10 votes
comments
1 shares
Save
ბორჯომში გარე-ვაჭრობა შეიზღუდა
329 reads
Giorgi Oganesiani
Borjomi · 4 months ago

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მერის მოვალეობის შემსრულებლის დავალებით, ქალაქის ცენტრში გარე-ვაჭრობა შეიზღუდა.

გარე-მოვაჭრეებს მიეცათ მითითება საქმიანობა განახორციელონ მათთვის განკუთვნილ ჯიხურებში და აღარ დაიკავონ აქამდე უნებართვოდ ათვისებული მიმდებარე სავალი ნაწილი, მათ კი ვისაც სავაჭრო ჯიხურები არ აქვთ საქმიანობას გაგრძელება ცენტრალურ აგრარულ ბაზარში მოუწევთ.

ქალაქის ცენტრალური ქუჩები ასევე განთავისუფლდა ამორტიზირებული ტრანსპორტისა და სხვადასხვა კონსტრუქციებისგან. აღნიშნული ტერიტორია კი დასუფთავების სამსახურმა მოაწესრიგა.

მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ზაალიშვილის თქმით, უნებართვო გარევაჭრობაზე მონიტორინგი ყოველდღიურად განხორციელდება, ბორჯომის დასუფთავება-კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ასევე ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ მერიის შეზღუდვები გასულ წლებშიც არაერთხელ განხორციელებულა. თუმცა, უნებართვო გარე-ვაჭრობა ქალაქში დღემდე მიმდინარეობდა.

#news #გარევაჭრობა #ბორჯომი Borjomi
Giorgi Oganesiani
Borjomi · 4 months ago
10
Write a comment
1