„ჯორჯიან ეარვეისის” გადაწყვეტილება

0
„ჯორჯიან ეარვეისი“ თანამშრომლების 95%-ს უვადო, უხელფასო შვებულებაში უშვებს. კომპანიის გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით, რეისების გაუქმების გამო ფინანსური კრიზისი შეიქმნა და ამიტომაც ავიაკომპანია თანამშრომლებს უხელფასო შვებულებაში უშვებს. „შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, იძულებული ვართ თანამშრომლების 95% უვადო შვებულებაში გავუშვათ. მაქსიმალურად შევეცდებით სამსახურში რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ, მობილიზება გავუკეთოთ ფინანსურ სახსრებს, რომ ჩვენი პროფესიონალები უკან მალე დავაბრუნოთ. ჩვენი ყველაზე დიდი კაპიტალი, ჩვენი თანამშრომლებია“, - განაცხადა ბოკერიამ ბრიფინგზე.
#უვადოშვებულება
#კრიზისი
#ავიაკომპანია
#ჯორჯიამეარვეისი
#tbilisidailyy
0