20 ათასზე მეტმა ადამიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
მოხალისეები ბრიტანული ჯგუფის hVIVO-ს კვლევით პროგრამაშ ჩაერთნენ. მკვლევარების განცხადებით, იმის გამო, რომ კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის სამკურნალო გარანტირებული პრეპარატები ჯერჯერობით არ არსებობს, მოსახალისეებს არა SARS-CoV-2-ით, არამედ იმავე ოჯახის სხვა ვირუსებით დააინფიცირებენ.
ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეები ორკვირიან კარანტინს გაივლიან. ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობისთვის თითოეული მოხალისე 3500 გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
#coronavirus
#vaccine
#stopcovid19
#covid19