86 votes
comments
shares
Save
ბრეტ პიტი
281 reads
Nino Kakulia
Tbilisi · 4 months ago
Loading...

ჩემთვის უსიმპატიურეს და უსაყვრალეს მსახიობ ბრეტ პიტზე მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ფაქტები ?❤️?

ბრედის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლი ფილმში მებრძოლთა კლუბი იყო, რომელშიც მან ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო პერსონაჟი ითამაშა. გარდა ამ როლისა, მან ასევე მაყურებელს თავი დაამახსოვრა როლით ფილმით "გაიცანით ჯო ბლექი". ამ ფილმში ბრედმა ყველა გააოგნა თავისი სილამაზითა დამსახიობური ნიჭით. ბრედმა ოსკარის ნომინაციაც დაიმსახურა ფილმისთვის "12 მაიმუნი", რომელშიც მას პარტნიორობა ბრიუს უილისმა გაუწია. ამ ფილმში ბრედმა ძალიან ექსტრავაგანტული პერსონაჟი ითამაშა, რომელიც არატიპური იყო მისი რეპერტუარისთვის. ბრედისთვის ტიპური პერსონაჟია, რომელიც ყველა წინააღმდეგობას იოლად უმკლავდებადა ყველა კითხვაზე პასუხი მზად აქვს. ასეთი ტიპის როლები და პერსონაჟები ბრედის კარიერაში ძალიან ბევრი იყო.

*მისი და ჯენიფერ ანისტონის ქორწილი (2000 წელი) დაჯდა ზუსტად 1 მილიონი დოლარი.|

*ბრიტანელმა რეჟისორმა შასრულა მისი სურვილი და ბოშა მიკის როლი შესთავაზა მის ახალ ფილმში - “დიდი კუში”.

*“ტროა”-ზე მუშაობის დროს მან დაიზიანა ქუსლი, ირონიაა, მაგრამ ამ ფილმში ის სწორედ აქილევსს თამაშობს.

*ის არის მსოფლიოში პირველი მამაკაცი, რომელიც გაზეთმა ტაიმსმა ზედიზედ ორჯერ აღიარა ყველაზე სექსუალურ მამაკაცად.

*ძმებ ვაჩოვსკებს სურდათ, რომ ბრედ პიტს ეთამაშა მთავარი როლი ფილმში “მატრიცა", თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.

*ცნობილია, რომ გაი რიჩის ფილმის - “კარტი, ფული და ორი ლულა”-ს ყურების შემდეგ, მან დაურეკა რეჟისორს და სთხოვა მისთვის მიეცა როლი მის შემდეგ ფილმში.

*მისი გვარი არის შოტლანდიური და ირლანდიური წარმოშობის. მისი შორეული წინაპარი იყო ინდიელი - აპაჩის ტომიდან. ეს დეტალი კვენტინ ტარანტინომ გამოიყენა თავის ფილმში “უსახელო ნაბიჭვრები”. ფილმში პიტის პერსონაჟის სახლი და გვარია ალდო “აპაჩი” რეინი.

*მეტსახელად “პიტ ბულს” ეძახდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ მისურის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და სარეკლამო საქმის სწავლას იწყებს.

მოგვიანებით საკუთარ თავში მსახიობის ხელოვნების დიდ სიყვარულს აღმოაჩენს, უნივერსიტეტს მიატოვებს და ყველასთვის მოულოდნელად, გუდა-ნაბდით, ჯიბეში 325 დოლარით, მზიან კალიფორნიაში მიდის. მშობლებს გული რომ არ ტკენოდათ, წასვლის ნამდვილ მიზეზს არ ამხელს: ყველამ იცის, თითქოს პასადენაში სამხატვრო კოლეჯში უნდა ისწავლოს.

*ლოს-ანჯელესში პიტს გაუმართლა: სამსახური მაშინვე იშოვა. ჯერ მამლაყინწად გადაცმული ეპატიჟებოდა რესტორანში კლიენტებს, მერე შემწვარ ქათამს დაატარებდა, მაცივრებს ტვირთავდა. წვეულებებზე სტრიპტიზის მოცეკვავეები დაჰყავდა, ჯინსების სარეკლამო რგოლშიც კი გადაიღეს.დაახლოებით ერთი წელი გრძელდებოდა ასე. პირველი უმნიშვნელო როლი ტელესერიალ “დალასში”მიიღო – პრისცილა პრესლის ქალიშვილის მეგობარი ბიჭი ითამაშა. შემდეგ ისევ გაურკვევლობის ხანა დაიწყო. მუშაობდა, სადაც კი შეეძლო, ტელევიზიაში ეპიზოდურ როლებს თამაშობდა. როცა მიხვდა, რომ ოსტატობა არ ჰყოფნიდა, სამსახიობო სტუდიაში დაიწყო მეცადინეობა.

*1993 წელს ეკრანებზე უკვე ორი წარმატებული ფილმი გამოდის : “კალიფორნია” და ტონი სკოტის “ნამდვილი სიყვარული”, კვენტინ ტარანტინოს სცენარით.

ბრედ პიტის შემდეგი წარმატება ედვარდ ცვიკის ეპიკურ “შემოდგომის ლეგენდებში” მიწვევა იყო. ამ ფილმში ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობდა. ფილმის ოპერატორმა "ოსკარი" მიიღო, ფილმის შემოსავალმა კი 100 მლნ-ს გადააჭარბა. სურათის შემდეგ ჟურნალმა “People” ბრედ პიტი ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.

* 1995 წელს ჟურნალმა „ემფაირმა” ბრედ პიტი მსოფლიო კინოს ისტორიაში 25 ყველაზე სექსუალურ მსახიობს შორის მოიხსენია, ჟურნალმა „ფიფლმა” კი ის ორჯერ დაასახელა პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად. მსგავსი პატივი ჯერჯერობით არც ერთ მსახიობ მამაკაცს არ ხვდომია წილად.

* ბრედ პიტი უპირატესობას ანიჭებდა „ქემელის” და „მარლბოროს” მარკის სიგარეტებს; საყვარელი მწერალია კორმაკ მაკარტი; აქვს ზვიგენებისა და ობობების შიში; უყვარს გაზიანი სასმელი „მაუნთინ დრიუ”, მუსიკოსებიდან კი ბობ მარლისა და ჯიმი ჰენდრიქსის შემოქმედებას ანიჭებს უპირატესობას.

#news #opinion #interestingfact #hollywood
Nino Kakulia
Tbilisi · 4 months ago
86
Write a comment