ცარი:ელი

0
არ არის ეს საკონკურსო ისე(ც) ვწერ მეგობრებო .... (მადლობა, იყოს, იყოს არ მინდა ლაიქი) ამბავი დაცარიელდა... იყო და არა იყო რა... უფინალო ამბებში ჩარჩენილი ნამცეცები, ნატეხები, ნარჩენები ერთად გროვდებიან და გაურკვეველი წარმოშობის ქარი აფლიალებს -ფერ დაკარგული შენობების ძველ კედლებზე ახეთქებს.... დასრულდება... დაკარგული ფინალის ძიებაში დაღლილი გონება ქვიშის საათზე ჩამოჯდა და ელოდება ჩამოცლას. ოდესმე... ის უკანააკნელი Qვიშაც ჩაეფლობა და ზედა სფერო დაცარიელდება. სანამ ამოტრიალდება და ახლიდან დაიწყება სწორედ ეს დროა ყველაზე გრძელი და დაუნდობელი. ის წამები უტოლდება წელიწადებს... სანამ დაშვბული ქვიშის ნაკადი ორივე სფეროში ნაწილდება იქამდე ნირვანაა, ჩამოცლიდან ამოტრიალებალდე დროა უსაშველო და და:ცარი:ელებული... სავსე გულებს, სავსე ფიალებს, სავსე გონებას, სავსეს და მთლიანს აქვს ფერი, სუნი, აზრი, ინტერესი... ესეც რა ცარიელი სიტყვებია... და მაინც, როცა ქარი ჩადგება ის ვარცხნილობა აღარ გრჩება ხოლმე თავზე...
0