http://pirveliradio.ge/?newsid=139545
პოლიტიკური გაერთიანება , , ლელო საქართველოსთვის" ზუგდიდის რეგიონული ოფისი გამოდის ინიციატივით, რომ რუხის უფუნქციოდ დარჩენილი მრავალფუნქციური კლინიკა გახდეს ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის სამედიცინო რეგიონული ჰაბი.
“2012 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზუგდიდის მუნიციპლიტეტის სოფელ რუხში აფხაზეთის გამყოფ ზოლთან, აშენებულიყო მრავალფუნქციური კლინიკა-საავადმყოფო სტაციონალური განყოფილებით. 2018 წელს, როგორც გვაქვს ინფორმაცია, დასრულდა მისი მშენებლობა და პროექტის ღირებულებამ შეადგინა 42 620 000 ლარი. ჩვენი ინფორმაციით, 220 საწოლზე გათვლილი, 7 ბლოკირებული განყოფილება და 25 ადგილიანი სასტუმრო ზუსტად პასუხობს დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებულ გამოწვევას. ხელისუფლებას გაუგებარი მიზეზებით აქვს გადამალული აღნიშნული საავადმყოფო და ის დანაშაულებრივად უფუნქციოა. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით და ვთავაზობთ ხელისუფლებას, მოხდეს მისი უმოკლეს ვადაში აღჭურვა თანამედროვე სტანდარტებით და იქცეს ინფექციური დაავადების პრევენციისა და მკურნალობის ცენტრად. თუ ხელისუფლება არ იქნება ადეკვატური ჩვენი ინიციატივის მიმართ, მაშინ დაასაბუთოს უმოქმედობის მიზეზები" - განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა.