,,ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია!" - ვატო წერეთლის განცხადება

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139528 ტელეკომპანია , , პირველს" ისევ ინკასო დაადეს ! ამის შესახებ განცხადებას არხის დამფუძნებელი ვატო წერეთელი „ფეისბუკზე“ ავრცელებს. , , არსებობს რაღაც, რასაც ალბათ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს ! მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის ! მაშინ, როცა ბიზნესს წარმოუდგენელი გამოწვევები აქვს ! მაშინ, როცა არავინ იცის, რა ელოდება ამ ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას ! მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რომ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდონ. ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი ! მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ! ტელეკომპანია , , პირველს" ისევ ინკასო დაადეს ! გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის ! ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია ! გავიმეორებ : ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ !!! ", - წერს წერეთელი.
0