გალაქტიონის თვალით დანახული ბათუმი

0
გალაკტიონის თვალით დანახული ბათუმი 1911 წლის ზამთარი ბათუმში გალაკტიონ ტაბიძემ მის ლექსში, “არაჩვეულებრივი ზამთარი 1991 წელს” აღბეჭდა. ავტორი წერს: ბათუმში თოვლი ისეთი არის, რომ არ ხერხდება გაღება კარის. შემოსწოლია კარებს ნამქერი, ეს ოინია სუსხიან ქარის... ამინდი მკაცრი, სწრაფი, უცები, ამღვრეულია. თვით მოხუცები ამბობენ: ალბად, ისევ იქნება - აჯანყებები, რევოლუციები. აქ დამთავრება ამინდის ხატვის ჩვენ მიგვინდვია ისევე მათთვის. ხვალ ამფეთქებელს ვმართავთ საღამოს! ლოზუნგით: მზისთვის, მაისისათვის. ძლიერი თოვლი ბათუმში ახლა იშვიათად მოდის, თუმცა მეოცე საუკუნეში ჩვენს რეგიონში უფრო ციოდა, კლიმატის ცვლილებასთან ერთად გი თოვლიც და ცივი ამინდიც იშვიათი გახდა ჩვენთვის. რევოლუციებსა და აჯანყებებს რაც შეეხება, ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც მთელ რუსეთის იმპერიაში მუშათა დემონსტრაციები აქტიურად მიმდინარეობს და სულ მალე მთავრობაც შეიცვლება. ეს გალაკტიონის ერთადერთი ლექსი არ არის, რომელიც ბათუმს უკავშირდება. მან ამ ქალაქს კიდევ ერთი ნაწარმოები მიუძღვნა: “მიყვარს ბათუმი... მისი ბუნება, მის ოქრორეულ ლაჟვარდის ბლონდი, მისი ზღვის მძლავრი აგუგუნება, მისი ზენიტი და ჰორიზონტი…” შავ ზღვაზე კი ამბობდა - “ასეთი არის შავი ზღვის შფოთი: ზღვას და სიმშვიდეს სძულთ ერთმანეთი”. გალას მუზა, მერი შარვაშიძეც, ბათუმში იყო დაბადებული. მამამისი აფხაზეთის თავადი, შემდეგ კი დუმის დეპუტატი იყო. სამსახურეობრივი მოვალეობის გამო, ოჯახს ბათუმიდან პეტერბურგში გადასახლება მოუწია. იმის მერე ქუთაისში გადავიდნენ, თუმცა მერი ბოლოჯერ მაინც დაუბრუნდა ბათუმს. 1921 წელს, ბათუმიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატული მთავრობა გემით მიემგზავრებოდა საფრანგეთში, მათ მერიც შეუერთდათ. ბათუმის დატოვების შემდეგ, მერი სტამბოლში გაემგზავრა და იქ სილამაზის კონკურსი მოიგო. გადმოცემის თანახმად, როდესაც ქართველი დიდგვაროვანი საბოლოოდ პარიზში დაფუძნდა, გალაკტიონიც იქ შეხვდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწერა ყველასთვის ცნობილი "მერი".
#ბათუმი
#გალაკტიონი
#ზღვა
#თოვლი
#batumidaily
0