ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება, არანაირი შეზღუდვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ შეეხება

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139554 ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება, არანაირი შეზღუდვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ შეეხება-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა, იზრუნონ მაქსიმალური შეზღუდვებით მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. „ჩვენი ძირითადი ამოცანაა ბალანსი. ვიზრუნოთ მაქსიმალური შეზღუდვებით მოქალაქის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ისე, რომ სრულად არ გავაჩეროთ ეკონომიკა. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება, არანაირი შეზღუდვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ შეეხება. ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ჩვენ ვერ ვხედავთ. რაც შეეხება ბიუჯეტს, ამ დადგენილებით საქართველოს მთავრობა მოითხოვს საგანგებო ბიუჯეტის შექმნის უფლებასაც“, - განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით მიმართა.
0