"ძალიან ღრმა ეპიდკვლევას ვაწარმოებთ დაახლოებთ 20-დან 25-მდე კონტაქტზე. იმედი გვაქვს, რომ წყარო დადგინდება, ანუ საიდან მოხდა, ამ ადამიანის დაინფიცირება. ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე. დღესაც ზოგიერთი კონტაქტი, ამ პაციენტთან დაკავშირებული ნიმუშები აღებულია და კვლევაშია. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მაინც გავალთ კონტაქტზე. თუ ვერ გავედით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი შემთხვევები ქვეყანაში უკვე იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ კვირაში, მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვეღარ გავალთ პირველწყაროზე ინფექციის შემოტანისა, ან ადგილობრივი დაინფიცირებისა", — განაცხადა გამყრელიძემ. ეს განცხადება გამყრელიძემ გააკეთა 17 მარტს, დღეს 1 ახალი შემთხვევაა ჯამში 47. მარინა ეზუგბაიამ განაცხადა 21 მარტს, რომ პირველ წყაროს ვერ ადგენენ, რაც ნიშნავს რომ ეპიდაფეთქენა ახლოს არის. სამწუხაროდ. უფალი არ დაგვტოვებს განსაცდელში
#news
#კორონავირუსი
#coronavirus
#covid19