ესპანეთში კორინავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1000 გადაცდა
182 Views
Nino Kakulia
Tbilisi · 6 months ago

ესპანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1,002-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსით 171 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვინდა ინფიცირების 1,903 ახალი შემთხვევა, ჯამში კი ესპანეთში ვირუსით 19,980 ადამიანი დაავადდა.

ჩინეთსა და იტალიას შემდეგ, COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ესპანეთში აღირიცხა.

20 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა 252,731 პირი, აქედან 89,056 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10,405 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვვა, სულ დადასტურებულია - 43. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მთავრობის ვებგვერდზე - Stopgov.ge

#კორონავირუსი #politics #news #coronavirus #photo
Nino Kakulia
Tbilisi · 6 months ago
87
Write a comment