ექსპერტები შიშობენ, რომ უპრეცედენტო მოხმარებამ, შესაძლოა, ინტერნეტის მიწოდებას პრობლემები შეუქმნას
190 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

“იუთუბი“ ევროკავშირის მასშტაბით მაუწყებლობის ხარისხს შეამცირებს, რომ მოახდინოს ინტერნეტის უპრეცედენტოდ მაღალ მოხმარებასთან გამკლავება. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. ამასთან ევროკავშირმა Netflix -ს მოუწოდა, რომ ხარისხი შეამციროს, რადგან ინტერნეტის მოხმარებას საფრთხე არ შეექმნას.

ოფიციალური პირები პლატფორმებს სთხოვენ, შეწყვიტონ მაღალი ხარისხის ვიდეოების ჩვენება. ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი კი მომხმარებლებს მიმართავს და სთხოვს არ გამოიყენონ HD ხარისხი თუ ამის აუცილებლობა არ არის.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ინტერნეტის მოხმარებამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ექსპერტები შიშობენ, რომ შესაძლოა, სერვერებმა მსგავს ზეწოლას ვერ გაუძლოს.

#internet #youtube #netflix #world
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
9
Write a comment