8 უფლება, რაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ შეიზღუდება

0
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს, რადგან მისი გამოცხადება სახუმარო საქმე არ არის. „ვინც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონს თუ ჩახედა ნეტა? რამდენიმე იურისტი ვუტრიალებთ ეს დღეებია – თავი და ბოლო ვერ გავუგეთ. ერთი ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე: საჭიროა თუ არა განგაში აქვე შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლოა შეიზღუდოს ისეთი უფლებები როგორიცაა: 1. თავისუფლების უფლება (დაკავება და ა.შ.); 2. გადაადგილების თავისუფლება; 3. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება; 4. გამოხატვის თავისუფლება; 5. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, ინფორმაციის, სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები; 6. საკუთრების უფლება; 7. შეკრების თავისუფლება; 8. შრომითი უფლებები. საჭიროების შემთხვევაში, ცხადია, უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ უკიდურესი აუცილებლობის დროს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ამისკენ მოვუწოდებთ მთავრობას. საგანგებო მდგომარეობა, არ არის სახუმარო საქმე. ამ დროს კონსტიტუციის ნაწილი, ანუ ჩვენი გარანტიების ნაწილი, არ მოქმედებს და ამას თუ ბუნდოვანი კანონმდებლობაც ემატება კიდევ უფრო მეტი საფრთხე ექმნება თანასწორობასა და თავისუფლებას. ხელისუფლებას ეძლევა შესაძლებლობა უზენაესი კანონის მიღმა იმოქმედოს“, – წერს ვახუშტი მენაბდე „ფეისბუქის“ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია 1 თვით.
#საგანგებომდგომარეობა
#politics
0