1 votes
0 comments
0 shares
Save
6 views
მირიან ხაჭვანი
Tbilisi · 1 year ago

ლუი-წერტილიანი😆😆


მირიან ხაჭვანი
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
მირიან ხაჭვანი
Tbilisi, Georgia · 1 year ago
#ჰაწვალი
მირიან ხაჭვანი
Tbilisi, Georgia · 1 year ago
ბრუნო ჩვენი, ქართული ნაგაზი
მირიან ხაჭვანი
Tbilisi, Georgia · 1 year ago
გამარჯობა
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
სახელმწიფო მართვის ფორმები - დიქტატურა, თეოკრატია, ოლიგარქია
აღსანიშნავნია, რომ სახელმწიფოები ერთმანეთისგან განსხვავდება მმართველობის ფორმისა და ტერიტორიული მოწყობის მიხედვით. ალბათ გაგიგიათ ისეთი ტერმინები, როგორიცაა მონარქია, რესპუბლიკა, ფედერაცია, უნიტარიზმი, რეგიონალიზმი და ა.შ. რას ნიშნავს თითოეული მათგანი? რა დგას მათ უკან? მონარქიული მმართველობა აბსოლუტური მონარქიისათვის დამახასიათებელია ხელისუფლების სრულად თავმოყრა ერთი პირის - მონარქის ხელში, რომელიც თვითონ გამოსცემს და აღასრულებს კანონებს, იგი უფლებამოსილია უშუალოდ ახორციელებდეს ადმინისტრაციულ მმართველობას ან ამ მიზნით დანიშნოს მთავრობა. მისი ხელისუფლება არავისგან და არაფრით არ არის შეზღუდული. აბსოლუტური მონარქიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო მე-17 საუკუნის საფრანგეთი, რომლის ერთპიროვნული მმართველი იყო „მეფე მზედ“ წოდებული, ლუი XIV, რომლის ყველაზე ცნობილი გამონათქვამია: „სახელმწიფო - ეს მე ვარ“. დღესდღეობით, მსოფლიოში აბსოლუტური მონარქია შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად საუდის არაბეთში. კონსტიტუციური მონარქია მმართველობის ისეთი ფორმაა, რომელშიც მონარქის ხელისუფლება შეზღუდულია არჩევითი ორგანოს (პარლამენტის) მიერ, რომელსაც საკანონმდებლო ფუნქცია აქვს შეთავსებული, რის გამოც მონარქი „იძულებულია“ მის წარმომადგენელთა აზრსა და ინტერესებს ანგარიში გაუწიოს. თუმცა, ამავე დროს მონარქი ინარჩუნებს იურიდიულ თუ ფაქტობრივ გავლენას სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე. მონარქი ნიშნავს მთავრობას, მაგრამ ეს უკანასკნელი პასუხს აგებს არა მონარქის, არამედ პარლამენტის წინაშე. მონარქის აქტების მიმართ გამოიყენება კონტრასიგნაციის ინსტიტუტი, ე.ი. მონარქის აქტები სისრულეში მოდის მხოლოდ შესაბამისი მინისტრის მიერ თანხმობის შემთხვევაში. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, იგი მთლიანად დამოუკიდებელია. კონსტიტუციური მონარქიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა, დანია, ნორვეგია, შვედეთი და იაპონია. რესპუბლიკური მმართველობა რესპუბლიკაში „სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია“. მონარქიისაგან განსხვავებით, აქ კანონებს ქმნიან და აღასრულებენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები, სახელმწიფო მმართველობა კოლეგიურ ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილებების მიღება ხდება კენჭისყრის გზით. რესპუბლიკური მმართველობა ეფუძნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რომლის მიხედვით, ხელისუფლება დაყოფილია სამ დამოუკიდებელ შტოდ: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ამასთან, მოქმედებს „ურთიერთგაწონასწორებისა და კონტროლის“ მექანიზმი, რომლის შესაბამისად, თითოეული ხელისუფლება დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, მაგრამ მათი ფუნქციონირება დამოკიდებულია ურთიერთზემოქმედებასა და თანამშრომლობაზე ისე, რომ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება და შესაძლებლობა ჩაერიოს ან მიითვისოს მეორის უფლება. ოლიგარქია ოლიგარქია მმართველობის ისეთი ფორმაა, როდესაც ქვეყნის მართვის სადავეები ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელშია თავმოყრილი. ეს ჯგუფი სხვებისგან გამოირჩეოდა სიმდიდრით, წოდებით, კეთილშობილური წარმომავლობით, განათლებითა და რელიგიური თუ სამხედრო კონტროლით. ისტორიაში არსებობს შემთხვევები (მაგალითად, საბერძნეთისა და რომის), რომლებიც აჩვენებს, რომ ოლიგარქიული მმართველობა ხშირად გადაიზრდებოდა ხოლმე ტირანიაში, რომელშიც მმართველს შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა და ძალადობრივი მეთოდებით მართავდა ქვეყანას. დიქტატურა დიქტატორული სახელმწიფო ისეთი სახელმწიფოა, რომელშიც ხელისუფლების სათავეში არადემოკრატიული გზით მოსული ქარიზმატული ლიდერი დგას, თუმცა შესაძლოა იგი კანონიერი საფუძვლით, არჩევნების მეშვეობით გახდეს ქვეყნის მეთაური და მოგვიანებით გადაიქცეს დიქტატორად. იგი, როგორც წესი, ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას და შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს. ისტორიიდან ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის დროს რობესპიერის მიერ დამყარებული დიქტატურა, რომელიც სასტიკი მეთოდებით ერთპიროვნულად მართავდა საფრანგეთს მანამ, სანამ გილიოტინაზე თავს მოკვეთდნენ. თეოკრატია თეოკრატიას მმართველობის ისეთ ფორმას უწოდებენ, რომელშიც სახელმწიფო ხელისუფლებას ახორციელებს სამღვდელოება, ღმერთის სახელით. ასეთ სახელმწიფოში უმაღლესი ხელისუფლება ემყარება ერთ ან რამდენიმე რელიგიურ დოქტრინას და მმართველობა ხორციელდება რელიგიური პრინციპების მიხედვით. დღესდღეობით, თეოკრატიული მმართველობაა ვატიკანში, რომელსაც მართავს რომის პაპი. #პოლიტიკა #მეცნიერება
Fashion Folk Tales
Tbilisi, Georgia · 1 month ago
Happy Birthday Adriana Lima
ადრიანა ლიმა 1981 წლის 12 ივნისს დაიბადა სალვადორში, ბრაზილიაში. თინეიჯერობაში მეგობართან ერთად სამოდელო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ფოტოები გაგზავნა, მალევე დაუკავშირდნენ და 15 წლის ასაკში Ford-ის ‘Supermodel of Brazil’ კონკურსის გამარჯვებული გახდა. იმავე წელს ბრაზილია Ford Models -ის საერთაშორისო კონკურსზე წარადგინა და მეორე ადგილი დაიკავა. 3 წლის შემდეგ, 1999 წელს ნიუ იორკში მიიწვიეს, სადაც ელიტ მოდელ ლუქის კონტრაქტი მიიღო. მას შემდეგ არაერთ დიდ ბრენდთან უმუშავია, მოხვედრილია წამყვანი მოდური ჟურნალების გარეკნებზე: Vogue, Harper’s Bazaar, ELLE, Interview, GQ, W, Esquire, V. გაუვლია ისეთი დიდი ბრენდების პოდიუმზე, როგორებიცაა: დიორი, ლუი ვიტონი, ჟივანში, ფენდი, ვერსაჩე. უწევდა რეკლამას: არმანის, ელი სააბს, პრადას, ბალმანს. მიუხედავად იმისა, რომ ლიმას საკმაოდ ბევრ დიდი ბრენდთან უთანამშრომლია, მისი ყველაზე წარმატებული კამპანიები ყოველთვის კომერციული მოდისთვის იყო, მეიბელინიც სწორედ ერთ-ერთი მაგალითია. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი ამერიკული თეთრეულის მწარმოებელი ბრენდი ვიქტორია სეკრეტია. ბრაზილიელმა Victoria’s Secret-ის შოუზე პირველად 1999 წლეს 18 წლის ასაკში გაიარა, 2000 წელს ანგელოზის კონტრაქტი გააფორმა და მას შემდეგ ყველა შოუში მიიღო მონაწილეობა 2009 წლის გარდა, რომელსაც ორსულობის გამო ვერ დაესწრო. ინდუსტრიაში ყველამ იცის, რომ კომერციული მოდისკენ მაღალი მოდის გოგონებს გზა ჟიზელმა გაუხსნა, როცა 2000 წელს VS-თან 25 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, ამას ისიც დაემატა, რომ ჟიზელი ინდუსტრიისკენ მიმავალი ბრაზილიელი მოდელების არმიას ჩაუდგა სათავეში. ეს იყო ბრედისთვის მთავარი ბიძგი, ირგვლივ შემოეკრიბა ყველა დიზაინერისთვის სასურველი გოგონები, რომ წარმატება მოეპოვებინა. ლიმა სწორედ იმ გოგონებში შედის, რომლებმაც Victoria’s Secret შექმენს იმ VS-ად, რაც 2009 წლამდე იყო. ჟიზელი, ადრიანა, ალესანდრა ამბროსიო, ჰაიდი კლუმი, ტაირა ბენქსი- VS-ის ოქროს გოგონები, რომლებმაც ბრენდის ‘ოქროს ერა’ შექმენს. გოგონები, რომლის ადგილზე ყოფნა ყველას სურდა. მათ აქციეს VS-ის მოდელობა და ანგელოზის სტატუსი საოცნებოდ. ძალიან ბევრ გოგონას უბიძგეს თავის მოვლისკენ. ადრე თუ მოდელის ტიპაჟი მხოლოდ მოდურ ჟურნალებში ჩანდა, მათი გავლენით ნელ-ნელა რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა, ამას ცოტა მოგვაინებით ინსტაგრამმაც ძალიან შეუწყო ხელი. ერთ-ერთი ძალიან დიდი გავლენა, რაც ადრიანას ჰქონდა საზოგადოებაზე და რაც ხშირად არ აღინიშნება, არის სპორტის რეკლამირება. ვიცოდით, რომ ადრიანა ბოქსში ვარჯიშობდა და სწორედ ამიტომ აირჩია ბრენდმა VS Sport-ის მთავარ სახედ, ამას ისევ ინსატგრამის გავლენა დაემატა და ყველა მოდელმა აიტაცა სპორტარბაზიდან ფოტოებისა დადება. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაინახეს, რომ მოდელები იდელაური ფორმებისთვის ვარჯიშობენ და გაუჩნდათ ჯანსაღი ცხოვრების სტილის მოტივაცია. ადრიანამ ლეგენდარული ანგელოზებიდან ყველაზე გვიან დატოვა ბრენდი – 19 წლიანი კარიერა Victoria’s Secret-ში, 18 წლიანი საოცნებო ‘ანგელოზის’ სტატუსით. 5-ჯერ გახსნილი და 3-ჯერ დახურული შოუ. დახურა 2018 წლის შოუ, რომლითაც საბოლოოდ დატოვა ბრენდი. 3-ჯერ ეცვა ბრილიანტის ბიუსჰალტერი. უდავოა, რომ ადრიანა VS-ის დედოფალია, სწორედ ამიტომაც გააცილეს ისე, როგორც იმსახურებდა. ლიმას წასვლა ნამდვილად არის ერის დასასრული, VS-ის ‘ოქროს ერა’ რომელიც რეალურად 2008 წელს დასრულდა, 2018 წელს ადრიანას წასვლით საბოლოოდ დაიხურა. #ადრიანალიმა #ვიქტორიასეკრეტი #მოდა #დიზაინი #იუბილარიადრიანა Tbilisi
Fashion Folk Tales
Tbilisi, Georgia · 1 month ago
მომენტის ყველაზე წარმატებული შავკანიანი დიზაინერი, ვირჯინ აბლო კრიტიკის ქარცეცხლშია.
მომენტის ყველაზე წარმატებული შავკანიანი დიზაინერი, ვირჯილ აბლო კრიტიკის ქარცეცხლშია. ვირჯილმა, სოციალურ ქსელში, თავის გამომწერებს მოუწოდა, რომ ამერიკაში მიმდინარე პროტესტის დროს დაკავებული ადამიანებისთვის გირაოს თანხის შესაგროვებელ ფონდში ფული გადაერიცხათ. საქმე იმაშია, რომ ვირჯილმა პოსტს სქრინი დაურთო, სადაც ჩანს, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის, ლუი ვიტონის პირველმა შავკანიანმა დიზაინერმა და ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა ბრენდის, Off white-ს დამფუძნებელმა, მილიონერმა აბლომ ფონდში 50 დოლარი გადარიცხა. მთელი $50 გაიღო.😩😂#ვირჯილაბლო #კრიტიკა #მოდა #დიზაინი #დიზაინერი #შავკანიანიდიზაინერი Tbilisi
ისტორიული მატიანე
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
ვინ იყო კაცი რკინის ნიღაბში ? მე-17 საუკუნის ფრანგი პატიმარი
ლუი XIV-ის მეფობის ხანაში, იდუმალი კაცი დატყვევებული ჰყავდათ სახელგანთქმულ ბასტილიის ციხეში და სხვა ფრანგულ საპატიმროებშიც: კაცი რკინის ნიღაბში. ის მე-17 საუკუნის დასასრულიდან, მე-18 საუკუნის დასაწყისამდე ტყვეობაში იყო, ამოუცნობი პატიმარი დღემდე ფოკუსირებს საფრანგეთის პოლიტიკური ინტრიგების ისტორიებში, საშინელ ღალატში და ისტორიულ გამოცანებში. ვინ იყო კაცი რკინის ნიღაბში ? თეორიები საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა, როგორც დამაჯერებლები, ასევე არაბუნებრივები. ისტორიკოსებს ძირითადად ორი ეჭვმიტანილი ჰყავთ: ერკოლ მატიოლე და იუსტაჩ დოგერი. პირველი იტალიელი გრაფი იყო, რომელმაც ლუი მე-14 პოლიტიკურ საკითხში უღალატა 1670-იან წლებში. მისი გვარი მსგავსია ზედმეტსახელისა, რომლითაც უცნობ პატიმარს მოიხსენიებდნენ ხოლმე “მარჩიოლი”. ამასთანავე, ლუი XIV-ის შთამომავლები, ლუი XV და ლუი XVI, ორივე ამტკიცებდა, რომ ცნობილი პატიმარი იტალიელი დიდგვაროვანი იყო. თუმცა, მატიოლა გარდაიცვალა 1694 წელს, რაც წლებით ცდება იდუმალი პატიმრის გარდაცვალების თარიღს. რის გამოც, ექსპერტები უფრო მეორე ვარიანტისკენ იხრებიან. გავრცელებული ინფორმაციით დოგერი ლაქია იყო, რომელიც გაუგებარი მიზეზებით დაპატიმრეს 1669 წელს. ზოგიერთის აზრით ლაქია როგორღაც ჩართული იყო პოლიტიკურ სკანდალში, ზოგი კი ფიქრობს, რომ სულაც არ იყო მსახური. მის სახეს ასევე გვიხატავენ, როგორც თავაშვებულ დიდგვაროვანს ან შეუმდგარ ასასინს. მისი საქმიანობისდა მიუხედავად, დოგერმა რამდენიმე საპატიმროში გაატარა წლები. და ერთ-ერთი საპატიმროდან გადაყვანის დროს ის დახურული სკამით მგზავრობდა და გამვლელები ვერ ხედავდნენ მის სახეს. და როცა პირველად დააპატიმრეს, ზედამხედველები გააფრთხილეს “დასაჯეთ სიკვდილით, თუ ერთ სიტყვას მაინც იტყვის, გარდა თავისი საჭიროებებისა.” დიდი მოაზროვნე ვოლტერი განსვავებულ თეორიას გვთავაზობს – პატიმარი შესაძლოა ლუი XIV-ის ძმა ყოფილიყო. ვოლტერი ასევე ამბობს, რომ მისი ნიღაბი იყო რკინის და აღწერს: “ნიღბის ნიკაპი ფოლადისგან იყო დამზადებული, რაც საშუალებას ქმნიდა, მოხსნის გარეშე ეჭამა პატიმარს.” ამავდროულად, ჰოლანდიელები, რომლებსაც ფრანგებთან 9 წლიანი ომი ჰქონდათ, ხალხში განხეთქილების ჩამოგდებას ჭორის გავრცელებით ცდილობდნენ. ჭორის მიხედვით იდუმალი პატიმარი ლუი XIV-ის ნამდვილი მამა იყო. ჭორი სათავეს იღებდა ფაქტიდან, რომ ლუი XIV მშობლების ქორწინების გვიან ეტაპზე დაიბადა. ზოგიერთისთვის ეს ჭორი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეფიქრა, მეფის დედამ საყვარელი გაიჩინა, რათა სამეფო ტახტს მემკვიდრე ჰყოლოდაო. თეორიას ეფექტს უორმაგებდა ლუი XIV-ის რეპუტაციაშელახული დედა, რომელიც შვილს უკანონო შვილს უწოდებდა და არალეგიტიმურ მმართველად მოიხსენიებდა. კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, იდუმალი პატიმარი ლუი XIV-ის უკანონო შვილი ლუი დე ბურბონი იყო. მაშინ როცა, ეს თეორიები გვეუბნებიან, თუ რატომ არ სურდა მეფეს იდუმალი პატიმრის ვინაობის გამჟღავნება, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც რომელიმეს რეალურობაში დაგვარწმუნებს. სამუდამო საიდუმლოება 300 წლის გასვლის შემდეგაც, იდუმალი პატიმრის ვინაობა გაურკვეველია. ფაქტი შთაგონების წყაროდ იქცა მწერლებისთვის, მსახიობებისთვის და სხვა ხელოვანებისთვის, რათა საკუთარი თეორიის ილუსტირება მოეხდინათ. მე-19 საუკუნის ფრანგმა ნოველისტმა ალექსანდრე დიუმამ საიდუმლოება თავის ნოველებში ჩართო. დიუმას თეორიით იდუმალი პატიმარი ლუი XIV-ის ტყუპი ძმა ფილიპე იყო, დაპატიმრებული სამეფო ტახტისთვის შემცილებლის თავიდან მოსაშორებლად. იმის მიუხედავად, რომ დიუმას ამბავი მხოლოდ ერთ თეორიას ეფუძნებოდა, სხვა ნაწარმოებების შთამაგონებლადაც მოგვევლინა – კაცი რკინის ნიღაბში, 1998 წლის ფილმია, ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით. ფილმის ვერსიით ლუი XIV ნაძირალაა, რომელიც მხოლოდ ფულით და ქალებთან ნებივრობითაა გართული, მაშინ როცა მისი ქვეყანა იტანჯება. და ფილმის მიხედვით, სამეფო კარია სრულად პასუხისმგებელი რკინის ნიღბიანი კაცის პატიმრობაზე. საბოლოო ჯამში, იდუმალება იდუმალებად რჩება, რომელიც იწვევს მრავალთა ინტერესს და ხელოვნებაში ასახვას.
თამარ ლომიძე
Tbilisi, Georgia · 4 weeks ago
პირველი კინო
ძმებმა ლუი ჟან (1864-1948წწ) და ოგიუსტ ლუი ნიკოლა (1862-1954წწ) ლუმიერების სახელთან დაკავშირებულია პირველი კონოს შექმნა.კერძოდ ლუი ჟანმა დიდი ხნის მუშაობის შემდეგ შექმნა აპარატი სინემატოგრაფი, რომლითაც შესალებელი იყო მოძრავი გამოსახულების გადმოცემა.1895 წლის 13 თებერვალს დააპატენტეს კიდეც. ძმებმა ლუმიერებმა ადვილად აუღეს ალღო საკუთარ გამოგონებას და მისი კომერციული მიზნებისათვის გამოყენება განიზრახეს,ამიტომ მათ მოაწყვეს ჩვენება და გაყიდული ბილეთების სანაცვლოდ მათ საფრანგეთში გრან კაფეში,კაპუცინების ბულვარზე 1895 წლის 28 დეკემბერს გაუშვეს კინო,რომელსაც გამოხატული შინაარსი არ გააჩნდა ,სათაური გახლდათ,,მუშების გამოსვლა ქარხნიდან" კინოში მხოლოდ ქარხნიდან გამომავალი მუშები და კადრში მოხვედრილი ძაღლი ჩანდა. მათ კინოებს შორის პოპულარული იყო ,,მატარებლის მიღება სადგურ ლა სოტაში"უზარმაზარ ეკრანზე გამოჩნდა მოძრავი მატარებელი,რომელიც დიდი სიჩქარით მოემართებოდა მაყურებლისკენ.დარბაზში პანიკამ დაისადგურა ,რამოდენიმე მაყურებელმა კი შიშისგან დარბაზიც დატოვა. ძმებს, ლუმიერებს სიბერეშიც სურდათ საკუთარი გამოგონების სრულყოფა.
+2
Fashion Folk Tales
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ლუი ვიტონის SAVOIR FAIRE ნიუ-იორკში – CRUISE 2020
2020 წლის კრუიზ სეზონისთვის ნიკოლა ჟესქიერმა ლუი ვიტონისთვის ბოლო სეზონების განმავლობაში თავისი ყველაზე ძლიერი კოლექცია წარადგინა და კიდევ ერთხელ გაიმყარა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერის სტატუსი. © PR ეს ნიკოლას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით ლუი ვიტონის პირველი შოუ იყო, რომელიც ნიუ-იორკში მოეწყო. ჩვენება კენედის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალ TWA Flight Center-ში გაიმართა, რომელიც 1962 წელს ფინელ-ამერიკელმა არქიტექტორმა ეერო საარინენმა ააგო. ისტორიული საფრენი ცენტრი, რომელმაც თავისი ფუნქცია 2001 წელს დაკარგა მომავალ კვირას თავის კარს ისევ აღებს, თუმცა, ამჯერად, როგორც უკვე სასტუმრო. გახსნამდე ცოტახნით ადრე კი მთელი მსოფლიოს ყურადღება ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის შოუთი მიიპყრო, რაც მისთვის ძალიან დიდი პიარია. აქ პირველად მაშინ ჩამოვფრინდი, როდესაც ის ჯერ კიდევ ღია იყო,“ – განაცხადა ნიკოლამ ტერმინალზე საუბრისას. „ზუსტად არ მახსოვს ეს როდის იყო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მრავალი წლის წინ მოხდა. მგონი ჩემი მესამე ვიზიტი იყო ნიუ-იორკში, ამიტომ ჩემი მოგონებები უფრო მეტად ემოციებს წარმოადგენს, რომლებსაც მაშინ განიცდი, როდესაც ქალაქის შეცნობას იწყებ.“ ამ კოლექციით ნიკოლა თავის შეგრძნებებს დაუბრუნდა, რომლებიც მაშინ განიცადა, როდესაც ოთხმოცდაათიან წლებში პირველად ჩავიდა ნიუ-იორკში. მისთვის ამერიკა ქუჩის სტილის სამშობლოა, მაგრამ მან მიზნად ამ ქვეყნისთვის რაღაც ახლის შეთავაზება დაისახა. „რა შემეძლო მისთვის მომეტანა? ფრანგული savoir-faire,“ – აღნიშნა დიზაინერმა. კოლექციაში რეფერენციები უკავშირდება როგორც წარსულს, ისე მომავალს. მასში ერთიანდება გოთემის ქალაქი, არტ-დეკო, ტექნოლოგიები და ფუტურიზმი. დეტალები მოიცავს ტყავის ჟაკეტებს მორგებულ მძივებით გაფორმებულ მაქმანებს, ვერცხლისფერ და ოქროსფერ ჟაკარდს, ფართო მომრგვალებულ მხრებს, გეომეტრიულ ფორმებს და სიმბოლურად ნიუ-იორკის პრინტებს. ყველაზე საინტერესო დეტალი კი აქსესუარებია. ტყავის ჩანთებში ჩამაგრებული ეკრანებით შოუზე მომავლის ხედვა იყო შემოთავაზებული. მაგრამ ჩნდება შეკითხვა – გვჭირდება თუ არა ჩანთები, რომლებსაც ახალი ფუნქცია ემატება, რაც ვაი-ფაისთან დაკავშირების და ლუი ვიტონისთვის მიძღვნილი პლატფორმიდან კონტენტის გამოფენის შესაძლებლობის ქონას გულისხმობს? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ვისაც სიახლე სწყურია სურვილის დასაკმაყოფილებლად ლუი ვიტონის ჩანთასაც გამოიყენებს სმარტფონად. ნიკოლას კოლექციები იმდენად „დიზაინერულია,“ რომ მიუხედავად მათი ყველა ღირსებისა, პოდიუმის მიღმა ლუი ვიტონის ტარების ამოცანა მარტივი ვერ იქნება. დიზაინერის მკვეთრი ჭრა და ხაზები, რთული კონსტრუქცია, სრულყოფილებამდე მიყვანილი თითოეული დეტალი სამოსს შეიძლება თავის ფუნქციას არ უკარგავს, თუმცა ამ შემთხვევაშიც იბადება შეკითხვა – რამდენად საჭიროა ეს ყველაფერი? შემოქმედებითი კუთხით კი უდავოა, რომ ჟექსიერის პერფექციონიზმი, ხედვა და დაუსრულებელი ექსპერიმენტები უნიკალურ შედეგს იძლევა, რაც მას ყველასგან განასხვავებს და უმაღლეს საფეხურს მიაკუთვნებს.#ლუივიტონი #კრუიზი2020 #მოდა #დიზაინი Tbilisi
+2
Fashion Folk Tales
Tbilisi, Georgia · 1 month ago
5 მოქმედი წარმატებული ტრანსგენდერი ტოპ მოდელი
ისტორიულად მოდის ინდუსტრია განსხვავებული სექსუალური იდენტობის და ორიენტაციის ადამიანების მიმართ ტოლერანტული იყო, თუმცა წარმატებული ტრანსგენდერი მოდელები გასული ათწლეულის აღმოჩენაა, განსაკუთრებით ტრანსგენდერი კაცები, რომლებიც კიდევ უფრო იშვიათები იყვნენ, ვიდრე ქალები. თვალი გადავავლოთ 5 მოქმედ წარმატებულ ტრანსგენდერ მოდელს. Teddy Quinlivan მოდელების საერთაშორისო რეიტინგში ტოპ 50 მოდელში მოხსენიებული ტედი ქუინლივანი პოდიუმზე მომენტის ყველაზე წარმატებული ტრანსგენდერი სახეა. ტედი 2015 წელს აღმოაჩინეს. ის ლუი ვიტონის ექსკლუზიური მოდელი გახდა. მაშინ მისი სექსუალური იდენტობა ცნობილი არ იყო. ქუინლივანის დიდი აღიარება 2017 წელს შედგა. გასულ წელს ტედი ისტორიაში შევიდა, როგორც შანელის კოსმეტიკის ხაზის პირველი ტრანსგენდერი სახე. Valentina Sampaio ვალენტინა სამპაიო ბრაზილიაში დაიბადა. ვალენტინამ სამოდელო კარიერა 2014 წელს დაიწყო. 2017 წლის თებერვალში ბრაზილიელი გახდა პირველი ტრანსგენდერი მოდელი, რომელიც პარიზის ვოგმა გარეკანზე დაბეჭდა. 2019 წელს სამპაიო კიდევ ერთხელ შევიდა ისტორიაში, ის ვიქტორია სეკრეტის პირველი ტრანსგენდერი მოდელი გახდა. გარდა ვოგის და ვიქტორია სეკრეტისა, ვალენტინას კონტრაქტი აქვს კოსმეტიკის გიგანტთან, ლორეალთან. Hunter Schafer ჰანტერ შაფერის შესახებ საზოგადოების უმრავლესობამ სერიალ ეიფორიადან გაიგო. სერიალში ჯულსი, რეალურ ცხოვრებაში მარჯიელას, დიორის და მიუ მიუს ტოპ მოდელია. Nathan Westling ნეითან უესტლინგი ამერიკაში 1996 წელს დაიბადა, როგორც ნატალი უესტლინგი. მისი სამოდელო კარიერა 2014 წელს დაიწყო. 5 წლის განმავლობაში, ნეითანმა, როგორც ნატალიმ, ცნობილი ბრენდების დიდ ნაწილთან ითანამშრომლა. ის იყო პრადას, შანელის, მარკ ჯეიკობსის სახე და ჟან პოლ გოტიეს ექსკლუზიური მოდელი. 2019 წელს უესტლინგმა სქესი შეიცვალა. ამერიკელმა მოდაში მუშაობა კვლავ გააგრძელა, თუმცა 2019 წლიდან ის მონაწილეობას იღებს მამაკაცის კოლექციების ჩვენებებში და მოღვაწეობს, როგორც მამაკაცი მოდელი. Krow Kian ტედი ქუინლივანის ისტორიის მსგავსად, ქროუ კიანის კარიერაშიც დიდი აღიარება ლუი ვიტონის შემდეგ დადგა. 23 წლის მოდელმა ლუი ვიტონის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება გახსნა. ის იყო პირველი ტრანსგენდერი კაცი, რომელმაც ასეთი მაღალი დონის შოუ გახსნა. #წარმატებულიტრანსგენდერიმოდელები #მოდა #მოდელები #დიზაინი #ტოპმოდელები Tbilisi
+3