პარლამენტში საგანგებო სხდომა გაიმართება

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139548# დღეს პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება. სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. საგანგებო სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 16:30 საათისთვის არის ჩანიშნული. ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პროცედურები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლით.
0