გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24-საათში თითქმის სამი ათასით გაიზარდა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139515 გერმანიაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24-საათში თითქმის სამი ათასით გაიზარდა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით 13 957 ადამიანია დაინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 11 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსით 31 ადამიანია გარდაცვლილი. გერმანიის მთავრობა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. რობერტ კოხის ინსტიტუტის დირექტორის, ლოტარ ვილერის თქმით, გერმანია პანდემიის მხოლოდ დასაწყისშია. "თუ ჩვენს ქვეყანაში კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ამის არ სჯერათ, ჩემი არ სჯერათ, ფიქრობენ, რომ ეს უბრალოდ პანიკაა, მე მათ მხოლოდ ის შემიძლია ვუთხრა, რომ რეალობას თვალი გაუსწორონ", - თქვა ვილერმა.
0