0
რაც თავი მახსოვს სულ საკუთარ თავს ვეძებ. ვეძებ ოთახებში, უჯრებში, ბალიშის ქვეშ, კარადის თავზე, მოგონებებით სავსე ყუთებში. ვეძებ ყველგან სადაც უნდა ვეძებდე და სადაც არ უნდა ვეძებდე. ვეძებ კარგ ამინდში, ვერმოსაწყენ ამინდებში, ყველაზე წვიმიან, ყველაზე ქარიან, ყველაზე ცივ დღეებში. და არსად არის. დავდივარ ხოლმე ქუჩაში და ხალხს ვეკითხები " ჩემი თავი ხომ არ გინახავთ? ", ვეკითხები მდინარეებსაც გამეტებით რომ ეხეთქებიან გარშემო შემხვედრ საგნებს, იქნებ სადმე მათ პირას ჩამოვჯექი და აღარ მახსოვს, ვეკითხები მათ ვისაც წიგნით ხელში ვხედავ იქნებ რომელიმე ნაწარმოებში ამომიკითხეს და რამე იციან ჩემზე. ასე ცვლის ერთი ორშაბათი მეორეს. ერთხელაც სახლში ბრუნდები და შენი თავი იქ გხვდება, საწოლზე ურცხვად ჩამომჯდარი, მომღიმარი, ლამაზ კაბაში გამოწყობილი, ხედავ როგორ ზის და იცვამს ფეხსაცმელს შენც მიდიხარ და მის გვერდით ჯდები. ?‍♀️
0