Wizz Air საქართველოში მარტში ბრუნდება

0
Wizz Air-ი საქართველოში ოპერირების განახლებას 2021 წლის მარტიდან გეგმავს.
აღდგება ყველა ის ფრენა, რომელიც აქამდე იყო. კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან არც ახალი მიმართულებების დამატებას გამორიცხავს. „ჩვენ ქუთაისიდან ჩვეულებრივი პირობების დროს დაახლოებით 30-40 მიმართულებით დავფრინავდით. გვსურს, რომ ყველა მიმართულება აღვადგინოთ. და ასევე რამდენიმე ახალიც დავამატოთ. მაგრამ ამაზე საუბარი რელევანტური მარტში იქნება“, - დასძინა ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.
#ახალიამბები
#მოგზაურობა
0