მედია კომპანია ბლოგსპორტის გადაწყვეტილება! ️

0
მედია კომპანია ბლოგსპორტმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მის ხელთ არსებულ სარეკლამო ბანერების პოზიციებზე კორონავირუსთან დაკავშირებული სპეციალური ბანერების განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ, ვებ-გვერდის ადმინისტრაცია სრულად ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია, რომ დღესდღეობით სწორი ინფორმაციის ფლობა საუკეთესო ინსტრუმენტია თავის დასაცავად, სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დავიწყოთ სოციალური კამპანია და ჩვენს საიტზე არსებული სარეკლამო არხებით გავავრცელოთ ის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები რომლის ცოდნაც აუცილებელია კორონავირუსთან ბრძოლისთვის, რომელიც 21 საუკუნეში უდიდეს გამოწვევად იქცა.  ბლოგსპორტის გუნდი ჩვენი ინიციატივიებით და კამპანიებით ვეცდებით მივაწვდენთ ხმას ყველას და საზოგადოებას დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში მივაწოდოთ სწორი და საჭირო ინფორმაცია. ერთად და რეკომენდაციების დაცვით, ამ ვირუსსაც დავამარცხებთ. ❤️?
#covid19
#news
#events
#sport
#society
#blognews
#business
0