ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონიდან 4 პირი შეიყვანეს
93 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონიდან 4 პირი შეიყვანეს, რომლებსაც აქვთ საეჭვო სიმპტომები და საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. მათი ანალიზების პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, თამაზ კარანაძის ინფორმაციით, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათთან ვირუსი მინიმალური კლინიკური ჩივილებით მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსი 47 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

#საქართველო #ბათუმი #კორონავირუსი #stopcovid19
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
4
Write a comment