საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139547 ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. „დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტი საგანგებო სხდომას დღესვე გამართავს. ამ ეტაპზე, საქართველოში ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი.
0