ვინ არიან კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები

0
https://primetime.ge/vin-aris-koronavirusit%C2%A0infitsirebuli-sami-akhali-patsienti/ საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა. როგორც ირკვევა ორი მათგანი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული, მესამე კი ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას. აქედან ერთი ახალგაზრდა ქალია, რომლიც 20 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაიყვანეს, მეორე კი იუნკერი, რომელიც საქართველოში 16 მარტს ჩამოვიდა, ჰოსპიტალში კი ორი დღის შემდეგ, საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. პაციენტების ასაკი 20-25 წლამდეა და ორივეს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. რაც შეეხება მესამე პაციენტს, ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებული ახალგაზრდაა, იგი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მისი კონტაქტები ცნობილია. რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან 21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 47 ადამიანს. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა. შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს. შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიაბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან. მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისადა თვითიზოლაციისწესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
0