ემზარ კვიციანი: მადლობა კორონას

ByM.m.m.Georgia
0
პარლამენტარი და "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ემზარ კვიციანი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიერ გადაწყვეტილებას ფეისბუკზე გამოეხმაურა. შეგახსენებთ, სინოდის განცხადებით, კორონავირუსის მიუხედავად, ზიარებისა და ღვთისმსახურების წესი არ შეიცვლება. კვიციანის მიერ გამოქვეყნებული პოსტის ფრაგმენტს უცვლელად გთავაზობთ: "ეჭვიც არ მეპარებოდა , რომ ასე იქნებოდა, მადლობა ჩემს გამჩენს, რომელმაც ქართველად, მართლმადიდებლად გამაჩინა!მადლობა კორონას, უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა და უამრავი სიკეთე მოგვიტანა, ემიგრანტი დედები უბრუნდებიან შვილებს, სოფლად მიტოვებული სახლებში 80% დაბრუნდა, გლობალიზაცია უსაზღვრო ლიბერალიზმი შეაჩერა.ქართველებს დაუბრუნდათ ქართველებისადმი პატივისცემა.მე პირადად აწი რომც შემეყაროს კორონა , მაინც სამადლობელს ვიტყვი კორონას მიმართ."მადლობა ჩემო მტერო კორონა საკმარისად სიკეთე გვიყავ, აწი წადი მშვიდობით სხვაგან, დანარჩენ მსოფლიოში დაამყარე წესრიგი, ჩვენ გამოვსწორდით! დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის!!!"
#პოლიტიკა
#სინოდი
#საპატრიარქო
#კორონავირუსი
#კვიციანი
#პარლამენტი
#politics
#news
#opinion
ByM.m.m.Georgia
0