ასეთი ინსტრუმენტებით მედიის საქმიანობის შეზღუდვა პირდაპირი დარტყმაა საზოგადოების ინტერესზე
1968 Views
Headline
Tbilisi · 6 months ago

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ტელეკომპანიებისთვის „მთავარი“ და „ტვ პირველი“ ინკასოს დადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ასეთი ინსტრუმენტებით მედიის საქმიანობის შეზღუდვა არის პირდაპირი დარტყმა არა მარტო ამ მედიაზე, არამედ საზოგადოების ინტერესზე“.

„როცა ასეთი ღრმა კრიზისის დროს, ჯერჯერობით მაინც არ დგამ ნაბიჯებს, რომ გადასახადები შეამციო ყველასთვის და მხოლოდ რაღაც სფეროებს გადაუვადე გადასახადი, როცა სხვა ქმედით ზომებს ეკონომიკასთან მიმართებაში, ჯერ ვერ ვხედავთ, ამ დროს ასეთი ინსტრუმენტებით მედიის საქმიანობის შეზღუდვა არის პირდაპირი დარტყმა არა მარტო ამ მედიაზე, არამედ საზოგადოების ინტერესზე ამ ვითარებაში. მითუმეტეს, ყველამ ვიცით, რომ ამავე სფეროში ხელისუფლების მიმართ რბილად რომ ვთქვა, სიმპატიებით განწყობილ მედია ერთეულებს გაუკეთეს დიდი შეღავათები, ხოლო იმათ, ვინც კრიტიკული იყო ან არ იყო მათი მხარდამჭერი, არ გაუკეთეს. ეს ყველაფერი გამოიყურება ძალიან ცუდად, არის საზიანო ამ მედიისთვის და საზოგადოების ინტერესებისთვის.“, - აცხადებს ბოკერია.

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია ipn.ge-ს მიერ.

#news #გიგაბოკერია #headline #politics
Headline
Tbilisi · 6 months ago
7
Write a comment
Similar Posts