ითამაშეთ ლატარია ონლაინ www.lotto.ge-ზე - "საქართველოს ეროვნული ლატარიის" განცხადება

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139544 მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კორორნავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ამასთანავე საკუთარი მომხმარებელების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ხვალიდან, 21 მარტიდან, , , საქართველოს ეროვნული ლატარიის'' და საქართველოს ფოსტის ერთობლივი გადაწყვეტილებით იხურება ლატარიის ჯიხურები მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, დროებით ჩერდება კომპანიის სერვის ცენტრების ფუნქციონირება, რომლებიც განლაგებულია დიდი სავაჭრო ცენტრებში! ჩვენი კომპანიისთვის უპირველესი გახლავთ ადამიანების ჯანმრთელობა, და სწორედ ამიტომ გადავდივართ გაყიდვების ონლაინ რეჟიმში, კერძოდ, , , ლოტო 6/42 -ის და ყოველდღიური ლოტო , , 5/35-ოქროს ბურთის'' ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე http://www.lotto.ge-ზე, რისთვისაც თქვენ კომპანიის საიტზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და ვერიფიცირება. რაც შეეხება ჩვენს მომენტალურ გადასაფხეკ ლატარიას- საგანგებო მდგომარეობის პირობებში მათი შეძენა მომხმარებელს შეუძლიათ სასურსათო ქსელში - კარფური, მაგნიტი, სპარი, ზღაპარი. , , ავერსის'' აფთიაქებში და ბენზინგასამართ სადგურ , , გალფის” სტორებში!!! მიგებული თანხების განაღდება კი შესაძლებელია - 100 ლარამდე თანხის - საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში, ხოლო სხვა მოგებების ''თიბისი ბანკის'' ფილიალებში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კომპანიის საინფორმაციო ცენტრში შემდეგ ნომერზე 0322 007700; საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ ჯანმრთელობას!
0