საკარანტინო ზონებში არის 1 575 ადამიანი და თვითიზოლაციაში იმყოფება 1 781 ადამიანი-გამყრელიძე

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139516# საქართველოში თვითიზოლაციასა და საკარანტინე სივრცეში ჯამში 3 356 ადამიანია, აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ, ამირან გამყრელიძე ავრცელებს. გამყრელიძის თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა იმპორტირებულია. მისივე თქმით, 30 იანვრიდან მოყოლებული დღემდე ჯამში 1 072 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული. "მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო ზონებში არის 1 575 ადამიანი და ასევე იქიდან და თვითიზოლაციიდან გამოვიდა 191. თვითიზოლაციაში იმყოფება ჯერ კიდევ 1 781 ადამიანი, "- განაცხადა გამყრელიძემ. საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან ერთი, პირველი პაციენტი ე.წ ირანის კლასტერიდან გამოჯანმრთელებულია. გამყრელიძე ამბობს, რომ მომდევნო 3-4 დღეში გამოჯანმრთელების ახალი შემთხვევები იქნება.
0