ქალი VS კაცი

0
სტრესის დროს ქალის და კაცის რეაქციები განსხავებულია და ეს ფიზიოლოგიური თავისებურებებით არის განპირობებული. ქალის ორგანიზმში გამოიყოფა დიდი რაოდენობით ოქსიტოცინი რაც მას საშუალებას აძლევს რელაქსირდეს და პრობლემიდან გამოსავლის გზები იპოვოს; მოლაპარაკება, შერიგება, დიპლომატია-ეს ქალისთვის ბუნებრივი უნარ-ჩვევებია. მეორეს მხრივ კაცის ორგანიზმში სტრესის დროს გამოიყოფა ტესტოსტერონი რაც მას მეტად აგრესიულს ხდის, ეს მას გაქცევის ან თავდასხმის რეჟიმში ამყოფებს; ამიტომაა ასე დამახასიათებელი კაცებისთვის ჩხუბი და ხშირად ხელჩართულიც კი. ასევე ქალი მეტადაა მიდრეკილი საუბრისკენ, კაცი კი პირიქით თავის თავში იკეტება. ამ ფსიქო-ფიზიოლოგიური თავისებურებების ცოდნა გვეხმარება უკეთ ვმართოთ კონფლიქტი. რა თქმა უნდა არსებობენ გამონაკლისები, ანუ დიპლომატიური კაცები, რომელთაც შეუძლიათ სტრესის დროსაც მართონ თავი და პირიქით ქალები რომლებიც აგრესიაზე გადმოდიან სტრესის დროს; თუმცა კარგი ამბავი ისაა რომ ქალსაც და კაცსაც ტრეინინგებით და საკუთარ თავზე მუშაობით შეუძლიათ ისწავლონ მათთვის საჭირო ყველა უნარი-ჩვევა.
0