ამფითეატრი, მედიათეკა, საბავშვო მოედნები – როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი?

0
თემქის ტყე-პარკის მოწყობის სამუშაოებზე თბილისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, შესყიდვის ღირებულება დაახლოებით 44 მილიონი ლარი იქნება. ზღვისუბნის ტყე-პარკის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს – ამფითეატრი, საბავშვო მოედანი, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები, კაფე, მედიათეკა, საბოსტნე ნაკვეთები, საფეხმავლო ხიდი, ძაღლების სასეირნო ადგილი. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 760 დღეში უნდა დაასრულოს.
0