საკვები აღსაზრდელების მშობლებს
ზუგდიდის ბაღებში არსებული ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები მშობლებს გადაეცემათ.
ეს ინიციატივა ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ გამოთქვა.
საკვების გაცემა ზუგდიდის ბაღებში 25 მარტიდან დაიწყება.
მერიის თქმით პროდუქტის გაცემის დროს დაცული იქნება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებელი ზომები. მშობლებთან კომუნიკაციას აწარმოებენ ბაღების ადმინისტრაციებში, შედგება გაცემის გრაფიკი, რათა თავიდან იქნას აცილებული მოქალაქეთა ახლო ფიზიკური კონტაქტი. საბავშვო ბაღებში უკვე ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები.
#ზუგდიდი
#ბაღები
#საკვებიპროდუქტი
#მერია
#პრევენციულიზომები
#zugdididaily
.