3-4 დღეში ჩვენ კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები – გამყრელიძე

0
https://primetime.ge/3-4-dgheshi-chven-kidev-gvekolebian-gamojanmrtelebuli-adamianebi-gamkrelidze/ 3-4 დღეში ჩვენ კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „იცით, სტანდარტი რაც არის მოქალაქეთა გაწერასთან დაკავშირებით, რომ 24-საათში ზედიზედ ორჯერ „პისიარ“ ტესტი, ანუ კორონავირუსზე ტესტი უნდა ჰქონდეს უარყოფითი. მე ზუსტად არ მინდა, რომ შევცდე, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მომავალ 3-4 დღეში ჩვენ კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა. შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
0