ტუალეტის ქაღალდებით სავსე სატვირთო ავტომობილი გაიტაცეს

0
აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში კაცმა ტუალეტის ქაღალდებით სავსე სატვირთო ავტომობილი გაიტაცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს. პოლიციის ყურადღება მიიპყრო სატვირთო ავტომობილმა, რომელმაც შტატის ერთ-ერთ მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია. პოლიცია სატვირთო ავტომობილს დაედევნა და აღმოაჩინა, რომ მანქანა გატაცებულია. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილში 8 ტონა ტუალეტის ქაღალდი აღმოაჩინეს. კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტუალეტის ქაღალდზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა.
#toiletpaper
#covid19
#stopcovid19
#usa
0