წმინდა სინოდის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება.
როგორც მარგველაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არშეცვლა, გაუგებარია.
"ქრისტიანობა განათლების, თანამედროვე ცივილიზაციის შემქმნელი რელიგიაა. პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არ შეცვლა, საერთო კოვზზე უარის ართქმა გაუგებარია.
მახსენდება: "ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს" (მათე 23:26)", -წერს მარგველაშვილი "ტვიტერზე".
#მარგველაშვილი
#საქართველო
#კორონავირუსი
#საპატრიარქო
#პრეზიდენტი