VIDEO - კარანტინის გამო მამაკაცი ძაღლს დრონით ასეირნებს

ByM.m.m.Georgia
0
კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის მკვიდრმა, ვაკის დემეტრიუმ, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი კარანტინის შედეგად მან საკუთარი ძაღლის გასეირნების ორიგინალური საშუალება მოიფიქრა - თავის ცხოველს ის დრონის დახმარებით, დისტანციურად ასეირნებს. "კარანტინის მე-5 დღეა. სახლში უსაფრთხოდ დარჩი, მაგრამ შენი ძაღლის ბედნიერება ნუ დაგავიწყდება", - დაწერა მან ვიდეოს აღწერაში. Worldometers-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით კვიპროსში კორონავირუსით 75 ადამიანია დაინფიცირებული. საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში COVID19-ს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
#ვიდეო
#video
#cyprus
#კვიპროსი
#ძაღლი
#სახალისო
#funny
#კორონავირუსი
#coronavirus
ByM.m.m.Georgia
0