დედაჩემს განუმარტეს, თუ დავიმალე, როგორ ცუდად დასრულდება ეს ჩვენი ოჯახისთვის

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139493 დედაჩემს განუმარტეს, თუ დავიმალე, როგორ ცუდად დასრულდება ეს ჩვენი ოჯახისთვის - ამის შესახებ განცხადება, თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წვერმა ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა. მისი დაბარების მიზეზი გირაოს საფასურის გადაუხდელობა გახდა. საქმე ეხება საკრებულოში ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ფაქტს. დეპუტატი აცხადებს, რომ მას გირაო არ გადაუხდია, თუმცა თავდებში ჩადო ჩოხატაურში მდებარე საკუთარი სახლი. "საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მე არავინ მიცემია საკრებულოში, მაგრამ ხელისუფლება ამ მიმართულებით ძალიან მკაცრად მუშაობს. ამ პირობებშიც კი აქვთ იმის დრო, რომ დამიბარონ დედასთან ერთად. იმიტომ, რომ გირაო არ გადავიხადე, დღეს დედაჩემს განუმარტეს, მე თუ დავიმალე, როგორ ცუდად დასრულდება ეს ჩვენი ოჯახისთვის", -აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
0