ნიუვა ჩინურ მითოლოგიაში

0
აგრეთვე ცნობილი როგორც ნიუგუა, არის ქალღმერთი ძველ ჩინურ მითოლოგიაში. ყველაზე ცნობილი, როგორც კაცობრიობისა და სამოთხის სვეტის შემქმნელი.ხუაინანძი მოგვითხრობს ნიუვაზე, როდესაც სამოთხე და დედამიწა დანგრეული იყო: „უფრო ძველად, ოთხი სვეტი ჩამტვრეული იყო, ცხრა პროვინცია კონკებით იყო მოსილი. სამოთხე მთლიანად არ ფარავდა (დედამიწას), დედამიწა არ ჩანდა (სამოთხიდან) თავისი მთლიანი გზით (მისი გარშემოწერილობა). ხანძარი უკონტროლო იყო და მისი ჩაქრობა შეუძლებელი იყო. წყალმა დატბორა დიდი სივრცეები და არა და არ შრებოდა. სასტიკი ცხოველები ჭამდნენ უდანაშაულო ხალხს. მტაცებელი ფრინველები იტაცებდნენ მოხუცებსა და სუსტებს. ამის გამო ნიუვამ შეალღო ერთმანეთთან ხუთი ფერის ქვა, რათა მოეწესრიგებინა ლაჟვარდოვანი ცა, დიდებულ კუს ფეხები მოაჭრა, რომ შეექმნა ოთხი სვეტი, მოკლა შავი დრაკონი, რათა გაენთავისუფლებინა ძის პროვინცია, დააგროვა ლერწამი და ნაცარი, რომ შეეჩერებინა გაზრდილი წყალი. ზურმუხტისფერი ცა შეიქმნა, ოთხი სვეტი აღიმართა, გაზრდილი წყალი დაშრა, ძის პროვინცია დამშვიდდა, ცბიერი მავნებლები დაიღუპნენ, დანაშაულო ადამიანებმა (გადარჩნენ) ცხოვრება განაგრძეს.“
კატასტროფები სავარაუდოდ გამოწვეული იყო ორი ღვთაების გონგგონგისა და ჭუანსუს ბრძოლის გამო (მოვლენა, რომელიც აჭწერა ხუაიანძაიმ), ხუთი ფერადი ქვა არის სიმბოლო ხუთი ფაზის (ხე, ცეცხლი, დედამიწა, მეტალი და წყალი), შავი დრაკონი იყო არსი წყლისა და წყალდიდობის, ძის პროვინცია წარმოადგენს ცენტრალურ რეგიონს. ამის შემდეგ ხუაინანძი მოგვითხრობს, თუ როგორ დაამყარეს ბრძენმა მმართველებმა ფუსიმ და ნიუვამ მმართველობა სამეფოში, გზისა (道) და ძალის (德) მიყოლით. შანხაიძინგის მიხედვით მებრძოლი სამეფოების პერიოდსა და ხანის დინასტიას შორის, ნიუვას ნაწლავები დაფანტული იყო ათ სულად.ლიეძიეში, თავი 5 "თანგის კითხვები" ( 卷第五 湯問篇), ავტორი ლიე იუკოუ აღწერს ნიუვას მიერ შექმნილ სამოთხეს ხუთი ქვის გამოყენებით, ასევე იმას თუ როგორ ჭრის დიდებულ კუს ფეხებს, ცის გასასწორებლად. ნიუვა გამოსახული ხანის დინასტიის დროინდელ აბრეშუმის ალამზე ჩუს სტროფებში, თავი 3 "კითხვა სამოთხეს" (问天), ავტორი ციუ იუანი წერს, რომ ნიუვამ გამოძერწა ფიგურები ყვითელი დედამიწისგან, მისცა მათ ცხოვრება და უნარი გაეჩინათ ბავშვები. დემონებთან ბრძოლისა და სამოთხის სვეტების დანგრევის შემდეგ, ნიუვა უწყვეტად მუშაობდა დანგრეულის აღსადგენად, ამიტომ ცდილობდა დაედნო ხუთი ფერის ქვა, რომ შეეკეთებინა ზეცა.
შუოვენ ძიეძ-ში, ჩინეთის ადრეულ ლექსიკონში, ავტორი სუ შენი ნიუვას აღწერს, როგორც ფუსის დასაც და მეუღლესაც. ის აღწერს, რომ ნიუვას და ფუსის ჰქონდათ გველის კუდები. დუი ჭ-ში (獨異志), თავი 3, ავტორი ლი რონგი მოგვითხრობს: „დიდი ხნის წინ, ახლად შექმნილ სამყაროში ცხოვრობდა ორი ადამიანი, ნიუ კუა და მისი უფროსი ძმა. ისინი ცხოვრობდნენ მთა კ'უნ-იუნზე. იქ ჯერ არ არსებობდა ჩვეულებრივი სხვა ადამიანი. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ გამხდარიყვნენ ცოლ-ქმარი, მაგრამ მათ შერცხვათ. ერთხელაც ძმა დასთან ერთად ავიდა კ'უნ-იუნის მწვერვალზე და დაიწყო ლოცვა: „ოჰ სამოთხე, თუ შენ ინებებ და გამოგვიგზავნი კაცს და ცოლს, მაშინ შეკარი ნისლი ერთად, თუ არა, მაშინ გაფანტე ის“. ამ სიტყვების დასრულების შემდეგ ნისლი მაშინვე შეიკრა. როდესაც და გახდა ინტიმური ძმის მიმართ, მათ დაწნეს ბალახი მარაოს გასაკეთებლად, რათა დაეფარათ სახეები. დღესაც კი, როდესაც კაცს ხელში აყავს ცოლი, მათ უკავიათ მარაო, რომელიც არის დიდი ხნის წინ მომხდარი ამბის სიმბოლო.“ იუჩუან ძიში (玉川子集) თავი 3 ("與馬異結交詩" 也稱 "女媧本是伏羲婦") ავტორი ლი თონგი ნიუვას აღწერს, როგორც ფუსის მეუღლეს. კრებულში სონგის ოთხი დიდებული წიგნი, ლი ფენგისა და სხვების მიერ შედგენილი, 78 ტომი საიმპერატორო საკითხავი წიგებისა ტაიპინგის ერაში არის თავი, სადაც დაწერილია, რომ, როდესაც ცა და დედამიწა გაიყო იქ არ არსებობდა არცერთი კაცი. ამრიგად ნიუვამ გამოიყენა ყვითელი თიხა ადამიანების შესაქმნელად. მაგრამ თიხა არ იყო საკმარისად მყარი, ამიტომ მან თიხას შეურია თოკები, რომ სხეული აეწყო. იქ ასევე წერია, რომ ნიუვა ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა ნება მიეცა მისთვის ოჯახური საქმეების ქალღმერთი ყოფილიყო.
#ჩინურიმითოლოგია
#მითოლოგია
#elysiumfields
#ხელოვნება
0