გაგუდული დედამიწა

0
კაცობრიობის ისტორიაში არსებობს ბევრი ისეთი ამბავი, რომელიც ადამიანის ზნეობაზე დაგვაფიქრებს და დაგვანახებს რა არის უკეთესი ჩვენთვის და მომავლისთვის. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა იყო ჩერნობილის აფეთქება. ქალაქ ჩერნობილიდან 18 კილომეტრის მოშორებით განლაგებულ ატომურ სადგურში, მეოთხე ენერგობლოკი აფეთქდა. აფეთქების მთავარი მიზეზი ოპერატორის უყურადღებობა იყო. ერთი ადამიანის უყურადღებობის გამო მოხდა კაცობრიობის ისტორიაში ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო სკალით ყველაზე მძლავრი აფეთქება. აფეთქებამ წარმოქმნა რადიოაქტიური ღრუბელი, რომელმაც გადაიარა სსრკ-ს ევროპის ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპა, სკანდინავია და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. ამ სავალალო შემთხვევას ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ბევრი ადამიანი სახლის გარეშე დარჩა. ატომური სადგურის ტერიტორიაზე დღესაც დარჩენილია ბირთვული ნარჩენები, რაც ისევ საფრთხედ რჩება მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის. მუდამ მზე და ცისარტყელა არ ყოფილა და არასდროს იქნება. სიტუაცია მუდმივად იცვლებოდა, ადამიანი მუდამ ცდილობდა აჩქარებულიყო და ცხოვრება გაემარტივებინა შედეგად კი დღეს სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას მთლიანი ადამის და ევას მოდგმა. ავტომანქანები, ქარხნები, ხანძრები, წყლის დაბინძურება და კიდევ სხვა მრავალი გამომწვევი მიზეზი, რომელთა ჩამონათვალი დღითიდღე იზრდება და სპობს სიცოცხლისთვის აუცილებელ გარემოს. ადამიანი დაბადების წამიდანვე სუნთქავს. რანი ვიქნებით თუ ჯერ კიდევ ჩვილს არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ გაიზარდოს, ისწავლოს, შექმნას, ააღორძინოს, განაახლოს, გადაარჩინოს. რანი ვიქნებით თუ ჩვენ არ გავუფრთხილდებით იმას, რასაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინახავდნენ და გადასცემდნენ თაობიდან თაობას ჩვენი წინაპრები. ყველა მოვლენა რომელიც ჩვენს გარშემო ხდება, ინდივიდუალურად გვეხება. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ბედისწერის მართვას, მის წესებით ცხოვრება მაინც უნდა ვისწავლოთ, თუმცა ნუ მივცემთ ბედისწერას ჩვენი განადგურების საშუალებას. და საერთოდაც, რატო უნდა მიჰყვე ბედისწერას? შექმენი შენი რეალობა ისეთი როგორიც გინდა რომ იყოს. დედამიწა არ არის ის პლანეტა რომელსაც ბევრი ანალოგი აქვს. გავუფრთხილდეთ მას და ყველა პატარა საქმე საერთო ჯამში ერთ დიდ შედეგს მოგვცემს.
##ეკოლოგია
##დაბინძურება
##უშველე
##გადაარჩინე
##დაეხმარე
##დედამიწა
##გლობალურიდათბობა
##მიზანი
0