3 ახალი ინფიცირებულის მოგზაურობის ისტორია აშშ-ს უკავშირდება

0
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 3 ადამიანი, რომელთაც კორონავირუსი ახლახან დაუდასტურდა, ერთი ოჯახის წევრები არიან და მათი მოგზაურობის ისტორია აშშ-ს უკავშირდება. „სამი ახალი შემთხვევა არის არაევროპული ეტიმოლოგიის. ეს გახლავთ ოჯახი, რომლებმაც იმოგზაურეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ახალი კლასტერი. ყველა ის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტზე, არის იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის. ასევე გვაქვს ახალი სავარაუდო მეოთხე შემთხვევა აჭარაში და დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ზუსტ ინფორმაციას ამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც“, - განაცხადა ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული.
#კორონავირუსი
#აშშ
#ტიკარაძე
#ჯანდაცვა
#tbilisidaily
0