„ტვ პირველის“ და „მთავარის“ ანგარიშებზე ინკასოს დადება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139543# ამ ზოგადი დაძაბულობის ფონზე, რასაც კორონავირუსის საფრთხე ქმნის, როდესაც ადამიანებს სჭირდებათ უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა, როდესაც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინფორმაცია, უმეტესობისთვის კი ამ ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო ტელევიზიაა, „ტვ პირველის“ და „მთავარის“ ანგარიშებზე ინკასოს დადება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა , - ამის შესახებ „ლელო საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი. „კატეგორიულად მოვუწოდებთ მთავრობას, ყველა მიმდინარე დავაზე, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს არ ეხება, გამოაცხადოს ამინისტია და კეთილი ნება გამოიჩინოს, რაც გვაჩვენებს, რომ სახელმწიფო დგას იმ ბიზნესის გვერდით, რომელმაც კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს ქვეყანა, ეს განსაკუთრებით ეხება ტელევიზიებს და საერთო მაუწყებლებს. დღეს ქართველ ექიმებთან, პოლიციელებთან, მესაზღვრეებთან ერთად ჟურნალისტები არიან ის ადამიანები, რომლებიც ბრძოლის ველზე, წინა ხაზზე დგანან და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, ცდილობენ შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ამ ფონზე, ჟურნალიტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია. მოვუწოდებთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მედიის დამოუკიდებლობის საკითხებს საქართველოში და გააკეთონ ყველაფერი მათი შესაძლებლობების ფარგლებში, არსებული მედია-პლურალიზმის მხარდასაჭერად და შესანარჩუნებლად“, -ნათქვამია გაბნცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესამსახური ავრცელებს.
0