რატომ დაეცა რომის იმპერია?

0
ათასზე მეტი წლის განმავლობაში რომი მსოფლიოს უძლიერესი იმპერია იყო. თუკი ვირწმუნებთ გამოთქმას, რომ რომი ერთ დღეში არ აშენებულა, მაშინ არც მისი დაცემის თარიღები უნდა ვეძებოთ. ისტორიკოსები ერთ საკითხზე უდავოდ თანხმდებიან, რომ რომის დაცემა პოლიტიკური ძალაუფლებისა და უდიდესი ტერიტორიების დაკარგვით გამოიხატა. ახლანდელი დაკვირვებებითა და კვლევებით დგინდება, რომ რომის ე.წ. დაცემა რეალურად მკვეთრ ფერებში აღიწერა და ბნელი საუკუნეებიც არც ისეთი ბნელი უნდა ყოფილიყო, როგორიც გვგონია. რომის დაკნინება-დაცემას უამრავი სამეცნიერო ნარკვევი მიეძღვნა. ზოგი ფიქრობს, რომ იმპერია განადგურების გზაზე ჭკუასუსტმა იმპერატორებმა დააყენეს, ზოგსაც კორუფციის ჭაობში ჩაფლული რომაელები მიაჩნია დამნაშავედ. არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომ სწრაფად მზარდ სახელმწიფოს, ელემენტარულად, საარსებო რესურსი არ ეყო ერთიანობის შესანარჩუნებლად. ასევე ფიქსირდება აზრი, რომის დაცემას ოთხმა ძირითადმა მიზეზმა შეუწყო ხელი: დროისა და ბუნებისგან მიყენებულმა ზარალმა, შინააშლილობებმა, რესურსების არამიზნობრივმა გამოყენებამ და ბარბაროსი ტომების შემოსევებმა.
0