კრიმინალურ ავტორიტეტს, რომელიც წლების განმავლობაში აკონტროლებდა ციხეებს, "აგვარებდა" საკითხებს და მართავდა ბიზნესს, სიცოცხლის ბოლოს ბევრი მტერი დაუგროვდა. 75 წლის ასაკში იგი მიხვდა, რომ პოზიციებს კარგავდა, ამიტომ პირადი დაცვის კონტროლი გააძლიერა.
ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მისი ჯანმრთელობა სავალალო მდგომარეობაში იყო, როგორც ცნობები იუწყება, იგი აფხაზეთის სანატორიუმში ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა. მის "მომხრეთა" დიდი ნაწილიც სწორედ აფხაზეთში იმყოფებოდა, რასაც ისიც ადასტურებს, რომ რუსულ-აფხაზურ კონფლიქტში იგი აფხაზეთს ფინანსურად ეხმარებოდა. გამოჯანმრთელების შემდეგ, დედ ჰასანი მოსკოვის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძო სახლში დასახლდა.
მისი პოზიციებით დაინტერესებულმა მტრებმა შეამჩნიეს, რომ კრიმინალის გავლენა ნელ-ნელა სუსტდებოდა. ამას დაემატა, სახელმწფო უწყებაში მისი "პირადი ნაცნობების", ლიგარ ჯაბრაილოვისა და მარალი მუსოიანის უეცარი მკვლელობა. ამის შემდეგ, ჰასანი მიხვდა, რომ რთულ ვითარებაში იმყოფებოდა, რის გამოც, საკუთარი "ავტორიტეტი" და ბიზნესი ახლობლებს გადააბარა, თუმცა ამ ფაქტს არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია. მტრების მთავარი ორიენტირი მაინც დედ ჰასანი იყო.
ყველამ კარგად იცოდა, რომ მოსკოვში არსებული რესტორანი "ძველი ფაეტონი" დედ ჰასანის დაქვემდებარებაში იყო. სწორედ აქ მართავდა კრიმინალი ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრებს.
2013 წლის 16 იანვარს, მის წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია სწორედ ამ ტერიტორიაზე გაიმართა. "ქილერმა" ზუსტად იცოდა, თუ რამდენი დაცვა დაჰყვებოდა მას, რომელი უღებდა კარებს, რა დროს მიდიოდა ლოკაციაზე, რომელი მხრიდან შედიოდა.. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე, 16 იანვარს, როდესაც ჰასანს დაცვამ კარი გაუღო, გაიმართა სროლა. მცველმა სწრაფი რეაგირება იქონია და კრიმინალი რესტორანში შეიყვანა, თუმცა უკვე გვიანი იყო, რადგან ავტორიტეტს 2 გადამწყვეტი ტყვია მოხვდა, ერთი კისრის მიდამოში, ხოლო მეორე უფრო დაბლა, ხერხემალზე. იმის მიუხედავად, რომ უსოიანი მყისიერად გადაიყვანეს კლინიკაში, ექიმები უძლურნი აღმოჩნდნენ, რის შედეგადაც დედ ჰასანი გარდაიცვალა.
მტრების მიუხედავად, დედ ჰასანი მომხრეებს ფანატიკურად უყვარდათ, რასაც ადასტურებს არაერთი ლექსი თუ მუსიკა, რომელიც მის განვლილ ცხოვრებას და "საგმირო საქმეებს" ეძღვნება.