ეს სკანდალი დააზიანებს საქართველოს - ბაქრაძე მუხთარლის განცხადებებზე

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139507 თუ საქარტველოს ხელისუფლებამ ამაში თანხა აიღო და ადამიანი მეზობელ სახელმწიფოს გადასცა, ეს არის უზარმაზარი საერთაშორისო სკანდალი. ეს სკანდალი დააზიანებს საქართველოს - ამის შესახებ , , ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ აზერბაუჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით რომელიც მან , , ფორმულას" ეთერში განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აღნიშნავს, თუ ბრალდებები დადასტურდება, ამას საერთაშორისო სკანდალი მოყვება. „ნათელი იყო, რომ ეს ხელისუფლებისგან კოორდინირებული საქმე იყო, მაგრამ ის, რასაც აფგან მუხთარლი აცხადებს, ყველა ზღვარს სცილდება. თუ საქარტველოს ხელისუფლებამ ამაში თანხა აიღო და ადამიანი მეზობელ სახელმწიფოს გადასცა, ეს არის უზარმაზარი საერთაშორისო სკანდალი. ეს სკანდალი დააზიანებს საქართველოს. აზერბაიჯანმა მუხთრლი გაათავისუფლა და მოიხსნა ტვირთი, რასაც ქვია პოლიტიკური პატიმრის ყოლა. ფიგურანტი ამ საქმის, ვინც უზარმაზარ ზიანს მიიღებს და პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ევროპარლამენტში და აშშ-ში დაზიანდება, ეს საქართველოა“, - განაცხადა ბაქრაძემ. მუხთარლი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მას აზრბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა. ჟურნალისტი პირდაპირ ასახელებს იმ უწყებებს, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მუხთარლის თქმით, საზღვარზე მის უპასპორტოდ გადაყვანაში კრიმინალური პოლიცია, ეროვნული უშიშროების სამსახური, საბაჟო და თავად გიორგი კვირიკაშვილი იყვნენ ჩართული. აფგან მუხთარლის სკანდალურ განცხადებებს უკვე მოყვა შეფასებები საქართველოში. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს სახელმწიფო დანაშაულია.
0