ქუთაისის მერია მეწარმეებს გადასახადებისგან ათავისუფლებს - დეტალები

0
ქუთაისის მერია მცირე და საშუალო მეწარმეეებს იჯარის გადასახადისგან დროებით ათავისუფლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში ყველა დაწესებულება თუ ობიექტი გარდა სასურსათო მაღაზიების, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურებისა, დროებით დაიხურა. "კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გვაძლევს. მოსახლეობის დაცვასთან ერთად ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დარტყმა მიიღოს ეკონომიკამ. მეწარმეთა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით მივიღეთ სწორედ ეს გადაწყვეტილება და მათ დროებით ვათავისუფლებთ გადასახადებისგან, “-აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
#ქუთაისი
#ქუთაისისმერია
#მცირემეწარმეები
#საშუალომეწარმეები
#კორონავირუსი
#პრევენცია
#kutaisidaily
0