0
„aamodzrava-otkhive-kiduris-titebi“-ana-jabauri-tsotne-gamsakhurdiaze/https://primetime.ge/ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური, მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „კორონავირუსით შექმნილი განსაცდელის მიუხედავად, ცოტნეს ჯანმრთელობის მიმართ ინტერესი არ ნელდება, რის გამოც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. ცოტნეს მდგომარეობა არის სტაბილური და საიმედო. ნელ-ნელა უმჯობესდება როგორც მოტორული, ასევე კოგნიტური ფუნქციები. აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა ორივე იდაყვის სახსარში, აღუდგა ყლაპვის ფუნქცია, უფრო მეტი გულმოდგინებით ასრულებს მარტივ დავალებებს. ჯერ-ჯერობით, წინ მხოლოდ მოკრძალებულ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება მისი გადაყვანა ევროპის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც, იმედი გვაქვს, გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ინტენსიური, შედეგები კი უფრო საგულისხმო იქნება, “ – წერს ჯაბაური.
0