30 იანვრიდან მოყოლებული გამოკვლეულია 1073 შესაძლო შემთხვევა და აქედან 43-ში დადასტურდა კორონავირუსი

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139508 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სულ ქვეყანაში 30 იანვრიდან მოყოლებული გამოკვლეულია 1073 შესაძლო შემთხვევა და აქედან 43-ში დადასტურდა კორონავირუსი. საკარანტინო ზონაში 1565 ადამიანი და იქიდან და თვითიზოლაციიდან 191 ადამიანი გამოვიდა. "180 ქვეყანაშია კორონავირუსის ინფექცია, დადასტურებულია 245 850 შემთხვევა. აქედან გამოჯანმრთელდა 88 000 ადამიანი. სამწუხაროდ, არის 10 000 გარდაცვალების შემთხვევა. ჯერჯერობით, ყველაზე მეტია ჩინეთში, მაგრამ სხვა ქვეყნებშიც ძალიან მალე იმატებს რაოდენობას. ჩინეთს გარეთ არის შემთხვევების 2/3. აქედან წამყვანია ევროპა, განსაკუთრებით იტალია. იმატებს შემთხვევები ირანში. რაც შეეხება საქართველოს, დღეის დილის მდგომარეობით ჩვენ დადასტურებული გვაქვს 43 შემთხვევა. აქედან უმეტესობა იმპორტირებულია. კვლევაშია კიდევ რამდენიმე ნიმუში. სულ ქვეყანაში 30 იანვრიდან მოყოლებული გამოკვლეულია 1073 შესაძლო შემთხვევა და აქედან 43-ში დადასტურდა კორონავირუსი. საკარანტინო ზონაში 1565 ადამიანი და იქიდან და თვითიზოლაციიდან 191 ადამიანი გამოვიდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
0