http://pirveliradio.ge/?newsid=139495
პაციენტების საგანგებო მიღება რესპუბლიკურში დაწყებულია - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თეა თავართქილაძემ განაცხადა.
"ეს დღესაც ასე ხდება. სასწრაფო დახმარებას ჩვენთან მოჰყას პაციენტები, რომლებსაც აქვთ ეპიდანამნეზი ან მოგზაურობის ან ვირუსთან სავარაუდო შემხებლობის. ასეთი პაციენტები მოდიან ჩვენთან. ჩვენთან ხდება მათი შეფასება და რისკფაქტორებიდან გამომდინარე, ისინი გადადიან ან საკარანტინო ზონებში ან თვითიზოლაციაში მიდიან, ან რჩებიან კლინიკაში", - განაცხადა თავართქილაძემ.