ალექსანდრ ჰლები: მესის ხმას ვერავინ უმაღლებდა

ByM.m.m.Georgia
0
ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა, ალექსანდრ ჰლებმა, კატალონიური წარსული გაიხსენა. ყოფილმა ბელარუსმა მოთამაშემ ბარსელონასა და ლიონელ მესიზე ისაუბრა. "ვარჯიშზე მესის ხმას ვერავინ უმაღლებდა. ერთხელ გუარდიოლამ მას დაუყვირა - საპასუხოდ, ლეომ ბურთი გადააგდო და ვარჯიშიდან წავიდა. ამას ყველა შევესწარით. ჩავი გუარდიოლასთან მივიდა და უთხრა: "პეპ, დამშვიდდი, ეს ხომ ლეოა". როდესაც მას არანორმალური გოლი გაჰქონდა, ყველა ჩურჩულით საუბრობდა. მე, ანრი, მარკესი, გუდიონსენი - ხმამაღლა საუბარს ვერ ვბედავდით. ერთმანეთს ჩუმად ვეუბნებოდით: "ნახე დღეს ამ პატარამ რა გააკეთა?". არადა, იმ გუნდში პრაქტიკულად ყველა ვარსკვლავი იყო, მაგრამ მესი ყველაფერს ცვლიდა. ლეო განსაკუთრებულია. მისი არავის შურდა, უბრალოდ ყველა ხვდებოდა, რომ ის საუკეთესო იყო. ლეო მეფეა", - თქვა ჰლებმა. შეგახსენებთ, ბელარუსი კატალონიურ გრანდში ლონდონის არსენალიდან 2008 წელს გადავიდა. ბარსელონას საკუთრებაში ის 2012 წლამდე იყო, რის შემდეგაც ესპანური კლუბი საბოლოოდ დატოვა.
#მესი
#ბარსელონა
#ფეხბურთი
#ლალიგა
#messi
#barcelona
#barça
#sport
ByM.m.m.Georgia
0