0
სიყვარული არის რა.. სიშორე, ცრემლი, გოდება, შეახებ ხელს და აღარასოდეს განმეორდება. სიყვარულია სულის სიშორე ხორცილ ვნებას მივწვდებით და უმალ ვიშორებთ. სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად სიყვარულს ბევრი შეეცადო ვერსად დამალავ სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე სიყვარულისთვის სასთუმალზე რაღაც გვაღვიძებს. სიყვარულია რომ აქცევს მოკვდავს კაცს ზეციერად და ქალს ღვთაებად, სიყვარულია ჩვენ რომ გვანიჭებს ძირძნელს, სიუხვეს და ნეტარებას სიყვარულია ვინც რაზიკაშვილს შესძენს მომვლელს ვაჟა-ფშაველად. ბნელს ნათლად აქცევს, სიკვდილს სიცოცხლედ, ვინმე მელექსე მესხს რუსთაველად. უსიყვარულოდ? ვერ ინესტანებ და ვერ მოკვდები როგორც ტიციან, შენ სიყვარული იმას მოგიტანს სიყვარულისთვის რაც გაგიცია, ჰკითხეთ მიჯნურებს მისითს და რამინს, ცრემლს სიცილშია არ გაგიცვლიან არა ხართ მეტრფე თუ თქვენი თავი მათ სიყვარულში არ შეგიცვლიათ. სიყვარულია ჯვარცმა წამება, საღვთო კოცნაა, საღვთო ფიცია, შეყვარებულთა წმინდა სახელით ანგელოზებმა ცაში იციან ! სიყვარულია რომ არწევს ქვეყნად მარადიული სიცოცხლის აკვანს, სიყვარულს სცემენ ვითარც ღვთაებას მუხლმოდრეკილნი მეფენიც თაყვანს... სიყვარულია რაც რომ გვაცოცხლებს, სიყვარულია რაც ცოცხლად გვმარხავს და იმ ლხინს და სიკეთეს აი თქვენს გულში ფარულად რომ ბუდეს იკეთებს , ნეტავ გაუმარჯოს ყველასგან დაჩაგრულს, სიყვარულს! სიყვარულს! თუნდაც დატანჯულს !!!
#სიყვარული
#პოეზია
0