაზგები #აფშილები #ტერიტორიები #sokhumidaily
გულშემატკივარი Gulshematkivari
Tbilisi · 3 months ago
📈 BBC: 5 ქვეყანა, რომელიც COVID-19-ისგან დაზარალებულ ეკონომიკას ყველაზე მალე აღადგენს
🇩🇰 დანია BBC წერს, რომ COVID-19-ის კრიზისის დასაწყისშივე, დანიის მთავრობამ სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედა. ხელისუფლებამ შემოიღო სოციალური დისტანცირება; 11 მარტიდან დახურა სკოლები და მეორეხარისხოვანი კერძო საწარმოები. 14 მარტს კი, დანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. ეს იმ პირობებში მოხდა, როდესაც დანიაში კორონავირუსის სულ რამდენიმე შემთხვევა იყო გამოვლენილი. "ასეთმა ზომებმა უკვე გამოიღო შედეგი და ეს დადასტურებულია. დანიაში ზოგიერთი შეზღუდვის მოხნას 15 აპრილიდან აპირებენ, თუმცა ეს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული", - ნათქვამია სტატიაში. 🇸🇬 სინგაპური BBC-ის ცნობით, სინგაპურმა, ასევე, სწრაფად მიიღო შემზღუდავი ზომები, რის გამოც COVID-19-ის გავრცელების ამპლიტუდა, სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო დაბალია, თუმცა სინგაპურში არიან ისეთებიც, ვინც თვითიზოლაციის წესებს არღვევს - მათ პასპორტებს ართმევენ და მუშაობის უფლებებს უზღუდავენ. BBC აღნიშნავს, რომ სინგაპური პატარა სახელმწიფოა და მისი კრიზისიდან გამოსვლა, ასევე, დამოკიდებული იქნება მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღებაზე. "ბევრი კომპანია სინგაპურში მალევე მოერგო დისტანციური მუშაობის წესებს და პირობებს. მთავრობამ დანერგა მობილური ტელეფონების აპლიკაცია, რომელიც ვირუსით ინფიცირებულთა გადაადგილების კონტროლს ემსახურება. ამ აპლიკაციას უამრავი სინგაპურელი იყენებს", - აღნიშნავს გამოცემა. 🇺🇸 აშშ ვირუსის გავრცელების მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება აღმოჩნდა აშშ-ის მეგაპოლისებში; მაგალითად, ნიუ-იორკში უმუშევრობის დონე რეკორდულ ნიშნულზეა, რაც იმის გამო მოხდა, რომ ბევრ შტატში თითქმის ყველაფერი დახურულია, თუმცა BBC წერს, რომ აშშ-მა სწრაფად მიიღო ეკონომიკის სტიმულირების ზომები; მათ შორის 2 ტრილიონ დოლარიანი ანტიკრიზისული პაკეტი. ქვეყანაში მოქმედებს სოციალური დისტანცირების წესები, რამაც გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო. საერთო ჯამში, ამ ზომებმა უნდა შეუწყოს ხელი პანდემიის შედეგების სწრაფად აღმოფხვრას და ეკონომიკის აღდგენას. „გოლდმან საქსის“ და „მორგან სტენლის“ ექსპერტების პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკას ჯერ - მკვეთრი ვარდნა და შემდეგ, წლის მეორე ნახევარში, სწრაფი აღდგენა ელოდება. ოპტიმისტურად არიან განწყობილი „მაქქინზის“ ექსპერტებიც, თუმცა მათი პროგნოზი შედარებით თავშეკავებულია. BBC აღნიშნავს, რომ აშშ-ის ეკონომიკის მდგომაროება, ყველა სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, რადგან ამ ქვეყნის ეკონომიკა მსოფლიოს შიდა პროდუქტის მეოთხედს წარმოადგენს. ასე რომ, გლობალური ეკონომიკის აღდგენა დიდწილად აშშ-ზეა დამოკიდებული. 🇷🇼 რუანდა BBC-ის სტატიის თანახმად, ყველაზე მთავარი ისაა, რომ რუანდას პანდემიასთან ბრძოლის გამოცდილება აქვს. რუანდის მთავრობამ 2019 წელს ებოლას გავრცელება აიცილა თავიდან. ეს იმ პირობებში მოხდა, როდესაც მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამ დაავადების ეპიდაფეთქება იყო. ჯანდაცვის საყოველთაო სისტემა, სასაზღვრო პუნქტებზე მოქალაქეების ტემპერატურის მუდმივი კონტროლი, დრონების გამოყენება მედიკამენტების გადასატანად – ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუანდა მზადაა, კრიზისის დროს სტაბილურობა შეინარჩუნოს. საჰარის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებს შორის რუანდა პირველი აფრიკული სახელმწიფო იყო, რომელმაც სრული კარანტინი შემოიღო. ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისთვის საკვები სახლებში მიაქვთ. "მიუხედავად იმისა, რომ რუანდას ტურისტული სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა, მოქალაქეებს იმედი აქვთ, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს სწრაფად დაუბრუნდება", - წერს BBC. 🇳🇿 ახალი ზელანდია BBC განმარტავს, რომ ამ ქვეყნის მთავრობამ, ასევე, სწრაფად მიიღო საგანგებო ზომები. 19 მარტს უცხოელებისთვის საზღვრები დახურეს. 25 მარტიდან კი, მეორეხარისხოვანი საწარმოების მუშაობა შეჩერდა. მკაცრმა ზომებმა ახალ ზელანდიაში შედეგი უკვე გამოიღო. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, თუ მოქალაქეები წესების დაცვას შეძლებენ, ახალი ზელანდია ეპიდემიის აღმოფხვრას უახლოეს რამდენიმე კვირაში შეძლებს და ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა, ექსპორტი და ტურიზმი ახალი ზელანდიის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და, ამ მხრივ, სირთულეები კვლავ მოსალოდნელია. სტატიის თანახმად, საერთო ჯამში, ახალ ზელანდიას ეკონომიკის სწრაფად აღდგენის საუკეთესო შანსი აქვს, რადგან სახელმწიფოს ვალი მცირეა და არსებობს ფულის მასის გაზრდის და საპროცენტო განაკვეთების დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების შესაძლებლობაც. 🌐 წყარო: BM.GE
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 week ago
ქართველი "ქურდები" - სტატისტიკა და კრიმინალური გავლენა
რა როლს ასრულებს თურქეთის ეკონომიკაში პოსტსაბჭოთა „ქურდული ობშჩიაკი“ არაოფიციალური ინფორმაციით, დღეს მსოფლიოში 442 „კანონიერი ქურდია“. აქედან, დაახლოებით, 70% ქართველია, დანარჩენები კი პოსტსაბჭოთა სივრცის წარმომადგენლები არიან. რეალურად, ცნება „კანონიერი ქურდი“ სწორედ საბჭოთა კავშირში დამკვიდრდა და სხვა ქვეყნების კრიმინალურ წრეებში მათ, როგორც მაფიოზებს, ისე მოიხსენიებენ, თუმცა თავად ქურდები ყველგან ადასტურებენ, რომ მაფიოზი სხვა ვინმეა და ქურდი _ სხვა. 442 ქურდიდან 346 ანუ აბსოლუტური უმრავლესობა თავისუფლებაზეა. მათგან 70 ქურდი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, 46 სასჯელს იხდის, 27-ზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. „კანონიერი ქურდები“ საქართველოშიც იხდიან სასჯელს, მაგრამ მათი რიცხვი მალე განულდება, რადგან სასჯელის მოხდის შემდეგ, მათ ქვეყნიდან უშვებენ და, სასჯელის შიშით, საქართველოში „ქურდის“ სტატუსის მქონე პირები აღარ ბრუნდებიან. ისე, ესეც პარადოქსია _ ადამიანს იჭერენ და ასამართლებენ იმის გამო, რომ „კანონიერი ქურდის“ სტატუსი აქვს და ეს ჩვენი კანონმდებლობით ისჯება. სასჯელის მოხდის შემდეგ, ქურდი სტატუსს არ კარგავს, მაგრამ ის ციხიდან გამოჰყავთ და უშვებენ. რა გამოდის? _ უშვებენ ადამიანს, რომელსაც იგივე სტატუსი აქვს, რის გამოც გაასამართლეს. იმას ნამდვილად არ ვამბობთ, ამ სტატუსის გამო ადამიანებს სამუდამო უნდა მიუსაჯონ, მაგრამ ამ მიმართულებით კანონმდებლობა რომ დასახვეწია, ფაქტია. * * * გასულ კვირას, ბულგარელმა სამართალდამცავებმა, უკრაინელი კოლეგების მოთხოვნის საფუძველზე, ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდის“, გიორგი კილაძის (იგივე გეგა ოზურგეთსკი) ექსტრადაცია მოახდინეს. ბორისპოლის აეროპორტში კილაძეს ბრალი მკვლელობის მცდელობაში წაუყენეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. „გიორგი კილაძე პირველი „კანონიერი ქურდია“, რომელიც უკრაინის ციხეში ზის. შეიძლება ითქვას, ლენტი გაჭრილია და კიდევ არაერთ „კანონიერ ქურდს“ დავიჭერთ“, _ ეს განცხადება უკრაინის ნაციონალური პოლიციის შეფმა, ვიაჩესლავ აბროსკინმა გააკეთა ანუ მან დაადასტურა ის, რაზეც არაერთხელ დაგვიწერია _ საქართველოსა და რუსეთის შემდეგ, „კანონიერი ქურდების“ დევნას, მხოლოდ სტატუსის გამო, უკვე უკრაინაც იწყებს. იგივე მიმართულებით მუშაობს ბელორუსიც და ძალიან დიდი ალბათობით, პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანა მალე ჩაწერს კანონმდებლობაში მუხლს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ პირებს მხოლოდ ქურდული სტატუსის გამო დაიჭერენ. სხვათა შორის, რუსი სამართალდამცავები ამ მიმართულებით უფრო შორს წავიდნენ და მხოლოდ „კანონიერ ქურდებს“ აღარ იჭერენ. ასევე, გასულ კვირას, დაღესტანში შამილ მაგომედოვი დააკავეს. მას ბრალად კრიმინალური ავტორიტეტის სტატუსის ქონა წაუყენეს და წინასწარი პატიმრობაც შეუფარდეს. რა მოხდება მას შემდეგ, როცა ქურდებს დევნას, პრაქტიკულად, ის 15 სახელმწიფო დაუწყებს, სადაც აღნიშნული სტატუსის მატარებელ პირებს ცნობენ? _ რა თქმა უნდა, საშველი, ამ შემთხვევაში, ევროპაა, თუმცა ევროპელი სამართალდამცავებიც ნელ-ნელა შეეგუვნენ რეალობას და ცდილობენ, აღნიშნული სტატუსის მქონე პირები ქვეყანაში არ გააჩერონ. * * * „მიმდინარე პროცესები ქურდული სამყაროსთვის ძალიან მძიმეა. ყველამ იცის, რომ ნელ-ნელა, მაგრამ საფუძვლიანად გვავიწროვებენ და ქურდები გამოსავალს ეძებენ. ამ ეტაპზე, გამოსავალი, უბრალოდ, არ ჩანს. გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში რომ დაიწყო იმის მტკიცება, ქურდი ვარო და „რამკები ამტვრიო“, ჯერ უნდა აუხსნა მთელი პროცესი, სტრუქტურა, რასაც უბრალოდ, ვერ გაიგებენ. პოსტსაბჭოთა სივრცეშიც არ იცის ყველამ, რეალურად რას წარმოადგენს ქურდი, მაგრამ ქვეცნობიერში მუდამ იყო ამ ადამიანების მიმართ შიში თუ პატივისცემა და ამას ვერ წაშლიან. ამიტომ, სამიზნე ისევ ყოფილი საბჭოთა კავშირია და ვნახოთ, ამ საქმიდან რა გამოვა. არის ასევე, აზიის ქვეყნებიც, სადაც მარტივად შეიძლება თავის გატანა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე ჩანს, მაგრამ მერე და მერე, თუ აზიაში ძალიან ბევრი ქურდი ჩავა, იქაც პრობლემები იქნება“, _ გვეუბნება პირი, რომელიც დღეს თურქეთში ცხოვრობს და დღე-დღეზე ელოდება, რომ „ქურდული ოჯახის“ წევრი გახდება. სხვათა შორის, თურქეთში, დუბაიში, ყაზახეთსა და უზბეკეთში არაერთი ქურდი დამკვიდრდა და ისინი თავს ცუდად არ გრძნობენ. ეს განსაკუთრებით თურქეთზე ითქმის, სადაც ქვეყნის ხელისუფლებამ კარგად იცის, ვის უშვებს ქვეყანაში, მაგრამ ქურდებს ადგილობრივ ეკონომიკაში ფულის ჩადებას სთხოვს. საქმე მილიონებს ეხება და ქურდებიც, ხელშეუხებლობის გარანტიის სანაცვლოდ, ფულს თურქულ ბიზნესში აბანდებენ. ერთი შეხედვით, ეს გამოსავალია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ასე იყო თავის დროზე რუსეთშიც, როცა იქაური ეკონომიკის წამოწევა სწორედ „ქურდული ობშჩიაკით“ გადაწყდა, მაგრამ როგორც კი ბაზარზე კონკურენცია დაინახეს, ქურდებმა კონკურენტები გზიდან ან დაშინებით ჩამოიშორეს, ან უბრალოდ, დახოცეს. შესაბამისად, არც თურქეთი უნდა იყოს შორს ამ მოცემულობისგან და როცა კრიმინალური სამყარო იგრძნობს, რომ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციას საფრთხეს რომელიმე ბიზნესმენი უქმნის, ამ ბიზნესმენზე ნადირობის სეზონი აუცილებლად გამოცხადდება და რა მოხდება შემდეგ, უკვე თურქეთის ხელისუფლების გადასაწყვეტია. * * * ჯერჯერობით მშვიდი ვითარებაა დუბაიში, სადაც ნადირ სალიფოვი, იგივე „გული“ დამკვიდრდა. თავად სალიფოვი ცდილობს, რომ ზედმეტად თვალში არავის გაეჩხიროს და დუბაიში რაც შეიძლება, ნაკლები კოლეგა ჩავიდეს. მას სურს, რომ დუბაიში სიმშვიდე იყოს და იქიდან მართოს ის უზარმაზარი კრიმინალური სინდიკატი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბა. ისიც სათქმელია, რომ დღეს საქართველოში მყოფ „კაი ბიჭების“ კასტაზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ სალიფოვს აქვს და ეს განსაკუთრებით ქვემო ქართლში იგრძნობა. უფრო მეტიც, ქვემო ქართლში სამართალდამცავებმა უკვე არაერთი პირი დააკავეს, რომელიც ცდილობდა მცირე თუ საშუალო ბიზნესისგან ხარკი სწორედ „გულის“ სახელით აეკრიფა. მართალია, თითქმის ყველა შემთხვევაში თავად სალიფოვმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და მის სახელს, უბრალოდ, იყენებდნენ, მაგრამ არიან ადამიანები (მაგალითად, რუსთავში), რომლებსაც მისი სახელის გამოყენების ოფიციალური უფლება აქვთ და ამას არცთუ იშვიათად აკეთებენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა „გულის“ დახმარება კონკრეტული კონფლიქტის მოგვარებისთვის სთხოვეს და ის „სკაიპით“ რამდენჯერმე ჩაერთო და თავისი „ოქრო სიტყვაც“ თქვა, რომელიც ყოველგვარი გაპროტესტების გარეშე შესრულდა. * * * არცთუ მარტივი ვითარებაა აჭარის რეგიონში. იმის გამო, რომ თურქეთი ორ ნაბიჯშია, ძალიან ხშირია საზღვარზე გადასვლის, ქურდებთან შეხვედრის, მათგან მითითებების მიღებისა და, ზოგადად, „საქმის გარჩევის“ შემთხვევები. მას შემდეგ, რაც აჭარაში ქურდებთან სატელეფონო საუბრების გამო არაერთი პირი დააკავეს, საზღვრის გადაკვეთის შემთხვევები გახშირდა. სამართალდამცავები ამის კონტროლს ვერ ახერხებენ და ვერც მოახერხებენ, რადგან ვერავის ეტყვიან, გინდა თუ არა, ქურდთან შესახვედრად მიდიხარო. მეორე მხრივ, შესაძლებელია, ეჭვმიტანილ პირთა თვალთვალი, მაგრამ ეს ფართომასშტაბიან სამუშაოს მოითხოვს, შესათანხმებელია თურქულ მხარესთან პროცედურები, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ქართულმა მხარემ თვალთვალი ან მიყურადება განახორციელოს, რაც ფინანსურის გადა, პროცედურულადაც სერიოზულ სამუშაოსთანაა დაკავშირებული. ქართულ მხარეს კვირაში შესაძლოა, ათი ეჭვმიტანილი ჰყავდეს, ათი კაცის თვალთვალს, მინიმუმ, 20 კაცი სჭირდება, იქ სხვა თანამშრომლები და სამართალდამცავთა ამხელა კონტიგენტს მეზობელი სახელმწიფო აუცილებლად ეჭვის თვალით შეხედავს. * * * ასეა თუ ისე, შეიძლება ითქვას, რომ „კანონიერი ქურდების“ მიმართ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და მათთვის „სამოთხედ“ შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიები იქცეს, თუმცა სამაჩაბლოც და აფხაზეთიც არ არის ტერიტორიულად ისეთი მასშტაბების, რომ ასეულობით ქურდი აიტანოს. მით უმეტეს, აფხაზეთში გავლენის სფეროები უკვე გადანაწილებულია და მას უსისხლოდ არავინ დათმობს. რაც შეეხება სამაჩაბლოს, მართალია იქ „კანონიერი ქურდების“ დიდი რაოდენობა არ შეინიშნება, მაგრამ ცხინვალის გაკონტროლებას ვლადიკავკაზში მყოფი კრიმინალები ცდილობენ და არსებული სიტუაციის ფონზე, ეს არცთუ ცუდად გამოსდით. წყარო : ბათო ჯაფარიძე
Gode Marr
Tbilisi · 3 months ago
საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ვინც სამკურნალო პრეპარატს მიიღებს!
„მსოფლიოში ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს“ - ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა იმნაძესთან. “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კომპანია “გილიარდისგან“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, თუმცა ჩვენი ქვეყანა ეპიდემიას მომზადებული ხვდება. ამასთან, როგორც იმნაძემ სააგენტოსთან განაცხადა, საქართველოში უკვე მოქმედებს საგანგებო მდგომარების პირობებში არსებული შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. -ბატონო პაატა, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 35 შემთხვევა დადასტურდა. იძლევა თუ არა ეს მონაცემები განგაშის საფუძველს და რა რაოდენობით ელოდებით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას? -მატებას ვერ აცდება ვერც საქართველო და ვერცერთი სხვა ქვეყანა. ასე რომ, ინფიცირების შემთხვევების მატებას ველოდებით. ჩვენი მთვარი ამოცანა არის ის, რომ ეს მატება მიმდინარეობდეს ნელი ტემპით და გავრცელება იყოს კონტროლირებადი. -საქართველოში არსებული ვითარება და მოსალოდნელი პროგნოზები, აჩენს თუ არა საფუძველს, რომ ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს? -საგანგებო მდგომარეობა ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა მაშინ, როცა სიტუაცია კონტროლიდან იყო გამოსული. ჩვენთან, ის ყველაფერი, რაც საერთოდ კეთდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, გაკეთდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ის განკარგულებები, რომლებიც საქართველოს ხელისუფელებამ გასცა, სხვა ქვეყნებში გაიცემა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. საბედნიეროდ, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით ეკიდება რეკომენდაციებს. ჯერჯერობით, შემიძლია, ასე ვთქვა, საქართველოში არის საგანგებო მდგომარეობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ჩემი სამსახური საგანგებო მდგომარეობის რეჟიში უკვე ორი თვეა მუშაობს. კიდევ უამრავი ჩემნაირი სამსახური დიდი ხანია საგანგებო მდგომარეობაში მუშაობს. სწავლის შეწყვეტა, თავშეყრის ადგილებზე შეკრებების აკრძალვა და ა.შ. საგანგებო მდგომარეობის ნაწილებია. ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაფერი უკვე კეთდება, წინსწრებით გაცილებით ადრე, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან ჩვენ უნდა დავასწროთ და არა მივყვეთ მოვლენებს. -როგორც ვიცით, რამდენიმე ქვეყანა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. რამდენ ხანში იქნება საზოგადოებას ვაქცინით სარგებლბის უფლება დაშვებული? -ინდოეთი, ჩინეთი, ამერიკა, საფრანგეთი, ბრიტანეთი - ევროპის ყველა წამყვანი ქვეყანა ვაქცინაზე მუშაობს. ვაქცინების გამოცდა ადამიანთა ჯგუფზე უკვე დაიწყო და ამ კვლევებში ჩართვა ნებაყოფლობითია. იმისათვის, რომ ბაზარზე მოხვდეს, არანაკლებ ერთი წელიწადი, წელიწად-ნახევარია სჭირდება. ეს არის ყველაზე ნაკლები დრო იმისათვის, რომ ვაქცინა, გამოცდის დაწყებიდან, ბაზრზე მოხვდეს. საქართველოში ვაქცინაზე მუშაობა არ მიმდინარეობს. ვაქცინაზე მუშაობენ მძლავრი ქვეყნები, როლებსაც აქვთ ვაქცინების განვითარებული ინდუსტრია. საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა, რომელსაც ვაქცინების ინდუსტრია არა აქვს, მსოფლიოში რამდენიმეა. -შეესაბამება თუ არა რელობას ინფორმაცია, რომ კორონავირუსი 30 გრადუს ტემპერატურაზე ქრება? -არა, რადგან ტროპიკული სარტყელის ქვეყნებში და მითუმეტეს, სახრეთ ნახევარსფეროსა და ავსტრალიაში, სადაც ზაფხულია, კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა და ვირუსის გადაცემა მოხდა. ავსტრალიაში ვირუსი ფართოდ არ გავრცელებულა, ამიტომ იმის იმედი, რომ სითბოში და ზაფხულში უფრო ნაკლები იქნება ვირუსის გადაცემა, შეიძლება, გვქონდეს. მაგრამ ის, რომ ზაფხულში ვირუსი საერთოდ არ გავრცელედება, ამის იმედი არა გვაქვს. -საქართველოში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი განიკურნა, ასევე, დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა სხვა პაციენტებზეც. რა მეთოდით მკურნალობენ ქართული მედიკოსები დაავადებულებს? -პროტოკოლი მთელ მსოფლიოში ერთი და იგივეა. ქართველი, ჩინელი და იტალიელი ექიმები ამ ავადმყოფებს ყველა ერთნაირი პროტოკოლით მკურნალობენ. ვირუსული პნევმონიის დროს მიმდინარეობს არასპეციფიური მკურნალობა. ორგანიზმში რა ცვლილებებიც ხდება, იმას ვასწორებთ. საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება. მსოფლიოს ყველა ქვეყანა დაავადებულებს ერთნაირად მკურნალობს. ჯერ არ არსებობს დაავადების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტი. არსებობს მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა. გამოცდები მიდის სხვადასხვა პრეპარატის, მათ შორის, ებოლასი, შიდსის, მალარიის და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩანს კოპანია “გილიარდის“ მიერ შექმნილი ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი. “გილიარდი“ საქართველოს დიდი მეგობარი კომპანიაა, რომლიც C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს უფასოდ გვაწვდის. ახლა აშშ-სა და ჩინეთში “გილიარდის“ წმლის გამოცდა მიმდინარეობს. ამ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს პრეპარატი მკურნალობისთვის დაშვებული იქნება, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნლო პრეპარატს მიიღებს. Tbilisi #news #opinion #coronavirus